მთავარი საკითხავი ისტორია, რომლის წაკითხვაც მხოლოდ 2 წუთს წაგართმევთ და ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ

ისტორია, რომლის წაკითხვაც მხოლოდ 2 წუთს წაგართმევთ და ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ

by guramus

იყო ერთი ბიჭი, რომელიც კარგი ხასიათებით არ გამოირჩეოდა. ბიჭის მამამ გადაწყვიტა ჭკუა ეს წავლებინა შვილისთვის, ლურსმნებით სავსე ტომარა მისცა და უთხრა: “რამდენჯერაც ცუდად მოიქცევი, იმდენი ლურსმანი უნდა ჩაარჭო ფიცარში”.

პირველ დღეს ბიჭმა 37 ლურსმანი ჩაარჭო ფიცარში, რამაც ძალიან გააბრაზა. ამის შემდეგ დაიწყო საკუთარი თავის გაკონტროლება და, შესაბამისად, ლურსმნების რაოდენობამაც ფიცარში იკლო. ბიჭი მიხვდა, რომ ლურსმნების ჩარჭობაზე ადვილი საკუთარი ემოციებისა და ხასიათის გაკონტროლება შეიძლება ყოფილიყო.

ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ დღის განმავლობაში აღარ მოუწია ლურსმნის ჩარჭობა ფიცარში, გახარებული მამასთან მივიდა და თავისი წარმატების შესახებ უამბო. მამამ შვილს ახალი დავალება მისცა – დღეში ერთი ლურსმანი უნდა ამოეძრო ფიცრიდან.

რამდენიმე კვირაში ბიჭმა ამ დავალებასაც გაართვა თავი. ამის შემდეგ მამამ უთხრა: “დავალებას კარგად გაართვი თავი, ჩემო შვილო, მაგრამ შეხედე ამ ფიცარს, მასზე დარჩენილ ჭრილობებს ვეღარფერი უშველის. ის პირვანდელ სახეს ვეღარასდროს დაიბრუნებს”.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: