მთავარი ფილმები ანიმეები, რომლებიც ამ ჟანრს შეგაყვარებთ
anime

ანიმეები, რომლებიც ამ ჟანრს შეგაყვარებთ

by guramus
Howl’s Moving Castle

ფილმის მთავარი გმირი სოფი ორდინალური ცხოვრებით ცხოვრობს დიდ ქალაქში. ყველაფერი იცვლება ერთ დღეს, როდესაც იგი ჯადოქარს ხვდება. ჯადოქარი გოგონას ბოროტი ჯადოთი მოაჯადოვებს, რაც მის უსწრაფეს დაბერებას და მოხუცი ქალის სხეულში გამოკეტვას იწვევს. ძველი გარეგნობის დასაბრუნებლად სოფიმ მოძრავი სასახლე უნდა იპოვოს, ამ თავგადასავლისკენ მიმავალ გზაზე კი იგი ცოცხალი საფრთხობელის ფორმით მოვლენილ დემონს გაიცნობს და ასევე მაგიური სასახლის პატრონსაც.

Princess Mononoke

საკუთარი ხალხის დემონური შემოტევებისგან დაცვის დროს პრინცი აშიტაკა სასიკვდილო წყევლის ქვეშ ექცევა. ანტიდოტის საპოვნელად მას მისტერიით სავსე ტერიტორიაზე უწევს მოგზაურება, სადაც ცხოველებსა და ადამიანებს შორის ომია გაჩაღებული. სწორედ აქ ხვდება აშიტაკა პრინცესა მონონოკეს.

Kiki’s Delivery Service

როდესაც 13 წლის ხდება, პატარა ჯადოქარ კიკის რთული გამოწვევის გადალახვა უწევს. მან ჩვეულებრივ ადამიანებს შორის უნდა გაატაროს გარკვეული დრო. ეს სრულყოფილ ჯადოქრად ჩამოყალიბების პროცესის ნაწილია. იგი უცხო ქალაქში გადადის საცხოვრებლად და კეთილ მცხობელს უმეგობრდება, რომელსაც გადაზიდვის სერვისის ბიზნესი აქვს.

Spirited Away

პატარა გოგონა შემთხვევით უცნაურ და მოჩვენებებით სავსე სამყაროში აღმოჩნდება. მისი მშობლები ღორებად იქცევიან და ბოროტი ჯადოქრის პატიმრები ხდებიან. დედის და მამის გადარჩენა პატარა გოგონაზეა დამოკიდებული, თუმცა ამის მისაღწევად მან გამბედაობა უნდა მოიკრიბოს და ამ ბებერ ჯადოქარს სამუშაოს სათხოვნელად მიაკითხოს.

Ponyo

ეს არის ისტორია ორი განსხვავებული ახალგაზრდის მეგობრობის. ბიჭი სახელად სოსუკე და ჯადოსნური თევზი სახელად პონიო, რომელიც ჯადოქრისა და ზღვის ქალღმერთის ქალიშვილია ერთმანეთს უმეგობრდებიან. პონიო სახლიდან იპარება რათა უფრო უკეთ გაიცნოს ადამიანები და მათი ცხოვრების წესი, რის გამოც საბოლოოდ სანაპიროზე გარიყული აღმოჩნდება, პატარა ბიჭის სწორედ აქ პოულობს მას. სწორედ აქედან იწყება ამ ორი განსხვავებული არსების უცნაური ურთიერთობის ისტორია.

My Neighbor Totoro

ორი და, სატსუკი და მეი მონოტონური ცხოვრებით ცხოვრობენ მანამ, სანამ აღმოაჩენენ ექსტრაორდინალურ სამყაროს, რომელშიც ბეწვიანი არსებები ცხოვრობენ, რომლების დანახვაც მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ. გოგონები ტყის სულს, სახელად ტოტოროს დაუმეგობრდებიან, რომელიც გადაწყვეტს ისინი თავგადასავლებით სავსე საჰაერო ტურში წაიყვანოს საკუთარი სამფლობელოს დასათვალიერებლად. იგი ასევე დებს ეხმარება ესტუმრნონ საავადმყოფოში მყოფ დედას. მათი მოგზაურობა ფერადია და საკმაოდ პოზიტიური ხასიათის, რის გამოც ნებისმიერი სახის მაყურებელს მარტივად აწონებს თავს.

Nausicaa of the Valley of the Winds

შორეულ მომავალში დედამიწა ეკოლოგიური კატასტროფის პირას დგას. მომწამვლელი ტყე მთელი პლანეტის ზედაპირზეა გავრცელებული, რის გამოც ადამიანების უმრავლესობამ თავი ერთ მშვიდობიან სამეფოს შეაფარა. ეს სამეფო იმპერატრისა და მისი ქალიშვილის მიერ იმართება, რომელსაც უცნაური შესაძლებლობები აქვს. ერთ დღესაც გადამზიდი ხომალდი, რომელსაც მნიშვნელოვანი ტვირთი გადააქვს, სწორედ ამ სამეფოში განიცდის ავარიას და მშვიდობიანი დღეებიც ამითი სრულდება.

Castle in the Sky

ალტერნატიულ რეალობაში, სადაც სასახლეები ჰაერში ტივტივებენ, გოგონა სახელათ შიითა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნივთის, ფრენის ქვის მფლობელია. მთავრობის წარმომადგენლებიც და მეკობრეებიც ამ ქვის ხელში ჩასაგდებათ იბრძვიან. მდევარებისგან გაქცევისას, გოგონა ახალგაზრდა ბიჭს, სახელად პაზუს ხვდება. ისინი აღმოაჩენენ, რომ ფრენის ქვით შესაძლებელია საიდუმლო მფრინავი კუნძულის აღმოჩენა.

Porco Rosso

ეს არის ისტორია პილოტის შესახებ, რომელსაც მარტო პაგოტი ქვია. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, იგი ხალხისგან იმდენადაა შეშლილი რომ საკუთარ თავს საშინელ წყევლას დაატეხს. იგი ნახევრად ღორადაა გადაქცეული, რის შემდეგაც ეს გმირი გადაწყვეტს ახალი სახელი დაირქვას, პორკო როსსო. ამის შემდეგ იგი მთავრობისთვის იწყებს მუშაობას და მათი დავალებით საჰაერო მეკობრეებზე იწყებს ნადირობას. სწორედ აქ იწყება მისი თავგადასავლები.

The Wind Rises

ბიჭი სახელად ჯირო ოცნებობს ლამაზი თვითმფრინავებით ფრენაზე, თუმცა მისი სუსტი მხედველობის გამო ეს ოცნება აუხდენელ სურვილად არის ქცეული. თუმცა, ჯირო უარს ამბობს ამ ოცნების დავიწყებაზე და თვითონ გადაწყვეტს იდეალური თვითმფრინავის გამოგონებას. საბოლოო ჯამში, იგი იდეალური თვითმფრინავების დიზაინერი ხდება. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე იგი გადაურჩება ტოკიოს გიგანტურ მიწისძვრას და ხვდება უამრავ საოცარ ადამიანს, შემდეგ კი უყვარდება ულამაზესი ნაოკო.