მთავარი ინსპირაცია 16 საოცარი ადგილი ევროპაში, რომლის არსებობაზეც არაფერი იცით

16 საოცარი ადგილი ევროპაში, რომლის არსებობაზეც არაფერი იცით

by guramus

Hvar, Croatia

ეს ქალაქი იდეალურად აერთანებს ხმელთაშუაზღვის უნიკალურ სილამაზეს, კულტურულ მემკვიდრეობასა და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. ეს ლოკაცია უდიდესი მნიშვნელობის პორტი იყო ვენეციის იმპერიის საუკეთესო პერიოდში.

Burano, Italy

თუკი ვენეციის ხედები თქვენთვის საკმარისი არ იქნება, მაშინ ამ ულამაზესი ფერადი ადგილისკენ უნდა აიღოთ გეზი. ამ ქალაქის სტუმრობა თქვენ გულს აგიჩქარებთ ერთი მიზეზის გამო – სახლები. უზარმაზარი კოშკებითა და მწვანე კანალებით მორთული ქალაქი ყოველ ნაბიჯზე ინსტაგრამისთვის შესაფერის საოცარ ვიზუალს დაგახვედრებთ.

Kravice, Bosnia and Herzegovina

უამრავი რამის გაკეთება შეიძლება გლობუსის ამ ნაწილში, თუმცა ამ მინი ნიაგარის ჩანჩქერების მონახულება თქვენი სამოგზაურო სიის თავში აუცილებლად უნდა მოექცეს. თუკი ამ ადგილს ზაფხულში ესტუმრებით, ირგვლივ არსებულ აუზებში ცურვასაც შეძლებთ.

Dinant, Belgium

გაგიმართლათ, რადგან ცოტა ადამიანმა თუ იცის ამ ადგილის შესახებ. ამ ლოკაციის სტუმრობა წელიწადის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. სწორედ აქ დაიბადა საქსოფონის გამომგონებელი და პირველ რიგში ეს ქალაქი ბუნებისა და ლაშქრობის მოყვარული ადამიანებისათვის იქნება ყველაზე საინტერესო.

Isle of Skye, Scotland

ეს ადგილი ერთ–ერთია იმ მცირე რაოდენობის ლოკაციებს შორის, რომლებსაც ადამიანის ხელი არ შეხებია. ულამაზესი და სულისშემძვრელი ქვების აუზი მართლაც ზღაპარში გაგრძნობინებთ თავს ან რომელიმე ფენტეზის ჟანრის ნოველის ფურცლებზე.

Kylemore Abbey, Ireland

თუკი თქვენ ლუქსის დონის დასვენებით ხართ მოხიბლული, მაშინ ეს ადგილი სწორედ თქვენთვისაა. 1920 წელს აშენებული სასახლე ირლანდიის საუკეთესო ტურისტული ატრაქციონების სიაშია შეყვანილი. ულამაზესი არქიტექტურით გაფორმებულ ამ ლოკაციაზე ირლანდიის ყველაზე დიდი ბაღი მდებარეობს.

Civita di Bagnoregio, Italy

ეს ქალაქი შუასაუკუნეების დროინდელ მომხიბვლელ და ხელუხლებელ რენესანსის სამეფოს სამეფოს წარმოადგენს. აქ მხოლოდ 10 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მას ყოველ წელს ათასობით ტურისტი სტუმრობს.

Bohinj, Slovenia

უნიკალური, ლამაზი და შარმიანი ლოკაცია სლოვენიის ექსცენტრიულ რეგიონში მდებარეობს. ალპების შუაგულში მოქცეულ ქალაქს სლოვენიის უდიდესი ტბაც ამშვენებს.

Faial, Portugal

ეს ლოკაცია ატლანტის ოკეანეში არსებული ვულკანური წარმონაქმნების კავშირის ნაწილია. 15 ათასი ადამიანით დასახლებული ეს მხარე თვალისმომჭრელი ხედებითა და ულამაზესი ლურჯი სახლებით მოგხიბლავთ. ამ მხარეში სანაპიროზე დასვენებით თქვენ მართლაც საუკეთესოდ განიტვირთებით.

Piran, Slovenia

თუკი თქვენი მოგზაურობისას ულამაზესი ფოტოების გადაღება გსურთ, მაშინ ეს ქალაქი სწორედ თქვენთვისაა. აქ თქვენ შეხვდებით ძალიან მეგობრულ ადგილობრივ მოსახლეობას, მდიდარ ისტორიულ წარსულსა და მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას.

Alberobello, Italy

იუნესკოს ბუნების დაცვის სიაში შეყვანილი ეს მხარე ყველაზე უნიკალური სახურავებით მოგხიბლავთ ჩასვლისთანავე. მართლაც გამორჩეული და ისტორიული სტილის არქიტექტურით გაფორმებული ეს ქალაქი აუცილებლად ღირს მონახულებათ.

Meteora, Greece

არსებობს გამოთქმა, რომ ამ მხარეში ჩასვლა ღრუბლებზე სიარულს გავს. თქვენ სწორედა აქ შეძლებთ მოინახულოთ ცაში გამოკიდული ერთ–ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მონასტრული კომპლექსი საბერძნეთში, რომელიც ქვებისგან წამოჭიმული მთის წვერზე მდებარეობს.

Lugano, Switzerland

პარკების, ყვავილების, არაორდინალური შენობებისა და კიდევ უამრავი აუცილებლად სანახავი რამის ქალაქი აუცილებლად სანახავ ლოკაციას წარმოადგენს. იქირავეთ ნავი და დატკბით ტბის ულამაზესი ხედებით. სწორედ ეს არის განტვირთვის განმარტება.

Ohrid, Macedonia

ულამაზესი ტბა ამ მხარის მართლაც უნიკალური დაგვირგვინებაა. შუასაუკუნეების ტაძრებისა და რომის იმპერიის დროინდელი ამპითეატრების მონახულება მართლაც ორიგინალური დასვენებისა და განტვირთვის საშუალება იქნება.

Sintra, Portugal

ეს ქალაქი ევროპული ცნობილი მხარეებისგან განსხვავებით ბევრად უფრო უნიკალურ რომანტიულ აურას ასხივეს. ეს იმდენად მომაჯადოებელი ლოკაციაა, რომ უთვლელი რაოდენობის პოეტებისა და მწერლების ინსპირაციის წყაროდ იქცა. ქვიანი მთებსა და ზღვას შორის მოქცეული ეს ორიგინალური ქალაქი ისტორიის, არიქტექტურისა და ექსტრავაგანტური გასტრონომიის სახლია.

Lofoten, Norway

თქვენ ვერასდროს დაივიწყებთ პირველ რეაქციას ამ ულამაზეს კუნძულთან მიახლოებისას. ეს დრამატული და გროტესკული არქიტექტურული საოცრება დრაკონებივითაა ამოზრდილი წყლის შუაგულში და საკუთარ კალთაში იტევს ამ მხარის ალბათ ერთ–ერთ ყველაზე მყუდრო და განმაცვიფრებელ ქალაქს. აქ მოხვედრის შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანი ყველაზე უფრო მარტივად განიტვირთება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: