არ აქვს მნიშვნელობა ამ სტატიას ვინ კითხულობს, ჯინსების მოყვარული გოგონა თუ კლასიკური სტილის მოტრფიალე ქალბატონი. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მდედრობითი სქესის ყველა წარმომადგენელს გარდერობში ერთი საღამოს კაბა მაინც აქვს (ისე, ყოველი შემთხვევისთვის).
ხოდა რადგან ყველა ქალს მოსწონს კაბები, შევეცადეთ საუკეთესო სტილი შეგვერჩია და შემოგვეთავაზებინა თქვენთვის. სტატიაში არამხოლოდ საღამოს კაბებს, არამედ საქორწილო, საბანკეტო და უბრალოდ, ყოველდღიურად ჩასაცმელ კაბებსაც შემოგთავაზებთ. ასე რომ გალერეა საკმაოდ ვრცელია. მოემზადეთ სქროლვისთვის :)
დავიწყოთ …
10 სტილის კაბა, რომელიც ყველა ქალი სიამოვნებით მოირგებდა:
მოკლე შავი კაბა
უკვდავი სტილი და ფერია. არასდროს გადადის მოდიდან და რამდენიმე განსხვავებული ვარიანტიც აქვს. ნებისმიერ ქალს შეუძლია შეარჩიოს მისთვის მოსახერხებელი ვარიანტი.
წითელი კაბა
შავი ფერისგან განსხვავებით, წითელი ყურადღების მისაქცევი ფერია. ხალხით სავსე ქუჩაზე ან ოთახში ნებისმიერი მამაკაცი შეამჩნევს წითლებში გამოწყობილ ქალს. ქალბატონებო, აირჩიეთ ეს ფერი, თუ გსურთ მიიპყროთ ძლიერი სქესის ყურადღება.
მაქსი
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, გრძელი კაბები მხოლოდ მაღალი ქალბატონებისთვის არის შექმნილი, რაც მცდარია. ნებისმიერი სიმაღლის ქალმა შეიძლება მოიხდინოს კოჭებამდე სიგრძის კაბა. გამხდარ გოგონებს ვურჩევთ ჩახსნილ სტილს, ხოლო პლუს ზომის გოგონებმა კი სწორი, დაშვებული სტილი შეუძლიათ მოიხდინონ.
წელში გამოყვანილი
ამ სტილის გამოყენება ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ. არ აქვს მნიშვნელობა წვეულებაზე მიდიხართ და მრავალფეროვანი სამკაულები უნდა გაიკეთოთ, თუ უბრალოდ, სასეირნოდ გსურთ გასვლა.
თავისუფალი სტილი
კაბა, რომელიც ყელთან ვიწროვდება და ქვემოთ ფართეა, ნამდვილი შედევრია გამხდარი გოგონებისთვის. განსაკუთრებით მოიხდენთ, თუ სწორი, გრძელი ფეხები გაქვთ და გამოჩენა არ გერიდებათ.
პერანგი-კაბა
თუ მსგავსი სტილის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ თამამად აირჩიოთ. საკმაოდ გავრცელებული და მოდურია. მიზეზი კი მისი პრაქტიკულობაა. პერანგი-კაბის ტარება ყოველდღიურად შეგიძლიათ, დისკომფორტს ნამდვილად არ იგრძნობთ.
თეთრი კაბა წელზე ზონარით
წელზე ზონარი წლების განმავლობაში სიმდიდრესთან და მოდურობასთან ასოცირდებოდა, რადგან ადრე ყველას არ ჰქონდა მისი შეძენის საშუალება. დღეისათვის მსგავსი სტილი ქალურობასთან და სინაზესთან ასოცირდება. თუ გსურთ ნაზი, ქალური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ, გირჩევთ ეს სტილი გამოიყენოთ.
საღამოს კაბა
თუ საღამოს წვეულებაზე ხართ დაპატიჟებული, ჩაიცვით მსგავსი სტილის კაბა. გვერწმუნეთ, თქვენ სექსუალური და ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას დატოვებთ.
გრძელი სტილი
ეს სტილი შეგიძლიათ ფორმარულ შეხვედრებზე გამოიყენოთ, წვეულებებზე, ქორწილებში, სხვადასხვა ღონისძიებებზე.
თავისუფალი სტილი
შეგიძლიათ ჩაიცვათ უნივერსიტეტში, სასეირნოდ, კინოში წასასვლელად და ა.შ. არც ისე ძვირია და თავსაც ძალიან კომფორტულად იგრძნობთ.
XIX საუკუნეში ქალი შარვლით საერთოდ არ დადიოდა, დღეს კი მათ ძალიან უყვართ ჯინსი და ქვედაბოლოებსაც ურჩევნიათ. ლამაზი კაბები კი თავის რიგს უცდიან…
გთავაზობთ ყველა დროში გამორჩეული და ლამაზი ქვედაბოლოების ვარიანტებს.
რასთან უნდა ვატაროთ კლოშიანი ქვედაბოლო
კლოშიანი კაბა ბევრ ქალს მოსწონს, მათში მოძრაობა ადვილია. იდეალური სიგრძეა – მიდი, მუხლების ცოტა ქვემოთ.
წელზე შემოჭერილი გრძელი ქვედაბოლო ფეხებს უფრო გრძელს აჩენს. კლოშიან კაბაში გოგონა უფრო ენერგიული და ბედნიერი ჩანს, შუა ხნის ასაკის ქალი კი – უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.
კაბა-ფანქრისგან განსხვავებით კლოშიანი კაბა უფრო ჰაეროვანი ჩანს და არ მოითხოვს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.
გრძელი კლოშიანი ქვედაბოლო წელიწადის ყველა დროს ალამაზებს. უხდება ჩექმებსაც და ,,ბალეტკებსაც”.
ასეთი ქვედაბოლო უხდებათ მრავალფეროვანი სტილის მოყვარულებს. აქსესუარებისა და ზედას გათვალისწინებით, ბევრი ვარიაციის შერჩევა შეიძლება მხოლოდ ერთ ქვედაბოლოსთან.
შიფონის კლოშიანი კაბები უხდება სანდლებს და წვრილ ქუსლიან ფეხსაცმელებს, ასევე მინიმალისტურ მაისურებს.
გრძელი ქვედაბოლოს ტარება მარტივი და სასიამოვნოა, კარგადაც გამოიყურება. მაქსის სტილის კაბა, რომელსაც კარგი წელი აქვს, არაგამხდარ ქალბატონებსაც მოუხდებათ.
გრძელი კაბა შეგიძლიათ ჩაიხსნათ, თუკი მას ღილები აქვს, ასე ადვილად რეგულირდება მისი სიგრძე.
ყვავილების პრინტი ძალიან უხდება გრძელ ქვედაბოლოს – სითბოს დადგომას ქუჩებში ასეთი კაბების გამოჩენაც მოჰყვება. ყვავილებით მორთული გოგონები გარემოსაც ალამაზებენ.
ძალიან ნაზად გამოიყურება მაქმანებიანი ქვედაბოლო, მათი ტარებაც ყველანირ ფეხსაცმელთან შეიძლება. ზემოდან კი უბრალო ზედაც ძალიან ლამაზად გამოჩნდება.
ელეგანტური შავი ფერი შეუცვლელია. მოდურ ქვედაბოლოზე შავი ფერი ეშმარიტ კლასიკურ სტილს გვაგონებს.
ნახატებიანი ან კოპლებიანი ქვედაბოლო 60იანი წლების მოდაა. მსხვილი ტიპის გოგონებს შედარებით ვიწრო სტილი მოუხდებათ, გამხდრებს კი – უფრო გაშლილი და ფართო.
მაქმანებიანი ქვედაბოლო თეთრ ზედასთან ან ყვავილებიანი კაბა ქამრიან მაისურთან – იდეალური კომბინაციებია.
ჩაატარეთ ექსპერიმენტები და იპოვეთ თქვენი სტილი, ეს ნებისმიერ დროს გამოგადგებათ. გაუზიარეთ სტატია თქვენს გოგო მეგობრებს!
ეს 14 საქორწილო კაბა კი ნებისმიერი გოგოს საოცნებო ქორწილს დაამშვენებდა:
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
ასევე გთავაზობთ 9 ყველაზე დასამახსოვრებელ კაბას მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში:
ამ კაბებმა თავის დროზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მსოფლიოზე. წლების შემდეგაც კი ყველა მათზე ლაპარაკობს. გთავაზობთ 29 კაბას, რომელმაც ნამდვილი შოკი გამოიწვია ხალხში და მოდის კრიტიკოსები სამუდამოდ გააჩუმა.
მერილინ მონროს ეს ცნობილი “მფრინავი” კაბა დღესაც ყველას ყურადღებას იპყრობს. ძნელია ვთქვათ, რა არის მასში განსაკუთრებული, თუმცა ფაქტია, რომ მერლინს ძალიან უხდებოდა.
ჯულია რობერტსმა ეს წითელი შედევრი ფილმში “ლამაზმანი” მოირგო. რამდენჯერაც არ უნდა ნახოთ ფილმი, ყოველთვის შეამჩნევთ ამ წითელ კაბაში გამოწყობილ ჯულიას და მის სილამაზეს ერთიორად აღიქვამთ.
ანჯელინა ჯოლი გემოვნების ნაკლებობას რომ არ უჩივის, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ წითელ ხალიჩაზე მისმა შავმა კაბამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ოდრი ჰეპბერნმა ეს კაბა 1954 წელს ფილმში “საბრინა” მოირგო. მრავალი წლის შემდეგაც ისეთივე აქტუალურია კაბის სტილი, როგორც მეოცე საუკუნის 60-იან წლებში.
გრეის კელიმ 1955 წელს მოირგო ეს მშენიერი კაბა. მონაკოს მომავალი პრინცესა თეთრ კაბაში შესანიშნავად გამოიყურება.
თუ ფილმი “საუზმე ტიფანისთან” გაქვთ ნანახი, აუცილებლად გემახსოვრებათ ოდრი ჰეპბერნის შავი ატლასის კაბა. ძნელია დაივიწყო ისეთი სილამაზე, როგორიც ეს კაბა და ზოგადად, ოდრი ჰეპბერნია.
1950 წლის ანიმაციაში “კონკია” გვხვდება ერთი განსაკუთრებულად ლამაზი კაბა. თუ არ გაქვთ ანიმაცია აქამდე ნანახი, მგონი ღირს ამ კაბის გამო მაინც შეავლოთ თვალი.
კატრინ დენევიმ 1960 წელს შესრულებული როლით ფილმში “შერბურის ქოლგები” გზა გაიკვალა ჰოლივუდისკენ. ამაში კი ფოტოზე გამოსახულმა კაბამ ნამდვილად შეიტანა სულ მცირედი წვლილი მაინც.
ელიზაბეტ ტეილორმა 1960 წელს კლეოპატრას როლი შეასრულა. როგორც ნამდვილ დედოფალს შეეფერებოდა, კაბაც შესაბამისი სტილით შეიქმნა. ოქროსფერში გაწყობილმა კაბამ ნამდვილად გაუსვა ხაზი დედოფლის ძლიერ მხარეებს. კლეოპატრას ეკრანიზაცია შედგა, ელიზაბეტ ტეილორმა კი კიდევ ერთი ძლიერი როლი მიითვალა სამსახიობო აქტივში. მის მიერ მორგებული კაბა კი ისტორიას შემორჩა.