მთავარი კულინარია ღორის კანჭი კვასით

ღორის კანჭი კვასით

by Keti

გერმანული სამზარეულოს სავიზიტო ბარათია ღორის კანჭი მომზადებული ლუდში. წვნიანი და ნაზი კერძია, თუმცა ლუდი ცოტა სიმწარეს აძლევს. ჩვენ გთავაზობთ განსხვავებულ ვარინტს- კანჭს ბურახში. მაგრამ ბურახი არ უნდა იყოს ტკბილი, არამედ საჭიროა ნატურალური, დანამატების გარეშე.

ინგრედიენტები:

  1. 1 ცალი ღორის კანჭი
  2. 15 გრამი ქინძი
  3. 1 ცალი სტაფილო
  4. 2 კბილი ნიორი
  5. 1 სუფრის კოვზი შავი ჩაი
  6. 1,5 ჩაის კოვზი მარილი
  7. 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
  8. 15 გრამი ოხრახუში
  9. 1,5 ცალი ხახვი
  10. 1 ცალი ფორთოხალი
  11. 2 ცალი დაფნის ფოთოლი
  12. 2 ლ ბურახი
  13. 2 ჩაის კოვზი თაფლი
  14. 2 სუფრის კოვზი ზეთი

მომზადება:

  1. მოამზადეთ კანჭი. მასზე არ უნდა იყოს დრჩენილი ჯაგარი. სასურველია მისი დამატებითი დამუშავება კულინარული სანთებელით. ასევე გაუკეთეთ ბოსტნეულს.

2. ჩადეთ კანჭი ქვაბში, ჩაამატეთ მწვანილის ღეროები, სიგრძეზე გაჭრილი სტაფილო, ოთხად გაჭრილი ხახვი.

3. ჩაამატეთ ზოლებად დაჭრილი ფორთოხლის ცედრა, მსხვილად დაჭრილი ნიორი, დაფნის ფოთოლი. 1 ჩაის კოვზი მარილი და შავი ჩაი არომატისთვის.

4. ხარშეთ 2 საათი, არ დაახუროთ. ხარშვისას ერთხელ გადააბრუნეთ. კანი როცა დარბილდება, ესე იგი მზადაა.

5. მოამზადეთ სოუსი: შეურიეთ თაფლი 2-3 სუფრის კოვზ ფორთოხლის წვენს, 2 კოვზ ზეთს, 1 კოვზ ძმარს და 0,5 ჩ.კ. მარილს. ათქვიფეთ სოუსი და წაუსვით ცხელ კანჭს.

6. შედგით კანჭი ღუმელში 15-20 წუთით, შემდეგ გამოიღეთ, წაუსვით სოუსი და აცხვეთ იმავე დროით. ხორცი ნაზი უნდა იყოს.

ბულიონისგან მოამზადეთ სოუსი. ხარშეთ სანამ მოცულობა სამჯერ არ შემცირდება. დაამატეთ 1 ს. კ. მდოგვი და 1 ს.კ. კარაქი, ათქვიფეთ. მზადაა. სქელი სოუსისთვის, დაამატეთ სახამებელი ან ფქვილი. ასეთი კანჭის მიტანა მჟავე კომბოსტოსთან ერთად სჯობს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: