მთავარი კულინარია როგორ დავამზადოთ ნაყენი ოქროს ულვაშისგან (კალიზია)

როგორ დავამზადოთ ნაყენი ოქროს ულვაშისგან (კალიზია)

by Keti

ოქროს ულვაშს ტყუილად არ ეძახიან სახლის ჟენშენს. უნიკალური სამკურნალო თვისებების წყალობით მას მრავალი დაავადების წინააღმდეგ იყენებენ. მცენარე ასევე მძლავს ბიოგენურ სტიმულატორად ითვლება. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს.

ოქროს ულვაშის ნაყენი

ოქროს ულვაშის ღეროსა და ფოთლებში ბევრი ვიტამინი და მიკროელემენტია, ფასეულია მასში შემავალი ფლავონოიდები – მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნივთიერებები, რომლებიც კიბოს განვითარებას, ათეროსკლეროზს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ებრძვის.

ოქროს ულვაში ხალხურ მედიცინაში ნახარშების, ნაყენების, ზეთების, მალამოების სახით გამოიყენება. შინაგანი მიღება რეკომენდებულია საჭმლის მონელების პრობლემის, კუჭისა და ღვიძლის, შარდ-კენჭოვანი დაავადებების დროს, ასევე იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

ნახარშსა და ნაყენს იყენებენ პირის ღრუს დაავადებების, ანგინის, ფარინგიტისა და ტონზილიტის დროსაც. მცენარისგან დამზადებული ფაფის კომპრესებს ტროფიკული წყლულებისა და ფურუნკულების დროს იყენებენ.

ოქროს ულვაშის სპირტიან ნაყენს გარეგანად იყენებენ ართრიტის, ართროზის, რადიკულიტის, დაჟეჟილობის დროს.

მცენარისგან დამზადებულ მალამოს და ზეთს კანის დაავადებების, დერმატისის, გამონაყარისას იყენებენ, ასევე დამწვრობის დროს.

სანამ ოქროს ულვაშით თვითმკურნალობას, დარწმუნდით, რომ არ გაქვთ ალერგია. გაჭყლიტეთ კალიზიის ფოთოლი და მიიდეთ 15 წუთით მაჯაზე ან იდაყვზე. თუ არ გაწითლდა ან შესივდა, შეგიძლიათ მისი გამოყენება.

ოქროს ულვაშის გამოყენება რეკომენდებული არაა 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, ჩიყვის დროს…

როგორ გამოვიყენოთ ოქროს ულვაში

1. ზეთი

მისი მომზადება ორნაირად შეიძლება. 1. დააქუცმაცეთ 15-20 ღერო და ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით 1 ლ გაწმენდილი მცენარეული ზეთი და შედგით ღუმელში 40 გრადუსსზე – 8-9 საათით. შემდეგ გააციეთ, გაწურეთ, გადაასხით მუქ მინის ბოთლში და შეინახეთ გრილ ადგილას. 2. 1 კგ ღერო ხორცსაკეპში გაატარეთ და წვენი გამოწურეთ. დარჩენილი მასა გაახმეთ და დაასხით ზეითუნის ზეთი პროპორციით 1:10. დატოვეთ 3 კვირა, შემდეგ გაწურეთ და შეინახეთ მუქ მინის ბოთლში.

2. ნახარში

ოქროს ულვაშის ფოთლები და ღერო (15-20) დააქუცმაცეთ და ქვაბში ჩაყარეთ. დაასხით ცივი წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე, აადუღეთ, გააციეთ და გაწურეთ მარლით. შეინახეთ მაცივარში 2 დღე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 3 კვირით.

3. ხსნარი

დაგჭირდებათ ოქროს ულვაშის ფოთლები. 200 გ დააქუცმაცეთ და თერმოსში ჩაყარეთ. დაასხით 1 ლ მდუღარე და დადგით 24 საათი. გაწურეთ და შეინახეთ მაცივარში 2 დღე.

კუჭ-ნაწლავის დაავადებისას მიიღეთ 2 ჩაის კოვზი დღეში 3ჯერ, ჭამამდე.

4. ნაყენი

გამოიყენეთ ღერო, ფოთლები. აიღეთ 10-20 ცალი და დააქუცმაცეთ დანით. ჩაყარეთ მინის ქილაში და დაასხით 0,5 ლ სპირტი. დადგით 2-3 კვირა ბნელ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ. გაწურეთ ნაყენი მარლაში და გადაასხით მინის ჭურჭელში, შეინახეთ გრილ ადგილას.

სპირტის ნაყენი შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში დღეში სამჯერ, ოსტეოქონდროზისა და ართრიტებისას. კუჭის დაავადებებისას 1 სუფრის კოვზი ნაყენი განაზავეთ 0,5 ჭიქა ადუღებულ წყალში და მიიღეთ დღეში 3ჯერ, უზმოზე.

5. სეროფი

ის უხდება სმენის ორგანოების დაავადებებს. იყენებენ 1 სუფრის კოვზს დღეში 2ჯერ.

წამლის მოსამზადებლად აიღეთ 0,5 ჭიქა ოქროს ულვაშის და ალოე ვერას დაჭრილი ფოთოლი და 1 ჭიქა შაქარი. შეურიეთ და დადგით ნარევი 3 დღე. შემდეგ ქილა შეავსეთ არყით და დადგით კვლავ 3 დღე. გაწურეთ სეროფი მარლაში და შეინახეთ მაცივარში.

6. მალამო

ოქროს ულვაშის მალამო კეთდება ვაზელინის ან ბავშვის მალამოს საფუძველზე. მას იყენებენ წყლულების, კანის დაავადებების, ქუსლების ნახეთქების დროს. ფოთლები და ღეროები დააქუცმაცეთ ბლენდერში. გამოწურეთ წვენი მარლით. წყლის აბაზანაზე გაადნეთ ვაზელინი და შეურიეთ წვენს 3:1 პროპორციით. გადაიტანეთ მალამო შუშის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

ოთახის ყვავილები თვალს ახარებს და გვეხმარება დაავადებებთან ბრძოლაში.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ ის მეგობრებს, ისინი მადლობლები დაგრჩებიან სასარგებლო რჩევებისთვის.