მთავარი კულინარია ნაზი პურის მომზადება სახლის პირობებში

ნაზი პურის მომზადება სახლის პირობებში

by Keti

გთავაზობთ განსაკუთრებულ რეცეპტს დაჭრილ პურს ნაზი სოუსით. ის გამოდის რბილი და ჰაეროვანი, უფრო და უფრო მეტის მირთმევა მოგინდებათ. რეცეპტი დამწყები დიასახლისებისთვისაც მარტივია.

პურს ნეიტრალური გემო აქვს, ამიტომ ყველაფერს უხდება. სურვილისამებრ მისი გეწმო დატკბობისკენ შეცვალეთ, ან პირიქით, ის ნებისმიერ დანამატს მოიხდენს.

ინგრედიენტები

  • 300 გ ფქვილი
  • 100 მლ რძე
  • 100 მლ წყალი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
  • 1 კვერცხი
  • 100 მლ იოგურტი

მომზადება

1. გაცერით ფქვილი, შეურიეთ საფუარი, შაქარი და მარილი. ნარევს დაუმატეთ ზეთი, თბილი რძე და წყალი. მოზილეთ ცომი, გადაიტანეთ ჯამში, დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 30-40 წუთით.

2. ამოსული ცომი ფქვილიან ზედაპირზე გადაიტანეთ და 10-12 ნაწილად გაყავით. ნაჭრებს მიეცით მრგვალი ფორმა.

3. 20-25 სმ-ს მქონე ფორმას, ფსკერზე და გვერდებზე პერგამენტი დაუფინეთ. ბურთულები ერთმანეთთან ახლოს ჩააწყვეთ. დააფარეთ ფორმას ტილო და დატოვეთ 20 წუთი. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და მოამზადეთ სოუსი.

4. იუგურტი კვერცხს შეურიეთ, მოაყარეთ ცოტა მარილი. ნარევი ცომს მოასხით და ფორმა ღუმელში შედგით 30 წუთით. პური რომ გაცივდება, ფრთხილად ამოიღეთ თეფშზე.

როცა გასინჯავენ ამ სურნელოვან სახლის პურს, მარკეტში საყიდლად აღარ წავლენ – ეს ცა და დედამიწაა.

გაუზიარეთ გემრიელი და ნაზი პურის რეცეპტი მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: