მთავარი კულინარია რატომ უნდა მიირთვათ ქათმის გულ-ღვიძლი ყოველდღე?

რატომ უნდა მიირთვათ ქათმის გულ-ღვიძლი ყოველდღე?

by Keti

ქათმის კუჭები ბევრისთვის საყვარელი კერძია. მნიშვნელოვანია ისინი სწორად მოვამზადოთ. თუ მათ შიგნითა ზედაპირზე არსებული ყვითელი გარსის ნაწილიც დარჩა, ხორცი მწარე გამოვა.

კერძები ქათმის კუჭებისგან

ქათმის კუჭებში შედის პანტოთენის, ფოლიუმისა და არსკორბინის მჟავა.

კუჭებს იყენებენ საკვებისმიერი მოწამვლისას, ტოქსინების გამოსადევნად.

თუთიის მაღალი შემცველობის გამო, ქათმის კუჭები ბავშვებისთვისაც სასარგებლოა. თუთია ძვლის ქსოვილს ამაგრებს და თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას აუმჯობესებს.

 

ქათმის კუჭებით ბევრი კერძი მზადდება, გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს.

დიეტური ქათმის კუჭები არაჟნით

ინგრედიენტები

  • 1 კგ ქათმის კუჭი
  • 4 ხახვი
  • 1/4 მუსკატის კაკალი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • 200 გ არაჟანი
  • 2 სუფრის კოვზი ზეთი

მომზადება

1. თხლად დაჭერით ხახვი, ნახევარ რგოლებად.

2. გარეცხეთ კუჭები, გააშრეთ და ცხელ ტაფაზე დაყარეთ.

3. შეწვით, თან ურიეთ 5-7 წუთით.

4.დაამატეთ ხახვი, მარილი, პილპილი და შუშეთ 30წუთი, დაბალ ცეცხლზე.

5. კუჭები თავისივე წვენში უნდა ჩაითუშოს.

6. ნახევარი საათის შემდეგ კუჭს მოაყარეთ გახეხილი მუსკატის კაკალი.

7. დაასხით კუჭებს არაჟანი, აურიეთ, ადუღეთ 1 წუთით და გამორთეთ ცეცხლი.

8. ამოიღეთ თეფშზე და მოასხით ლიმონის წვენი.

ქათმის კუჭები სოკოთი

ინგრედიენტები

  • 850 გ ქათმის კუჭი
  • 350 გ ქამა სოკო
  • 2 ხახვი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 0,5 სუფრის კოვზი ზღვის მარილი

მომზადება

1. გარეცხეთ კუჭები და დაჭერით წვრილად, ოთხ ნაწილად.

2. დაასხით კუჭებს წყალი და მოაყარეთ მარილი.

3. დადგით დაბალ ცეცხლზე და თუშეთ 40-50 წუთი.

4. მომზადებამდე 30 წუთით ადრე გარეცხეთ სოკო.

5. გააშრეთ სოკო ქაღალდის ხელსახოცით.

6. დაჭერით სოკო და ხახვი წვრილად.

7. ხახვი ცხიმში მოშუშეთ.

8. დაამატეთ სოკო და კვლავ შუშეთ.

9. კუჭებიან ტაფას დაამატეთ სოკო და ხახვი.

10. აურიეთ, დააფარეთ ხუფი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთით.

სუფი კუჭმაჭით

ინგრედიენტები

  • 500 გ ქათმის ნაწილები (კუჭი, გული, ღვიძლი)
  • 1 სტაფილო
  • 2 ხახვი
  • 4-6 კარტოფილი
  • 3 სუფრის კოვზი ვერმიშელი
  • 2 კბილი ნიორი
  • მწვანილი
  • 1-2 დაფნის ფოთოლი
  • ზეთი
  • 2 ლ ქათმის ბულიონი

მომზადება

1. გარეცხეთ კუჭი და გული, დაჭერით.

2. მოათავსეთ წყალში, ხარშეთ 5-7 წუთი. გადაღვარეთ წყალი.

3. მნიშვნელოვანია: შინაური ქათმის გულ-ღვიძლი უფრო დიდხანს ადუღეთ.

4. ხახვი კუბებად დაჭერით, გახეხეთ სტაფილო.

5. მოშუსეთ ბოსტნეული ზეთში.

6. გაფცქვენით კარტოფილი და დაჭერით კუბებად.

7. ჩაასხით ქვაბში ბულიონი და აადუღეთ.

8. მდუღარე ბულიონში ჩაყარეთ კარტოფილი, გული და კუჭი. 20 წუთის შემდეგ ღვიძლი, ხახვი და სტაფილო.

9. ბულიონს დაამატეთ ვერმიშელი.

10. დაამატეთ პილპილი, მარილი, დაფნის ფოთოლი, მწვანილი.

11. დატოვეთ სუფი 2 საათით.

ქათმის ეს ნაწილები ძვირი არ არის, თან საკმაოდ ნოყიერია. შესანიშნავი გემოს გარდა ის ორგანიზმს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით გაამდიდრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: