მთავარი აგრონომია ყურძნის გაზრდა ქოთანში

ყურძნის გაზრდა ქოთანში

by Keti

გამოცდილი მებაღეები ამტკიცებენ, რომ მცხრე სართულზეც კი შეგიძლიათ გაახაროთ ვაზი ქოთანში. ამისთვის დაგჭირდებათ ნერგები, სასუქი და მორწყვის წესების ცოდნა.

სწორი მოვლის შემთხვევაში მოსავალს მიიღებთ 2-3 წელიწადში.

როგორ გავზარდოთ ყურძენი ქოთანში

შეარჩიეთ ვაზის თვითდამმტვერავი ჯიშები. ასეთებია:

  • ადრეული ყურძენი ვიქტორია
  • ვარდისფერი დიამანტი
  • ქიშმიში ნეპტუნი
  • საფერავი
  • მოლდავური კარდინალი
  • ადრეული აქსინია

რაც შეეხება ქოთანს, თავიდან გამოგადგებათ  ყვავილის ქოთნებიც ან  6-8 ლიტრი მოცულობის კონტეინერები. როდესაც ვაზი გაიზრდება, მაშინ დაგჭირდებათ  40 ლიტრამდე მოცულობის ჭურჭელში მისი გადარგვა.

ყურძნის კარგი მოსავლის მისაღებად ის გაზარდეთ სამხრეთით ან სამხრეთ- დასავლეთით მდებარე აივანზე  ან ოთახში.

ნიადაგის მომზადება ვაზისთვის

ვაზის გასახარად დაგჭირდებათ ცხიმიანი და ქვიშიანი ნიადაგი. შეგიძლიათ მოამზადოთ თავად. ამისათვის:

  1. შეურიეთ მესამედი ტორფიანი მიწა, მესამედი ნეშომპალა და მაგდენივე ქვიშა.
  2. დაამატეთ კომპლექსური მინერალური სასუქი ან ხის ნაცარი
ვაზის დარგვა

საუკეთესო პერიოდია მარტი და აპრილი. სჯობს, დარგოთ ორწლიანი ნერგი.

1. დარგვამდე 2-3 დღით ადრე ნერგს მოაჭერით 10 სმ ფესვი და ჩადეთ წყალში.

2. ჩააწყეთ კალმები მიწაში და დააფარეთ პლასტიკური სახურავი. მოხსენით, როცა ნერგზე პირველი მორჩი გამოჩნდება.

3. როცა მორჩი 15 სმ გახდება, ყურძენი 16 სმ დიამეტრის ქოთანში ფრთხილად გადაიტანეთ.

4. მცენარე ხელმეორედ ივნისში გადარგეთ, 35 სმ დიამეტრის ჭურჭელში.

5. ნერგები მორწყით კვირაში ერთხელ.

6. შემოდგომის ბოლოდან შუა ზამთრამდე ვაზი ფოთლებს დაყრის. შემდეგ გადაჭერით და დატოვეთ 2-3 კვირტი. თებერვლის ბოლომდე ფოთლები მშრალ და გრილ ადგილას შეინახეთ. თუ ყურძენს ქსოვილს შემოახვევთ, ზამთარშიც შეიძლება აივანზე დატოვება.

7. მზარდი ტოტები პერიოდულად შეკარით და დაამუშავეთ. ამისთვის გააკეთეთ მავთულების საყრდენი ხით ან პლასტიკით.

ვეგეტაციის პირველ წელს შესაძლოა 2 განვითარებული ტოტი. შემდეგ წელს მათგან ფორმირდება ნაყოფი.

ოთახის ყურძნის სასუქი

ხელოვნური სასუქის გარეშე ყურძენი განწირულია. მას არ ეყოფა სასარგებლო ნივთიერებები მიწის პატარა ნაწილისგან ქოთნის მცირე მიწისგან. ფოსფორის უკმარისობისას ვაზი ყვითლდება და სოკოთი იფარება. კალიუმის უკმარისობისას ტოტების ზრდა ფერხდება. რკინის დეფიციტისას მცენარე ქლოროზით ავადდება და მწვანე პიგმენტს კარგავს.

მებაღეები გვირჩევენ შემდეგი მინერალური სასუქები:

  • ამონიუმის სულფატი
  • სელიტრა (ნიტრატი)
  • კალიუმის მარილები (30-40%)
  • სუპერფოსფატები

1 გ ნარევს 1 ლ წყალს ამატებენ და აპრილიდან აგვისტომდე 10-20 დღეში ერთხელ რწყავენ. ასევე სწრაფად მზარდ მცენარეებს უფრო ხშირად რწყავენ.

შეგახსენებთ, რომ ქათლის გამონაყოფსა და ძროხის ფუნაზე დამზადებულ სსუქზე. მისი მომზადება მარტივია: 300 გ მასალას აზავებენ 9 სათლ წყალში და ტოვებენ 2 კვირა, თმილ ადგილას. ეს ცვლის ნებისმიერ ქიმიურ სასუქს, თუმცა უსიამოვნო სუნის გამო დახურულ ოთახში ის პრობლემებს ქმნის.

ამ წესებიც დაცვით მიიღებთ ყოველწლიურ მოსავალს ბინაში. შედეგი გაამართლებს დახარჯულ ძალებს!

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: