ონკოლოგიური დაავადებები იშვიათობა არ არის. ის ნებისმიერს შეიძლება შეეხოს განურჩევლად ყველაფრისა. კიბოს უჯრედების განვითარებას ბევრი რამ ეხმარება, ეს იქნება ნერვული, ქრონიკული დაავადებები, მავნე ჩვევები, კვება…
ცნობილი ამერიკელი ონკოლოგი მარკ ჰაიმანი ამტკიცებს, რომ კიბოსთან ბრძოლაში ტრადიციული მედიცინა მოძველდა. ის გვიყვება კიბოს დიაგნოზის შესახებ, ამბობს იმასაც თუ როგორ მოიქცეოდა თავად.
მარკ ჰაიმანის რჩევები
მეცნიერი გვარწმუნებს, რომ ონკოლოგიური დაავადებები არასწორი ცხოვრების შედეგია. ორგანიზმის მუშაობა შეიძლება გადავაწყოთ ისე, რომ იმუნურმა სისტემამ თავად აღმოაჩინოს კიბოს უჯრედები და ებრძოლოს მათ.
ონკოლოგის თქმით, საჭიროა, ცხოვრებისა და კვების სტილის შეცვლა. მოგვიწოდებს, მის რეკომენდაციებს დავუჯეროთ:
1. უარი შაქარს
შაქარი კიბოს უჯრედებს კვებავს და მათ ზრდას აჩქარებს. საჭიროა შაქრის გამორიცხვა რაციონიდან და უჯრედისით მდიდარი პროდუქტების მიღება.
2. უარი შეუსაბამო პროდუქტებს
ეს ინდივიდუალური საკითხია. დაუკვირდით თქვენს თავს, არ გარისკოთ ჯანმრთელობა. გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც თავს ცუდად გაგრძნობინებთ.
3. იზრუნეთ ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებზე
თუ ორგანიზმს მუდმივად აქვს ანთებითი პროცესები, ისინი ქრონიკული ხდება და ხშირად ონკოლოგიურ დაავადებებს ავითარებს. მეცნიერი გვირჩევს, დაღლილობას ომეგა 3-ით ვებრძოლოთ. რადგან ის ანთებით პროცესებს ებრძვის.
4. იზრუნეთ ნაწლავების ჯანმრთელობაზე
მეცნიერები ცდილობენ დაამტკიცონ ჰიპოთეზა, რომ კიბოს მიზეზი ნაწლავებში ბაქტერიების დისბალანსია. ამიტომ მარკ ჰაიმანი გვირჩევს ბევრი პრობიოტიკის (ნატურალური იოგურტი, კეფირი, ტყის კენკრა, კურკუმა, ყურძენი) გამოყენებას.
5. უარი ტოქსიკურ ნივთიერებებს
საჭიროა, სეზონური ხილისა და ბოსტნეულის შეძენა. არ გამოიყენოთ პლასტიკური ბოთლების სასმელები. არ იკვებოთ ნახევარფაბრიკატებით და მეტი დრო გაატარეთ იქ, სადაც ნაკლები გამონაბოლქვია.
ასევე ონკოლოგი გვახსენებს, რომ კიბო განაჩენი არ არის და შესაძლებელია მისი დამარცხება. პირველ რიგში უნდა ვუსმინოთ საკუთარ თავსა და ორგანიზმს!
გისურვებთ ჯანმრთელობას!