მთავარი ჯანმრთელობა როგორ გავიუმჯობესოთ ნივთიერებათა ცვლა?

როგორ გავიუმჯობესოთ ნივთიერებათა ცვლა?

by Keti

როზმარინი მარადმწვანე ბუჩქია. ის იზრდება შუაზღვისპირეთის ქვიან სანაპიროებზე. ანტიკურ პერიოდში მცენარეს მაგიურ თვისებებს აწერდნენ.

როზმარინის მომწარო გემო ფიჭვის, ლიმონის, ევკალიპტის არომატს გვაგონებს. ის ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიაში. ასე შეიქმნა ,,უნგრეთის დედოფლის წყალი” – სპირტის შემცველი სუნამოებიდან ერთ-ერთი პირველი.

ჩვენ მოგიყვებით, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებაზე როზმარინის დახმარებით. ამას შედეგად მოჰყვება ჭარბი წონის მოშორება.

როგორ მივიღოთ როზმარინი გასახდომად

როზმარინის ერთ ტოტში (10 გ) მხოლოდ 13 კალორიაა. 100 გ მწვანე ფოთოლი რკინის დღეღამური ნორმის ნახევარზე მეტს შეიცავს.

წიწვოვანი ბალახი მძიმე და ცხიმიანი საკვების გადამუშავებაში გვეხმარება, ამიტომ მას ხორცთან ერთად მიირთმევენ. როზმარინი მეტაბოლიზმს  და ცხიმების წვის პროცესს აჩქარებს, ამიტომ მისი მიღება შეუზღუდავად შეიძლება. მცენარის ეთერზეთები ხსნის დაძაბულობას და გაღიზიანებადობას.

ზედმეტი წონის მოსაშორებლად, სჯობს, სპეციალური ცხიმის დამწვავი სასმელი მოამზადოთ. როზმარინის ჩაი ამცირებს სანტიმეტრებს თეძოებზე და ასევე ტონუსში მოჰყავს ორგანიზმი, ხსნის დაღლილობას, აჩქარებს ლიმფის მოძრაობას და ამცირებს ცელულიტის წარმოქმნას.

როზმარინის გასახდომი ნაყენი

გამხმარი როზმარინი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, თუმცა ახალი ფოთლები უფრო მკვეთრი არომატისაა. გამოიყენეთ მთლიანი ტოტები და ფოთლები, ასე ნაკლებად მწარე იქნება. სასმელი აახალგაზრდავებს ორგანიზმს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

ინგრედიენტები

  • 1 ს.კ. გამხმარი ან ახალი როზმარინი
  • 1 ს.კ. მშრალი ცაცხვის ყვავილი
  • 400 მლ ცხელი წყალი

მომზადება

  1. ჩააწყეთ მცენარეები ჭურელში და დაასხით ცხელი წყალი (90 გრადუსი).
  2. დააფარეთ ჩაის ტილო და დადგით მთელი ღამით.
  3. დილით გადაწურეთ და გაყავით სითხე 3 მიღებაზე.
  4. მიიღეთ ნაყენი ჭამამდე 20 წუთით ადრე, 21 დღიანი კურსით. შემდეგ გააკეთეთ სამკვირიანი შესვენება.

თუ არ გსურთ ეს კურსი, როზმარინი დაამატეთ ყავას, ჩაის პროპორციით 0,5 ჩ.კ. ბალახი 1 ჭიქა სითხეზე. გახსოვდეთ, რომ როზმარინის ნაყენი აფხიზლებს, ამიტომ არ დალიოთ ძილის წინ.

როზმარინის ეთერზეთი გასახდომად

თუ თითებში გასრისავთ ახალ როზმარინს, მისგან გამოიყოფა წებოვანი სუბსტანცია, ეს არის როზმარინის ზეთი. კანზე წასმისას ის ხსნის ანთებას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს სითხის შეკავებას და წვავს ცხიმებს. მასში შემავალი კარნოსოლის მჟავა კანის დაბერებას აჩერებს. ეთერზეთს იყენებენ ცელულიტთან საბრძოლველადაც.

კარგ შედეგს იძლევა როზმარინის ეთერზეთით მასაჟი და მისი შეზელვა. 7 წვეთი ეთერზეთი შეურიეთ 2 ს.კ. სხვა ზეთს (კაკაო, ქოქოსი, ზეითუნი, ყურძნის წიპწების) და 7 წვეთ ლიმონის წვენს. წაისვით ნარევი პრობლემურ ადგილებში, შემოიხვიეთ საკვები ცელოფანი და შემდეგ თბილი პლედი. 1 საათის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ზეთის დამატება შეგიძლიათ მალამოებში და ლოსიონებში. ჩაამატეთ 3-5 წვეთი ფლაკონში. როზმარინის არომატის შესუნთქვა ტვინის ცენტრებს ააქტიურებს, ეს კი დანაყრებაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ შიმშილის გრძნობა მცირდება.

არ დაგავიწყდეთ ხშირად დაამატოთ არომატული მწვანილი კერძებს, გამოცხობილ საკვებს და დესერტებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: