მთავარი ჯანმრთელობა კეფირი მწვანილით

კეფირი მწვანილით

by Keti

რა შესანიშნავი სასმელია კეფირი! ჯერ კიდევ ძველ დროში, კავკასიაში, ის ,,ციურ საჩუქრად” ითვლებოდა. რა თვისებები აქვს ამ რძემჟავა სასმელს? კეფირის დახმარებით შეგიძლიათ ნებისმიერი დიეტის ვადა შეამციროთ.

ამაზე ქვემოთ მოგიყვებით. შეუძლებელია კეფირის უყურადღებოდ დატოვება!

რითია სასარგებლო კეფირი

1. ის რძეზე უკეთ შეითვისება. ცილების, ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობა იგივეა.

2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევისას კეფირი ანტისეპტიკურად მოქმედებს. ის მავნე გარემოს ანეიტრალებს.

3. დიეტებისას ორგანიზმში დაშლის პროდუქტები წარმოიქმნება. მათი გამოდევნა კეფირს უსწრაფესად შეუძლია.

4. კეფირი ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ ნაწლავის მიკროფლორას აღადგენს.

5. უცხიმო კეფირის გამოყენება ხელს უწყობს ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის გამართულ მუშაობას.

6. კეფირი 12 სახის ვიტამინს სეიცავს. A, B, D განსაკუთრებით საჭიროა ორსულობისას.

7. კეფირი მამაკაცებისთვისაც სასარგებლოა. ცილები იწვევს კუნთის მასის ზრდას.

კეფირის სასმელი გასახდომად

ზედმეტი წონის მოსაშორებლად, დიეტოლოგები, უცხიმო კეფირის მირთმევას გვირჩევენ. სწრაფი შედეგებისთვის რეკომენდებულია კეფირის გამოყენება მწვანე კოქტეილის სახით.

სასმლის ინგრედიენტები

  • 300 მლ კეფირი
  • 3 ღერო ოხრახუში
  • 3 ღერო კამა
  • 3 ღერო ქინძი
  • 1 კიტრი
  • 1 მწიკვი მარილი
  • შავი პილპილი

მომზადება

  1. მწვანილი გარეცხეთ და გააშრეთ. წვრილად დაჭერით კიტრთან ერთად.
  2. ორივე ბლენდერში მოათავსეთ, დაასხით ნახევარი კეფირი.
  3. ათქვიფეთ მასა, შემდეგ დარჩენილი კეფირი ჩაასხით და კვლავ ათქვიფეთ.
  4. კოქტელს დაამატეთ მარილი და პილპილი – გემოვნებით.

სასმელი გახდება დღის სასიამოვნო დასაწყისი. კეფირის კოქტეილით შეცვალეთ საუზმე ან ვახშამი, რათა სარკეში ჩახედვა უფრო სასიამოვნო გახდეს.

გაუზიარეთ მწვანე კოქტეილის რეცეპტი მეგობრებს!