მთავარი ჯანმრთელობა რატომ არის აუცილებელი სელის თესლისა და თაფლის ნარევის მიღება?

რატომ არის აუცილებელი სელის თესლისა და თაფლის ნარევის მიღება?

by Keti

გთავაზობთ დეტოქს პროგრამის ჩატარებას უჩვეულო საშუალებით – სელის თესლისა და თაფლის ნარევით. ამ ორი პროდუქტის კომბინაცია ნაწლავებს ასუფთავებს, ასუფთავებს სისხლძარღვებს და ამაგრემს იმუნიტეტს.

სელის თესლით გაწმენდა

თაფლში შედის განსაკუთრებული ფერმენტები, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმების სწორად დაშლას. თაფლს აქვს ვიტამინების მარაგი, თუ მას ღამე მიირთმევთ, დაგიწყნარებთ ნერვულ სისტემას.

თაფლი საუკეთესო ანტიბაქტერიული და იმუნომასტიმულირებელი პროდუქტია.

სელის თესლი შეუცვლელი ომეგა 3-ის ბუნებრივი წყაროა. ეს უჯერი ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმს ტოქსინების, ქოლესტერინისა და კარცენოგენების გამოყოფაში ეხმარება. სელში ბევრი უჯრედისი და აქტიური მჟავაა, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებს.

სელის თესლი ბევრ ფიტოესტროგენს და სელენს შეიცავს, რაც ქალებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან კლიმაქსის გამოვლინებებს ამცირებს. ასევე შეიცავს ლიგნანებს, რომლებიც ბლოკავს მკერდის კიბოს გამომწვევ ცუდ ესტროგენებს.

ნაწლავების გასუფთავება სელის თესლისა და თაფლის ნარევით ორჯერ უფრო ეფექტურია. გააკეთეთ დეტოქს-კოქტეილი:

აიღეთ 1 მწვანე ვაშლი, 1 სუფრის კოვზი სელის თესლი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, ჭიქა წყალი. შეურიეთ ბლენდერში. კოქტეილი მიიღეთ დღეგამოშვებით, საუზმემდე, 1 თვის განმავლობაში.

ვისაც კუჭი აწუხებს, შეუძლიათ სინჯონ დაორთქლილი სელი. ორგანიზმის გაწმენდა დამუშავებული სელის თესლით ნელა წარიმართება, თუმცა კუჭის გაღიზიანების გარეშე.

1 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით 1 ჭუქა მდუღარე. როცა გაფუვდება, წყალი კი გაცივდება, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ დღეგამოშვებით, ჭამის წინ. 2 კვირის შემდეგ გადადით კოქტეილის პირველ ვარიანტზე.

კიდევ 2 კვირის შემდეგ წყალი შეცვალეთ კეფირით ან იოგურტით, რათა ნაწლავის მიკროფლორა სასარგებლო ბიფიდობაქტერიებით მოამარაგოთ.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: