მთავარი ჯანმრთელობა ვისწავლოთ პირველადი დახმარების აღმოჩენა პარამედიკოსებზე უკეთესად

ვისწავლოთ პირველადი დახმარების აღმოჩენა პარამედიკოსებზე უკეთესად

by Keti

უბედური შემთხვევის მოწმე ბევრი გამხდარა. ჩვენ ვიბნევით და შემდეგ ვნანობთ, რომ დაზარალებულს ვერ მივეხმარეთ. პირველი დახმარების გაწევა ნებისმიერს შეუძლია. ამისთვის ელემენტარული, თუმცა შეუცვლელი ცოდნაა საჭირო.

დახმარება გადაუდებელი მდგომარეობის დროს

გულის წასვლა

ეს არის გონების ხანმოკლე და უცაბედი დაკარგვა, რომელიც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგია. ხელემწყობი ფაქტორებია: შიში, დაძაბულობა, ფიზიკური გამოფიტვა, უჰაერობა.

სიმპტომები

  1. გულის წასვლას წინ თავბრუსხვევა, სისუსტე, თვალების დაბნელება და გულისრევა უძღვის.
  2. გონების დაკარგვისას ადამიანი ეცემა.
  3. სასუნთქი გზები თავისუფალია, მაგრამ სუნთქვა იშვიათი და სუსტი.
  4. პულსიც შესუსტებულია, კანი – მკრთალი. შეიმჩნევა ცივი ოფლი.

პირველი დახმარება

  1. დაზარალებული ზურგზე დააწვინეთ და ფეხები 40 გრადუსიანი კუთხით მაღლა ააწევინეთ. თავი და მხრები გავაზე დაბლა უნდა იყოს.
  2. აუცილებელია ქამრის, საკინძის, ჰალსტუხის გახსნა.
  3. გააღეთ ფანჯრები სუფთა ჰაერისთვის.
  4. დაზარალებულს შუბლზე ცივი პირსახოცი დაადეთ, შესაძლოა სახეზე მასაჟი, ყურის დასრესვა.
  5. თუ ადამიანი აღებინებს, თავი გვერდულად გადაუბრუნეთ.
  6. ერთ-ერთი მოქმედი საშუალება ნიშადურის სპირტის შეყნოსვაა.
  7. გონზე მოსვლისთანავე ნუ წამოაყენებთ ადამიანს, სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ, რადგან გულის წასვლა ყურადღებამისაქცევი ფაქტია.

ინფარქტი

ინფარქტი – ვითარდება გულის კორონარული არტერიის თრომბით დახშობის შედეგად. ინფარქტისას პირველი დახმარების ხარისხიანი აღმოჩენა ავადმყოფს გადაარჩენს.

სიმპტომები

  1. მთავარი სიმპტომი არის ძლიერი, მოჭერითი ტკივილი მკერდში, რომელიც მარცხენა ბეჭისა და მტევნის მიმართულებით ვრცელდება. ტკივილი 15 წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება.
  2. დაზარალებული მოუსვენრადაა,ჩნდება სიკვდილისშიში
  3. შესაძლოა გულისრევა, ღებინება, ტუჩები ლურჯდება.
  4. აღინიშნება ხველა, ქოშინი, ჰაერის უკმარისობა. სუნთქვა სუსტი და ხშირია.
  5. პულსი სუსტია და სწრაფი, წყვეტილი. შესაძლოა გულის გაჩერება.

პირველი დახმარება

  1. პირველად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
  2. თუ ადამიანი გონებაზეა, დასვით ზურგიან სავარძელში ან ნახევრად მწოლარე პოზაში.
  3. გაუხსენით მჭიდრო ტანსაცმელი, საყელო, ჰალსტუხი.
  4. მიეცით ავადმყოფს ასპირინი, ნიტროგლიცერინი. თუ 3 წუთის მანძილზე ტკივილი არ შემცირდა, ესე იგი, ნამდვილი გულის შეტევაა. ეს არის უბრალო შეტევისა და ინფარქტის განმასხვავებელი სიმპტომია.
  5. თუ გაქვთ ასპირინი, მიეცით 300 მლ დასაღეჭად.
  6. გულის გაჩერების შემთხვევაში, დაიწყეთ რეანიმაცია. პირველ წუთებში ეფექტურია პრეკარდიალური დარტყმა: მუშტის 2 მკვეთრი ინტენსიური დარტყმა ხდება 30-40 სმ სიმაღლიდან მკერდის მიმართულებით, მისი შუა და ქვედა მესამედების საზღვარზე. პულსის გაჩერების შემთხვევაში 2 დარტყმის შემდეგ საჭიროა გულის პირდაპირ მასაჟზე გადასვლა და ხელოვნური სუნთქვა.

ინსულტი

ინსულტი ორგვარია: იშემიური და ჰემორიზული. პირველის დროს ხდება ტვინის გარკვეული უბნის სისხლით არასაკმარისი მომარაგება, მეორეს დროს – სისხლჩაქცევა.

სიმპტომები

  1. უეცარი და უმიზეზი თავის ტკივილი.
  2. სისუსტე კუნთებში, სხეულის ნაწილების დაბუჟება (ხელი, ფეხი, სახე).
  3. მხედველობის დარღვევა ან გაორება.
  4. წონასწორობის მკვეთრი დარღვევა, გულისრევა და გონების დაკარგვა.
  5. ხშირად ადგილი აქვს მეტყველების დარღვევას, ტუჩის კუთხის აწევა, გუგების გაფართოებას.
  6. თუ შენიშნავთ რომელიმე სიმპტომს, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ.

პირველი დახმარება

  1. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
  2. თუ ავადმყოფი უგონოდაა, შეამოწმეთ სუნთქავს თუ არა. გადააბრუნეთ ის გვერდზე და გაუსუფთავეთ პირის ღრუ.
  3. გადაიყვანეთ ის მოხერხებულ ადგილას.
  4. თუ არის საშუალება, გაუზომეთ არტერიული წნევა.
  5. თუ ავადმყოფი გონზეა, გაარკვიეთ, როდის დაემართა ინსულტი. პირველ სამ საათში შესაძლოა ადამიანს ჩაუტარდეს ექსტრემალური თერაპია – თრომბოლიზისი.
  6. არ მისცეთ ადამიანს წყალი და საჭმელი.
  7. არ მისცეთ მედიკამენტები, არც წნევის დაქვეითებაა რეკომენდებული.

ეპილეფსიური შეტევა

ეს შეტევა გამოიყურება შემაშფოთებლად, თუმცა არ მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას.

სიმპტომები

  1. შეტევა იწყება აურით. წინა ეპილეფტიკური აურა შეიძლება იყოს სმენითი, მხედველობითი ან ყნოსვითი, თუ პაციენტი უჩვეულო სუნს, სმენას შეიგრძნობს ან ხედავს რთულ გამოსახულებებს. ზოგჯერ ეპილეფსიის მქონე ადამიანი თავად გრძნობს შეტევის საფრთხეს.
  2. ხშირად გარედან ჩანს, რომ შეტევა უმიზეზოდ იწყება, ავადმყოფი ყვირის და ვარდება გრძნობადაკარგული.
  3. სუნთქვა რთულდება, ლურჯდება ტუჩები.
  4. წარმოიქმნება კრუნჩხვები, ფეხები უწესრიგოდ მოძრაობს.
  5. ზოგჯერ ადამიანი კბენს საკუთარ ენას ან ლოყებს.
  6. გუგები არ რეაგირებს სინათლეზე.
  7. შესაძლოა უნებლიე შარდვა, დეფეკაცია, გულისრევა, უხვი ნერწყვის დენა, ან ქაფი პირიდან.

პირველი დახმარება

  1. პირველ რიგში, დამშვიდდით თავად. დარწმუნდით, რომ ადამიანს დავარდნისას არაფერი დაუზიანდა.
  2. შეტევის დროს არ მიატოვოთ ავადმყოფი.
  3. არ ეცადოთ ადამიანის შეკავებას კრუნჩხვის შეჩერების მცდელობის დროს, ეს მას არაფრით დაეხმარება, პირიქით, შესაძლოა ტრავმა მიიღოს.
  4. აუცილებლად ჩაინიშნეთ გულყრის დაწყების დრო. თუ შეტევა 5 წუთზე მეტხანს გრძელდება, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. ხანგრძლივმა შეტევამ შეიძლება ტვინის შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს.
  5. მნიშვნელოვანია! არ ჩაუდოთ ავადმყოფს პირში უცხო საგნები. ბევრი თვლის, რომ შეტევის დროს ადამიანს ეყლაპება ენა, მაგრამ ეს შეცდომაა. ყველა კუნთი, განსაკუთრებით კი ენა, ჰიპერ ტონუსშია.
  6. როცა შეტევა შეწყდება, ავადმყოფი მოხერხებულ ადგილას გადაიყვანეთ. დარწმუნდით, რომ სუნთქვა ნორმაშია.
  7. თუ შეტევისას ადამიანმა ტრავმა მიიღო, დაუმუშავეთ ჭრილობები.
  8. სანამ ადამიანი ბოლომდე გონს არ მოვა, არ დატოვოთ უყურადღებოდ. თუ ერთ შეტევას მოჰყვა მეორე, აუცილებელია ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია.

მხოლოდ დროული, სათანადო დახმარება და შემდეგ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება გადაარჩენს სიცოცხლეს! თუ გარშემომყოფს რაიმე დაემართა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა – ცოდნაა, რომელსაც ყველა უნდა ფლობდეს. აუცილებლად გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: