მთავარი ასტროლოგია ყველაფერი, რაც ზოდიაქოს ნიშნების შესახებ უნდა ვიცოდეთ
zodiaqos nishnebi

ყველაფერი, რაც ზოდიაქოს ნიშნების შესახებ უნდა ვიცოდეთ

by guramus

ასტროლოგიაში 12 ზოდიაქოს ნიშანი გვაქვს. თითოეულ მათგანს განსხვავებული ძლიერი და სუსტი მხარეები, შეხედულებები, სურვილები, მისწრაფებები აქვს. თითოეული ნიშანი განსხვავებულად აღიქვამს სამყაროს. ზოდიაქოს ნიშნები პლანეტების, მზის და მთვარის პოზიციებზე არიან დამოკიდებული. ციური სხეულების განლაგება განსაზღვრავს ასტროლოგიას.

ჩვენ სპეციალურად თქვენთვის შევქმენით ეს ინფორმაცია, რომ უმარტივესაც განსაზღვროთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი, მოიძიოთ ამომწურავი ინფორმაცია და შეიტყოთ, რა ჰქონდათ განზრახული ვარსკვლავებს თქვენი დაბადების მომენტში.

ზოდიაქოს თითოეული ნიშანი 4-დან ერთერთ ელემენტს ეკუთვნის. ჰაერი, ცეცხლი, წყალი და მიწა – 4 ელემენტი, რომელიც ენერგიის განსხვავებულ წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენი ელემენტი ახდენს გავლენას ჩვენზე. ეს 4 ელემენტი გვეხმარება ამოვიცნოთ ასტროლოგიური საიდუმლოებები ჩვენ შესახებ, ხასიათის შტრიხები, ემოციები, საქციელები და ფიქრებიც კი.

აი, ჰოროსკოპის 4 ელემენტი და თითოეულის ნიშანთვისებები:

წყლის ნიშნები

განსაკუთრებით ემოციურები და ულტრა-სენსიტიურები არიან. მათი ინტუიცია უსაზღვროა და შეუძლიათ იყვნენ ისეთი მისტიურები, როგორც თვით ოკეანეა. წყლის ნიშნებს უყვართ სიღრმისეული საუბრები და ინტიმი. ისინი იშვიათად აკეთებენ რაიმეს ღიად და ყოველთვის მზად არიან საყვარელი ადამიანების დასახმარებლად. წყლის ნიშნები არიან კირჩხიბი, მორიელი და თევზები.

ცეცხლის ნიშნები

ვნებიანები, დინამიურები და ტემპერამენტიანები არიან. ისინი სწრაფად ბრაზდებიან, მაგრამ წყენას ადვილად ივიწყებენ, უყვართ თავგადასავლები და ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. ცეცხლის ნიშნები ენერგიის ულევ წყაროს ასხივებენ და სხვებისთვის ინსპირაციას წარმოადგენენ. ისინი ინტელიგენტები, მოაზროვნეები, კრეატიულები და იდეალისტები არიან, ყოველთვის მზად არიან მოქმედებისთვის. ცეცხლის ნიშნები არიან ვერძი, ლომი და მშვილდოსანი.

დღის ჰოროსკოპს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ გვერდზე.

მიწის ნიშნები

რაციონალურები არიან. ისინი “მიწაზე გვაბრუნებენ” როცა ჩვენ ღრუბლებში დავფრინავთ. მიწის ნიშნები ძირითადად კონსერვატიულები და რეალისტები არიან, მაგრამ ასევე შეუძლიათ ძალიან ემოციურებიც იყვნენ. ისინი მატერიალისტები, პრაქტიკულები, ლოიალურები და სტაბილურები არიან. მიწის ნიშნები ადამიანებთათ ურთიერთობაში სტაბილურობას ინარჩუნებენ. მიწის ნიშნები არიან კურო, ქალწული და თხის რქა.

ჰაერის ნიშნები

ისევე როგორც მიწის ნიშნები, რაციონალურები არიან. მათ უყვართ სოციალური აქტიურობა, ადამიანებთან ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, რომ ჰაერის ნიშნებს კომუნიკაციის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ისინი მუდმივად უნდა იყვნენ ყურადღების ეპიცენტრში, გარს უამრავი ადამიანი უნდა ეხვიოთ. ამით ჰაერის ნიშნები სასიცოცხლო ენერგიას იღებენ. მათ უყვართ ფილოსოფიური საუბრები, რჩევების მიცემა, სოციალური შეკრებები და კარგი წიგნები. ჰაერის ნიშნები არიან ტყუპები, სასწორი და მერწყული.

 

chinuri horoskopi

ჩინური ჰოროსკოპი

ძირითადად ეფუძნება ტრადიციულ ასტრონომიას. ჩინური ასტროლოგიის განვითარება იწყება ჰანის დინასტიის პერიოდში და ერთერთ ყველაზე ძველ ჰოროსკოპად ითვლება მსოფლიოში. ჩინური ჰოროსკოპი 12 ცხოველისგან შედგება. თითოეული ცხოველი ერთ წელს შეესაბამება და შესაბამისად, ყოველ 12 წელში მეორდება. ადამინის დაბადების წელს ერთი შესაბამისი ცხოველი გამოხატავს. ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, ცხვარი, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ღორი ჩინური ზოდიაქოს ნიშნები არიან.

ჩინური ასტროლოგიისთვის ასევე ცნობილია 5 ელემენტი: წყალი, ხე, ცეცხლი, მიწა და მეტალი.

ჩინური ჰოროსკოპი, ისევე როგორც ტრადიციული, ადამიანის ხასიათის განსასაზღვრად იყენებს პლანეტების განლაგებას მისი დაბადების მომენტში. ჩინელებს სწამთ, რომ ჩვენი დაბადების წელი ჩვენს ხასიათზე, ცხოვრებისეულ პოტენციალზე და მომავალზე ყველაფერს ამბობს.

თუ გსურთ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სიზმრების შესახებ, გთხოვთ, გაეცნოთ სიზმრების ახსნის გვერდს.

ვედური ასტროლოგია

იგივე ინდური ასტროლოგიაა, რომელიც ჩვენს ხასიათს, ცხოვრებისეულ მიზნებს და მონათესავე სულებს განსაზღვრავს. ვედური ჰოროსკოპისთვის მთავარი ციური სხეული მთვარეა.

მაიას ჰოროსკოპი

ერთერთი ყველაზე ძველი და ზუსტია. მაიას კალენდარი საოცარი სიზუსტით არის შემქნილი და დღესაც თანამედროვე მეცნიერების გაკვირვებას იწვევს. იგი კოსმოსური ენერგიის ზუსტი განმსაზღვრელია, 20 დღიანი ციკლისგან და 12 გალაქტიკური რიცხვისგან შედგება. მაიას კალენდრის მიხედვით, ერთი წელი 260 დღე გრძელდება. მაიას ტომელებს სწამდათ, რომ თუ გვსურს ჰარმონია და სიმშვიდე, უნდა შევიცნოთ კოსმოსი, განვსაზღვროთ ჩვენი მისია დედამიწაზე და მივყვეთ პლანეტების მინიშნებებს.

რატომ უნდა გვჯეროდეს ასტროლოგიის?

მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგია არ არის რელიგია, იგი გვთავაზობს სამყაროს შეცნობის გზებს. გარდა ამისა, სწორი ინტერპრეტაციით და გათვლებით, პლანეტებმა შეიძლება გვიკარნახონ ჩვენი მომავალი, საფრთხეები, ურთიერთობის დალაგების გზები და რაც ყველაზე მთავარია, გვიჩვენონ ჩვენი გზა, მისია ამ სამყაროში.

ასტროლოგია ამტკიცებს, რომ სამყაროში არაფერი ხდება შემთხვევით და გვაძლევს გარანტიებს, რომ გვიპასუხებს იდუმალ კითხვებზე, რატომ ხდება ეს ყველაფერი ჩვენს თავს. შესაბამისად, ასტროლოგია ეხმარება ადამიანებს იპოვნონ საკუთარი გზა.

ასტროლოგია მუშაობს, ასტროლოგები არია. ადამიანების უმეტესობა, რომლებიც რეგულარულად ეცნობიან ასტროლოგების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს, ეჭვის თვალით უყურებენ მიწოდებულ ინფორმაციას. დაიმახსოვრეთ, ასტროლოგები არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ, ჩვენთვის გასაგებ ენაზე ხსნიან იმ ინფორმაციას, რომელსაც პლანეტები გვთავაზობენ. ეს იგივეა, რომ ჩინური ენის სპეციალისტთან მიხვიდეთ და ტექსტის თარგმნა სთხოვოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცით ჩინური ენა.

რამდენიმე უტყუარი ფაქტი ასტროლოგიის შესახებ
  • საძიებო სისტემების მონაცებემზე დაყრდნობით, ასტროლოგია ყველაზე ძებნადი თემაა ინტერნეტში.
  • ასტროლოგია მიიჩნევა როგორც ხელოვნებად, ასევე მეცნიერებად. ასტროლოგია ხელოვნებაა, რადგან თითოეულ ასპექტს ჭირდება ინტერპრეტაცია. ისევე როგორც გენიალურ ნახატს შეიძლება რამდენიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, ასევეა ასტროლოგიური მონაცემების შემთხვევაშიც. ყველაფერი ინტერპრეტაციაზე, ლოგიკურ აზროვნებაზე და ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირების უნარზეა დამოკიდებული. ასტროლოგია მეცნიერებაა, რადგან მოითხოვს მათემატიკის, ასტრონომიის, ფიზიკის და სხვ. მეცნიერებების ცოდნას.
  • სიქსტუს მე-4 პირველი კათოლიკე პაპია, რომელმაც ჰოროსკოპი ცნო. ლეო მე-10 და პოლ მე-3 კი ყოველთვის ასტროლოგებს ეკითხებოდნენ რჩევებს.
  • ასტროლოგიას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ადოლფ ჰიტლერის ცხოვრებაში. იგი ხშირად მიმართავდა ასტროლოგებს დასახმარებლად.

ჰოროსკოპით თუ ხართ დაინტერესებული, გაეცანით შესაბამის გვერდს. ამომწურავი ინფორმაცია გვაქვთ თქვენთვის.

გთავაზობთ აქამდე უცნობ და მოულოდნელ ფაქტებს ზოდიაქოს ნიშნების შესახებ:

ალბათ თქვენც ძალიან ხშირად გისვამენ  კითხვას: ,,რომელია შენი ზოდიაქოს ნიშანი?”. ამ კითხვის დასმით ადამიანები ცდილობენ გაიგონ დაახლოებით რა თვისებები გაქვთ და სიმართლეა თუ არა ეს ამა თუ იმ ნიშნის დახასიათების მიხედვით. თუ ოდესმე წაგიკითხავთ თქვენი ნიშნის აღწერა, ალბათ გაუკვირვებიხართ არსებულ დამთხვევებს.

ვიცით, რომ 12 ზოდიაქოს ნიშნის მოქმედება პლანეტების, მზისა და მთვარის განლაგებაზეა დამოკიდებული. თითოეულს თავისი ნიშან-თვისება, ძალა და სისუსტე აქვს. ყოველი ნიშანი ეკუთვნის 4 ელემენტიდან ერთ-ერთს – ჰაერს, ცეცხლს, წყალს ან მიწას – სწორედ ეს ელემენტები განსაზღვრავს ჩვენს ენერგიას. წყლის ნიშნები (კირჩხიბი, მორიელი და თევზები) არიან ემოციურები და სენსიტიურები, ცეცხლის ნიშნები (ვერძი, ლომი და მშვილდოსანი) უფრო ენთუზიასტები და ტემპერამენტიანები. მიწის ნიშნები (კურო, ქალწული და თხის რქა) მტკიცე ტიპაჟები არიან, ჰაერის ნიშნები კი მერწყული, სასწორი და ტყუპები ) სოციალურები და ინტელექტუალები არიან.

გთავაზობთ მორიგ ფაქტებს ზოდიაქოს თითოეული ნიშნის შესახებ, რაც აქამდე არ იცოდით.

ხიფათიანი ვერძები

ვერძები მარსისგან იმარტებიან და ისინი ყველაზე აქტიურ ნიშნად მიიჩნევა. ის გაზაფხულის სიმბოლოა, რაც ახალი სიცოცხლის დასაწყისად ითვლება. ასევე აღსანიშნავია, რომ ძველ რომში მარტი წელიწადის პირველი თვე იყო, რაც შემდეგ იულიუს კეისარმა იანვრით შეცვალა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უფრო მეტად უყვართ ლიდერობა, ვიდრე მითითებების შესრულება, რადგან აქვთ დიდი ორგანიზატორული ნიჭი და არიან თავდაჯერებულები. ცნობილი ვერძები არიან ვინსენტ ვან გოგი, ჰიტ ლეჯერი, ლეიდი გაგა და ემა უოტსონი.

ტირანი კურო

კუროები არიან პრაქტიკული და მტკიცე ადამიანები, ასევე ძალიან მშრომელები და სანდოები. კურო ვენერადან იმართება, რაც სიყვარულისა და კრეატიულობის პლანეტაა. ისინი არაჩვეულებრივი თანამშრომლები არიან და მოსწონთ ლიდერობა. ცნობილ კუროებში შედის უილიამ შექსპირი, დევიდ ბექჰემი, დუეინ ჯონსონი და სხვა.

კუროებს ტირანებსაც ეძახიან, რადგან ერთ-ერთი ცნობილი კუროა აიათოლა ჰომეინი – ირანელი რევოლუციონერი, რომელმაც მონარქია თეოკრატიად აქცია. ასევე სადამ ჰუსეინი, ადოლფ ჰიტლერი, ვლადიმერ ლენინი, ნიკოლო მაკიაველი და ა.შ.

მმართველი ტყუპები

ტყუპებს მერკური მართავს, რომელიც კომუნიკაციის პლანეტაა. ტყუპები გონებაგახსნილები და ექსპრესიულები არიან, უყვართ ლიტერატურა და ხალხის გარემოცვაში ყოფნა. ცნობილი ტყუპები არიან მორგან ფრიმენი, მერლინ მონრო, თუფაქი, ნატალი პორტმანი, ანჯელინა ჯოლი, ჯონი დეპი და კლინს ისტვუდი.

აშშს პირველი კურო პრეზიდენტი – ჯონ კენედი იყო, ბოლო კი – დონალდ ტრამპია.

კრიმინალი კირჩხიბი

კირჩხიბს მთვარე მართავს, რაც მერყევ ხასიათს გვძენს. კირჩხიბები ემოციურები, მანიპულატორები და ცვალებადი ხასიათისები არიან, თუმცა ასევე ერთგულები და წარმოსახვის დიდი უნარის მქონეები. ხშირად მოუთმენლადაც იქცევიან. ცნობილი კიბოები: ტობი მაგუაიერი, დერეკ ჯეტერი, ჯოს ვედონი და ა.შ.

კიბო მენტალურად ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური ნიშანია. FBI-ის მონაცემებითაც ჩანს, რომ ის ყველაზე საშიშია კრიმინალის კუთხით, რადგან ბევრი კირჩხიბი სერიული მკვლელი არსებობს. თუმცა, ცხადია, მათი არ უნდა გვეშინოდეს, ეს უბრალოდ დამთხვევაა.

მოქნილი ლომები

ლომი მზისგან იმართება. ისინი ენთუზიაზმით სავსეები და იუმორის მოყვარულები არიან. ასევე ამპარტავნები, ჯიუტები და ეგოისტები. მათ სწამთ, რომ ლიდერები არიან, მუდამ ცდილობენ დომინანტობას. ცნობილი ლომები არიან მილა კუნისი, ბენ აფლეკი, ბარაკ ობამა, შარლიზ თერონი, ჯენიფერ ლოპესი.

ამერიკაში ჩატარებული  Hello Magazine-ის კვლევებით აღმოჩნდა რომ ლომ ქალბატონებს ყველაზე მეტად უყვართ სპორტულ დარბაზში სიარული და ვარჯიში.

მშფოთვარე ქალწული

ქალწულს მერკური მართავს. მათ კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები აქვთ. ქალწული იმედგაცრუებული ქალღმერთია, რომელიც კაცობრიობის დასახმარებლად მოვიდა, თუმცა ხალხმა მისი განსჯა დაიწყო. ისინი ხშირად პატარა რამესაც ძალიან მტკივნეულად განიცდიან.  მათ აქვთ ორგაიზატორული ნიჭი და გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან. ცნობილი ქალწულები: ბიონსე, კამერონ დიასი, ბლეიკ ლაივლი, კიანუ რივზი და ა.შ.

ქალწულები ძალიან ზრუნავენ თავიანთ ჯანმრთელობაზე, მუდმივად ფიქრობენ, რომ რაიმე აწუხებთ. ქალწულის ნიშნის მქონე ადამიანებში ხშირად შეიმჩნევა იპოქონდრია.

ერთგული სასწორი

სასწორს ვენერა მართავს, რომელსაც ლამაზი მოვლენები უყვარს.დიპლომატები, ჰარმონიულები, პატიოსნები და ზოგჯერ მერყევები. მათ არ უყვართ მარტოობა და ცდილობენ გაიჩინონ ახალი მეგობრები. არიან სამართლიანობისა და თანასწორობის მომხრეები. ცნობილი სასწორები: კეიტ უინსლეტი, ნაომი კემბელი, მეთ დეიმონი..

ისინი ყველაზე საიმედო პარტნიორებად მიიჩნევიან. უყვართ ბუნება, რომანტიზმი, ცდილობენ კონფლიქტების არიდებას.

სტანდარტული მორიელი

მორიელს აქვს წყლის ენერგია, რითიც შეუძლია ყველას შეეხოს, ყველასთან დაამყაროს კომუნიკაცია. მას პლუტონი მართავს. ძლიერებისა და გარდაქმნის პლანეტა. ისინი ერთგულები და მამაცები არიან, თუმცა ზოგჯერ ჩაკეტილები. ცნობილი მორიელები: პიკასო, ვუპი გოლდბერგი, ჰილარი კლინტონი, ჯულია რობერტსი…

მორიელი ყველაზე გავრცელებული ნიშანია აშშ-ში. 2015 წელს 22 ქვეყნის ლიდერი მორიელი იყო, მათ ლომები მოსდევდნენ, რომლებიც 18 ქვეყანას მართავდნენ.

სკანდალური მშვილდოსანი

იუპიტერის ქვეშ მყოფი ნიშანი უზომო ენთუზიაზმით გამოირჩევა, მათ აინტერესებთ ყველაფერი. უყვართ თავისუფლება, თავგადასავლები, ეზიზღებათ ლოდინი და კონტროლის ქვეშ ყოფნა. ცნობილი მშვილდოსნები: მაილი საირუსი, ბენ სტილერი, ბრიტნი სპირსი და ჯეი ზი.

კვლევების მიხედვით მშვილდოსანი ყველაზე არასანდო ნიშანია, უყვართ სკანდალები და თავის წარმოჩენა.

კაზანოვა თხის რქა

მათ სატურნი მართავს, რომელიც ,,პასუხისმგებელ” პლანეტად ითვლება. თხის რქასაც აქვს დისციპლინისა და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა. არიან ჯიუტებიც და უჭირთ პატიება, უყვართ ოჯახი, აქვთ კარგი თვითკონტროლის უნარი და არიან პრაქტიკულები. ცნობილი თხის რქები: ბლუ აივი კარტერი, დენზელ ვაშინგტონი, ჯონ ლეჯენდი, ბრედლი კუპერი…

თხის რქა ხშირად არის ურთიერთობებში, ის დეტალებზე ორიენტირებული ნიშანია და სასიყვარულო პროცესს თავდავიწყებით ეძლევა.

მიზანდასახული მერწყული

მას მართავს ურანი. შესაძლოა იყოს წამიერად აგრესიული და თავშეუკავებელი. ისინი დიდხანს გეგმავენ რისი მიღწევაც სურთ, არ ჩქარობენ და საბოლოოდ ყოველთვის აღწევენ მიზანს. არიან მომთმენები. ცნობილი მერწყულები: რონალდ რეიგანი, მაიკლ ჯორდანი, ბობ მერლი, კრისტიანო რონალდო.

მილიარდელების დიდი ნაწილი მერწყულის ნიშნის ქვეშაა დაბადებული.

თავსატეხი თევზები

თევზებს ნეპტუნი მართავს, ის მუსიკასთანაა დაკავშირებული. ასევე თევზებს მართავს იუპიტერი, რომელიც ,,მოაზროვნე” პლანეტაა. თევზები მოსიყვარულეები და მეგობრულები არიან, არ უჭირთ პატიება, არიან ტოლერანტები. ცნობილი თევზები: ადამ ლევინი, რიანა, ჯასტინ ბიებერი, ჯონი ქეში, კურტ კობეინი..

თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხშირად ძალიან ბევრს ფიქრობენ გადაწყვეტილების მიღებამდე, ძალიან ბევრს მსჯელობენ. თუმცა ფიქრისთვის დათმობილი დრო ყოველთვის ამართლებს.

ზოდიაქოს რომელ ნიშანს ეკუთვნით თქვენ?

 

უცნაური ჩვევები, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით გახასიათებთ

ზოგჯერ ყველანი უცნაურად ვიქცევით. თუმცა არსებობს საერთო თვისებებიც. ამას ზოდიაქოებს მიაწერენ.

ეს არ არის უმნიშვნელო რამ, ეს დამალული თვისებებია. მაგრამ, არ იდარდოთ! ზოდიაქოს ნიშანი უცნაურობების კარგი გამართლებაა, ასე რომ, ყველაფერი მას დააბრალეთ.

ვერძი

თქვენ სიკვდილით ხართ შეპყრობილი. მასზე ფიქრს ვერ წყვეტთ. ეს კი უშუალოდ თქვენს სიკვდილს ეხება და არა სხვებისას. მუდმივად ფიქრობთ დეტალებზე, როგორ მოხდება ეს, სად მოხდება და ა.შ. გიყვართ სიკვდილზე საუბარი, იმის განხილვა თუ რა მოხდება მის შემდეგ. თუმცა ამას არ მისცეთ უფლება დაგთრგუნოთ, სიკვდილზე ფიქრი და საუბარი ნორმალურია, რადგან ეს ყველას გველოდება.

კურო

თქვენ სტალკერობა გიყვართ, შეგიძლიათ საათები გაატაროთ სოციალურ ქსელში და სქროლოთ თქვენი ყოფილის კედელი, ან თქვენი მიჯნურის დღიური აქტივობები ათვალიეროთ. გარკვეულ სიტუაციებში საგამოძიებო კომისიის როლსაც შეასრულებთ.

ტყუპები

მატყუარა ნიშანო! თქვენ სულ იტყუებით. თუკი ამას უარყობთ, ესე იგი, ისევ იტყუებით. ეს ჩვევად ჩამოგიყალიბდათ და თავს ვეღარ ანებებთ. იტყუებით წვრილმანებზეც და დიდ მოვლენებზეც. ალბათ, გაინტერსებთ ზღვარი სად მთავრდება. დააკვირდით, ოდესმე მიხვდებით!

კირჩხიბი

ემოციური მანიაკი ხართ. ყველა ემოციას სერიოზულად იღებთ, რადგან სენტიმენტალური ხართ. როცა ვინმეს ხვდებით, ეს ადამიანი თქვენი სამყაროს ცენტრი ხდება, მის გარეშე არასრულყოფილი ხართ. მთელ დროს იმ ადამიანს უძღვნით, მაგრამ ფრთხილად – შეიძლება თავი მოაბეზროთ!

ლომი

თქვენც გატაცებული ხართ სიკვდილის თემით. წარმოიდგენთ თქვენივე დაკრძალვის ცერემონიას და საერთოდ ყველა დეტალს – ვინ მოვა იქ? რამდენი ადამიანი იქნება? ყველაზე ხმამაღლა ვინ იტირებს? ოჯახი და მეგობრები როგორ იგრძნობენ თავს? ცხოვრება ნორმალურად გაგრძელდება თქვენს შემდეგ? ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ხართ და ყველა ძალიან დიდხანს იფიქრებს თქვენზე სიკვდილის შემდეგ.

ქალწული

ანგელოზივით იქცევით. ხართ სუფთა, მოწესრიგებული და ორგანიზებული. ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს და წესების მიხედვით. თუმცა როცა ღამდება, ბნელი ფიქრები გიპყრობთ. სექსის მანიაკი ხართ, თქვენი ბინძური ფანტაზიების გაცოცხლება გინდებათ ვინმესთან. შემდეგ ამ ფიქრების გრცხვენიათ, თუმცა ვერ უმკლავდებით.

სასწორი

თუ ვინმე თქვენს საძიებო ისტორიას შეამოწმებს, შეიძლება სერიულ მკვლელში აერიოთ. თქვენ უზომოდ გაინტერესებთ საზარელი ამბების კითხვა, სხვადასხვა კრიმინალური ქრონიკების მიმოხილვა და ძალიან გსურთ დამნაშავის გონებაში შეძრომა.

მორიელი

თქვენი გონება ეშმაკს ჰყავს დამპრობილი. თუ ვინმე მოხვდა თქვენს ტვინში, მაშინვე გაიქცევა. სადაც არ უნდა იყოთ, ყველგან გსურთ რაიმე მავნებლობის ჩადენა. ხშირად წარმოიდგენთ აჯანყებებს, დაჭრილ ცხოველებს, ცუდი ადამიანების ნამოქმედარს. რა თქმა უნდა ამ საშიშ ფიქრებს რეალურად არ განახორციელებთ და ამას სულ უმეორებთ თავს. თუმცა ეს მაინც მისტიკური ფაქტია.

მშვილდოსანი

თავს ისე აჩვენებთ ხალხს, თითქოს უემოციო ხართ. ემოციები უცნაურ და არაკომფორტულ სიტუაციაში გაგდებთ და მათი მოშთობა უფრო გემარტივებათ. თქვენ დიდ ბარიერს აშენებთ, რომელში შემოღწევაც არავის შეუძლია. თავს იკატუნებთ, რომ არაფერი გაინტერესებთ, სიკვდილები და ტრაგედიები თქვენზე არ მოქმედებს. რადგან ემოციების გამოხატვა თავს ცუდად გაგრძნობინებთ.

თხის რქა

წარმატებაში ხელს ვერაფერი შეგიშლით, თუმცა ბნელი აზრები ასევე თქვენს გვერდითაა.  შეიძლება წარმატებისთვის მოკლათ კიდეც ვინმე, ოღონდ მიიღოთ ის, რაც გსურთ. ამ კადრებს ხშირადაც წარმოიდგენთ ხოლმე. ცხადია, ამას არ გააკეთებთ, თუმცა ტვინის ბნელი კუთხეები მაინც თავის საქმეს აკეთებს.

მერწყული

ხშირად წარმოიდგენთ, რომ ვიღაცის დაკრძალვაზე სიტყვით გამოდიხართ. ვინმეს სიკვდილი არ გსურთ, უბრალოდ ფიქრობთ, რომ ეს სიტყვით გამოსვლა დანაკარგს დაგაძლევინებთ. უცნაური ფიქრებია, თუმცა ხელს მაინცდამაინც არაფერში შეგიშლით.

თევზები

ყოველთვის წარმოიდგენთ, რომ რაღაც საშინელი ხდება. მაგალითად ზიხართ ავტობუსში და თქვენს ფიქრებში ავარია ხდება. ან ზიხართ სანაპიროზე და ცუნამი იწყება. ამ იქრებში არ კვდებით, ყოველთვის გმირი ხართ. ეს უბრალოდ ფანტაზიებია, რომლებიც გონებაშია დამარხული და პერიოდულად თავის გზას პოულობს.

 

აი, როგორ გამოხატავენ ზოდიაქოს ნიშნები ემოციებს

ვერძი

სძულთ საკუთარი სისუსტეებიც ჩვენება, ამიტომ ნაღველს სიბრაზეში ან პარანოიაში გადაზრდიან ხოლმე. თუ ვერძი ძალიან გაბრაზებულია, ისინი უკონტროლოდ გამოხატავენ ემოციებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებთანაც ყველაზე მეტ დროს ატარებენ. ეს კი ნიშნავს, რომ მათთვის ძვირფასი ხართ.

კურო

არ უყვარს, როცა დაუცველად და მგრძნობიარედ თვლიან, ამიტომ საკუთარ ძლიერ ემოციებს თავისთვის იტოვებენ. არ გაბრაზდეთ, თუკი ის თავის გრძნობებზე არ დაგელაპარაკებათ, ისინი მაშინ მოგმართავენ, თუ მართლა საშინელი რამ მოხდა.

ტყუპები

ეს სოციალური ნიშანია და ხალხთან საკუთარ პრობლემებზეც საუბრობენ. მათთვის კომუნიკაცია მთავარი გასაღებია, ამიტომ თუ ტყუპებს აწყენინებთ, ამას პირდაპირ გეტყვით. თუ პრობლემას არ გაუზიარებენ სხვებს, შესაძლოა დეპრესიაში ჩავარდნენ.

კირჩხიბი

იციან საკუთარი შეგრძნებების მართვა, მაგრამ როცა ტკივილს განიცდიან, ამ დროს ფიზიკური შეხება სჭირდებათ, რადგან ასე მშვიდდებიან. შეგიძლიათ ჩაეხუტოთ და ჩუმად დარჩეთ. შემდეგ ისინი ყველაფერს გიამბობენ, უბრალოდ დრო სჭირდებათ.

ლომი

აქვთ შინაგანი ცეცხლი, თუმცა ზოგჯერ არ იციან ძლიერ ემოციებთან გამკლავების მეთოდები. მათთვის მეგობრები ბევრს ნიშნავს, უბრალოდ ზოგჯერ უჭირს ემოციების სწორი მართვა.

ქალწული

პრობლემის გადაწყვეტაში დიდ დროს ხარჯავენ. თუ გაბრაზდებიან, ოთახში ჩაიკეტებიან და ყველაფერს განიხილავენ. იციან, რომ საკუთარ თავზე მეტად მათ ვერავინ დაეხმარება.

სასწორი

სხვების ემოციებზე ბევრს ზრუნავს, ამიტომ სიტყვით ან ქმედებით არასდროს გატკენთ. ისინი საკუთარ ემოციებსაც ბოლომდე გამოხატავენ, არ არიან ჩაკეტილები.

მორიელი

შორს დაიჭირეთ თავი, თუკი გაბრაზდნენ. მორიელი ადვილად ვერ უმკლავდება ემოციებს, ამიტომ მის პროვოკაციას ნუ შეეცდებით. ისინი, როგორც წესი, ბოლომდე გამოხატავენ ყველაფერს, სანამ არ დაიცლებიან. როცა დამშვიდდებიან, სალაპარაკოდ მოვლენ თქვენთან. სულ ეს არის.

მშვილდოსანი

ემოციურია, თუმცა ცეცხლის ნიშნებივით არ გამოხატავენ ემოციებს. უყვართ რაციონალური განხილვა თავიანთი მდგომარეობის. ჯერ განიხილავენ ყველაფერს საკუთარ თავთან, შემდეგ მოვლენ სალაპარაკოდ.

თხის რქა

ის მტკიცე ნიშანია, ცდილობს ემოციები საუკეთესო მდგომარეობაში მოაქციოს. აქვთ ანალიტიკური აზროვნება და გონებაში ყველა წვრილმანს ლოგიკურად განიხილავენ.

მერწყული

ადვილად მიჰყვება ცხოვრების რიტმს, სოციალურია და აქტიური, ამიტომ ემოციებს დიდ ყურადღებას არ აქცევს. პრობლემებს იგნორს უკეთებს, თითქოს ისინი არ არსებობენ.

თევზები

არის სენსიტიური და ადვილად ვარდება შფოთვაში და დეპრესიულ განწყობაში. უპირატესობას ანიჭებენ სოციალიზაციას, ვიდრე ემოციებთან ჩაღრმავებას. არ სურთ შფოთვის მომენტების ცუდ მოგონებებად ქცევა, ამიტომ პოზიტიურ ეპიზოდებზე კონცერტრირდებიან, სანამ განწყობა არ შეეცვლებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: