მთავარი გასართობი სააღდგომო კვერცხების მორთვა

სააღდგომო კვერცხების მორთვა

by Keti

ჩვენ შევეჩვიეთ სააღდგომო კვერცხების მარტივად შეღებვას, ენდროთი და ხახვის ფურცლით. თუ სიახლის სურვილი გაქვთ, ჩვენ გაგახარებთ კვერცხის მორთვის ახალი იდეებით.

სააღდგომო კვერცხების დეკორი საღებავის გარეშე

კვერცხის მორთვა ფერადი დრაჟეთი

თქვენ დაგჭირდებათ

  • 1 მუჭა ფერადი დრაჟე
  • ფუნჯი და წებო
  • მოხარშული კვერცხი

1. წაუსვით კვერცხს წებო და გაშრობამდე ამოავლეთ დრაჟეში. მიაჭირეთ კოვზი, რათა კარგად მიეკროს.

2. დატოვეთ კვერცხი გასაშრობად იმავე ჭურჭელში.

3. დრაჟეს მირთმევა არ შეიძლება, გირჩევთ დეკორი პლასტმასის ან ხის კვერცხს გაუკეთოთ.

სააღდგომო კვერცხების დეკორი მისაყრელი მასალით

აიღეთ

  • მოხარშული კვერცხი
  • ბურღული
  • ყავის მარცვლები
  • ფიგურული მაკარონი
  • მზესუმზირა
  • წებო და ფუნჯი

1. მოიფიქრეთ ნახატი, შეგიძლიათ ფანქრის გამოყენებაც.

2. კვერცხს წაუსვით წებო, დაიწყეთ მიხატვა. შეგიძლიათ ფერების შერევა.

ეკო-დეკორი ნატურალური მასალისგან

ეს ყველაზე მარტივი მორთულობაა

აიღეთ

  • ფერადი საქსოვი ძაფები
  • სუპერ წებო

1. მოჭერით პატარა ძაფი და მიაკარით კვერცხს პატარა ტოტი ან ყვავილი. დააწვეთეთ კვანძს წებო და მიაწექით.

კვერცხი ქაღალდის ლენტის დეკორით

აიღეთ

  • ფერადი ორმხრივი სკოჩი
  • ქაღალდის ლენტები
  • მაკრატელი
  • კვერცხი

1. ამოჭერით ლენტი ზიგზაგისებურად, შემოახვიეთ კვერცხს. მზად არის!

2. აიღეთ თაიგულის შესაკრავი ქაღალდის ლენტი, დააწებეთ ორმაგი სკოჩით და დაჭერით მისი ზოლები ზიგზაგებად. სკოჩიდან მოხსენით დამცავი ფენა და კვერცხს მიაკარით.

3. შეუხამეთ ფერები – ცისფერი – ფირუზისფერს, კაკაოსფერი ვარდისფერს და ა.შ.

მორთვა ფერადი სკოჩით

აიღეთ

  • მოხარშული კვერცხი
  • ფერადი სკოჩი
  • საღებავი
  • დანა

1. მოაჭერით 5-8 სმ სკოჩი. იმუშავეთ კარდონზე.

2. ლენტს მიადეთ სახაზავი და გაზომეთ 2 მლ სიგანის ზომი, მოჭერით სკოჩი და დააწებეთ კვერცხს გემოვნებით.

მაქმანისებური მორთულობა

აიღეთ

  • ხის ან პლასტმასის კვერცხი
  • უხეში თოკის ქსოვილი
  • მინანქრის ნაჭერი
  • წებო

1. წაუსვით კვერცხს წებო და დაახვიეთ ძაფი.

 

2. ზემოდან მოახვიეთ ნაჭერი, დაამაგრეთ წებოთი. მორთეთ დამატებით გემოვნების მიხედვით

ცისარტყელას დეკორი მულინის ძაფებით

აიღეთ

  • ფერადიმულინის ძაფები
  • წებო
  • ხის ან პლასტმასის კვერცხი

1. დაახვიეთ ძაფი კვერცხზე.

2. შეურიეთ სხვადასხვა ფერი. კვერცხი გამოდის მკვეთრი ფერების, სადღესასწაულოდ!

დახვეწილი ქსოვილი კვერცხის მოსართავად

აიღეთ

  • კვერცხი
  • თხელი ქსოვილი
  • კაუჭი
  • აბრეშუმის ლენტა

1. შეუკერეთ კვერცხს ,,კაბა”, საყვარელი ფერის. დატოვეთ ნაპრალი კვერცხისთვის. გთავაზობთ ქსოვის სქემებს:

2. შუაში შეგიძლიათ ბაფთის გაკეთება.

ვინტაჟის მორთულობა

აიღეთ

  • კვერცხი
  • სუფთა ფურცელი
  • ძველი გაზეთები, ფურცლები, ნახატიანი ხელსახოცი
  • წებო

1. წაუსვით კვერცხს წებო. გაშრობამდე წვრილ ზოლებად დახიეთ ფურცლები.

2. მიაწებეთ ფურცლები კვერცხს. გაშრობის შემდეგ ხელსახოციდან ამოჭრილი ფიგურები მიაწებეთ.

3. სიძველის მისანიჭებლად, ტენიან ქაღალდს წაუსვით ყავისფერი საღებავი ან ჩაი.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს! ბედნიერ აღდგომას დაესწარით!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: