მთავარი ჯანმრთელობა რა მოსდით ქალების ჰორმონებს 40 წლის შემდეგ?

რა მოსდით ქალების ჰორმონებს 40 წლის შემდეგ?

by guramus

ყველა გოგომ იცის როგორი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ჰორმონები, რადგან ლამაზი ახალგაზრდებიც საკუთარ თავზე ცდიან ხასიათის თვისებებს პირველივე მენსტრუაციის დროს. ორსულობუს დროს ეს პროცესუ კიდევ უფრო რადიკალურია და ატრაქციონს გავს.

40 წლის შემდეგ კი, ორგანიზმი ნელა იწყებს მზადებას მენოპაუზისთვის და ჰორმონებიც თავიდან იწყებენ ცვლილებებს, რაც ქალებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. გაიგეთ რა მოსდის ამ დროს თითოეულ ჰორმონს უფრო ზუსტად:

ენდოკრინი

40 წლის შემდეგ ქალის ჰორმონალური ცვლილებები გარდაუვალია. მათი გვიან განცდა ან უფრო მსუბუქი ხასიათის ცვლილებებით გადატანა იღბლიანობას უდრის. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები გარდაუვალია, საჭირო არ არის მათით ტანჯვა, რადგან უკვე უამრავი მედიკამენტია გამოგონებული თქვენი ჰორმონალური ბალანსის დასაცავად და მის შესამსუბუქებლად. რა ხდება ქალის ორგანიზმში 40 წლის ნიშნულის გადაბიჯების შემდეგ?

  1. მეტაბოლიზმი ნელდება
  2. ლიბიტო იკლებს
  3. კუნთების მასა მცირდება
  4. ძვლების ელასტიურობა ქრება
  5. სტრესთან და დეპრესიასთან გამკლავების უნარი მცირდება

საჭიროა იმის გააზრება, რომ ეს სიმპტომები ერთდროულად არ ვლინდება. ეს უსიამოვნო პროცესი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს, ამიტომ არსებობს მენოპაუზის პერიოდი და ასევე პრემენოპაუზის პერიოდი, რომელიც მენოპაუზამდე რამდენიმე წლით ადრე იწყება. ჰორმონალური ცვლილებები ამ პერიოდშიც შეიძლება იგრძნოთ. თუმცა, ყველა სიმპტომი ყველა ქალში არ გამოვლინდება, რადგან თითოეული მათგანის სხეული უნიკალურია.

რა მოსდით ჰორმონებს?

ესტროგენი

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის ჰორმონია, რომელიც მესტრუაციულ ციკლზე, სასქესო ორგანოებისა და სექსუალური ასპექტების ჩამოყალიბებაზე აგებს პასუხს. როდესაც ქალი 40 წლის ხდება, პირველ რიგში პრობლემები მენსტრუაციის ციკლის დარღვევით იწყება, რომელიც ხშირად აგვიანებს ან წყდება. ეს სწორედ ესტროგენის შემცირებისგანაა გამოწვეული.

კორტისოლი

პირიქით, სტრესის ჰორმონის გაზრდა ქალებს უფრო მეტად აყენებს ემოციური აფეთქებების, პანიკური შეტევებისა და დეპრესიის საფრთხის ქვეშ. მისი მატება ასევე სისხლში შაქრის დონის მატებას იწვევს.

მელატონინი

ეს ჰორმონი ბიოლოგიურ რითმზეა პასუხისმგებელი და როდესაც იკლებს, ძილის პრობლემები იჩენს თავს.

პროგესტერონი

ეს ჰორმონი ორსულობისთვისაა მნიშვნელოვანი, ამიტომ როდესაც იგი იკლებს, ნაყოფიერების ფუნქციებიც სუსტდება. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ვაგინის სიმშრალე და დისკომფორტი სექსუალური აქტისას.

ტესტოსტერონი

ძირითადად მამაკაცებში მოზღვავებული ჰორმონი პასუხისმგებელია მგრძნობიარობაზე, რის გამოც მისი შემცირება იწვევს ლიბიდოს შესუსტებას. თქვენ ამის გამო შეიძლება იგრძნოთ ძლიერი სისუსტე.

ყველა ქალი 40 წლის შემდეგ უნდა იყოს მზად იმ გამოწვევებისთვის, რომლებსაც ჰორმონები ამზადებენ მათთვის. ეს არ უნდა იქცეს უგუნებობის მიზეზად, რადგან წინასწარ გაფრთხილებული ადამიანი უდრის მზად მყოფს.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს გინეკოლოგთან და მიიღეთ რჩევები თქვენი ორგანიზმის პრობლემებთან ადვილად გამკლავების შესახებ. არ დააიგნოროთ თქვენი სხეულის მიერ მოცემული მინიშნებები და დარჩით ჯანმრთელი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: