მთავარი რჩევები წონის კლების საიდუმლო – ის, რასაც ვერცერთ დიეტაში ვერ ამოიკითხავთ

წონის კლების საიდუმლო – ის, რასაც ვერცერთ დიეტაში ვერ ამოიკითხავთ

by guramus

სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეორე ადამიანი წელიწადში 4-ჯერ ცდილობს დაიკლოს წონა და 100-დან მხოლოდ 1 ადამიანი აღწევს წარმატებას. უამრავი დიეტა მოიძებნება ინტერნეტში და არამარტო. პროფესიონალ დიეტოლოგებსაც მრავლად შევხვდებით, მაგრამ არის კი ეს დიეტები ეფექტური? იქნებ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე და 6-ის შემდეგ ნაჭამ 1 ნაჭერ პურში არაა საქმე?

ამ სტატიაში შევეცდებით სხვა მხრიდან დაგანახოთ საკითხი. ვიმედოვნებთ, სტატიაში განხილული საკითხების გათვალისწინების შემთხვევაში, თქვენი შემდეგი ცდა წონის კლებასთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდება.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა 6 ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს წონის კლებაზე:

  1. იყავით თანმიმდევრული
    სწრაფი კვების პროდუქტებს მიჩვეული ორგანიზმის ხილზე და ბოსტნეულზე უცაბედი გადაყვანა არ არის მიზანშეწონილი. საჭიროა ნელნელა, თანმიმდევრულად შეამციროთ რაციონში უსარგებლო და მავნე საკვები, რათა ორგანიზმი გადაეჩვიოს მათ მოთხოვნილებას. ამის შემდეგ, დიეტა მეტად ეფექტური გახდება.
  2. აწარმოეთ სტატისტიკა
    ნებისმიერი საქმე ორგანიზების გარეშე, მარცხისთვის არის განწირული. ამიტომ საჭიროა აწარმოოთ სტატისტიკა. აუცილებელია იცოდეთ დღის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი სხეულის წონა.
  3. დაიტვირთეთ ფიზიკურად
    მხოლოდ დღის რაციონის კონტროლით შორს ვერ წახვალთ. საჭიროა იაქტიუროთ ფიზიკურად. ძალიან კარგი იქნება, თუ ფეხით ბევრს ისეირნებთ. ფეხით იარეთ დღეში რამდენიმე კილომეტრი.
  4. დაიხმარეთ ოჯახის წევრები და მეგობრები
    მორალური მხარდაჭერაც ძალიან ბევრს ნიშნავს. სანამ დიეტას დაიწყებთ, აუხსენით მათ რის გაკეთებას აპირებთ და რა მიზანი გაქვთ. მერწმუნეთ, მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
  5. განსაზღვრეთ თქვენი ნივთიერებათა ცვლა
    ზოგ ადამიანს დაბალი ნივთიერებათა ცვლა აქვს, ამიტომ ისინი დიდი ხანი ელოდებიან შედეგს. თუ თქვენც დიდი ხანია დიეტაზე ხართ, მაგრამ შედეგს ვერ ნახულობთ, არ დანებდეთ. გწამდეთ, რომ შედეგი აუცილებლად დადგება.
  6. ნებისმიერი დიეტა მოითხოვს კონტროლს
    გირჩევთ, კვების სპეციალისტთან იქონიოთ მუდმივი კავშირი. მათ კარგად იციან თითოეული საკვების შემადგენელი სასარგებლო ნივთიერებების შესახებ და მერწმუნეთ, მათი რჩევები ფასდაუდებელია. კარგი იქნება, თუ დიეტის პერიოდში სპორტულ დარბაზს მიაკითხავთ. გარდა იმისა, რომ ფიზიკური აქტივობით დაკავდებით (იხ. მე-3 რჩევა), ძალიან ბევრ გამოცდილ ადამიანსაც შეხვდებით, დაუმეგობრდებით და მათგან უძვირფასეს რჩევებსაც მოისმენთ.

სულ ეს იყო. ერთი შეხედვით მარტივი რჩევებია ხომ? ხოდა გირჩევთ გაითვალისწინოთ დიეტის მსვლელობისას, შედეგი კი გაგვიზიაროთ კომენტარებში. გისურვებთ წარმატებას და 90-60-90_ს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: