მთავარი კულინარია მარწყვის არაჩვეულებრივი მურაბები

მარწყვის არაჩვეულებრივი მურაბები

by Keti

მარწყვის სეზონი გვიახლოვდება! ამ შესანიშნავ ხილს ასე მარტივად ვერ გავუშვებთ, საჭიროა სხვა სეზონებისთვისაც მოვიმარაგოთ.

თითქოს ყველაფერი მარტივია: კენკრა, შაქარი და მურაბა მზადაა… თუმცა თუ ფანტაზიას მოვუხმობთ, გვერწმუნეთ, თქვენ იდეალურ ტკბილეულს მიიღებთ.

მარწყვის მურაბის რეცეპტი

მარწყვი – უგემრიელესი კენკრაა. მოიმარაგეთ ის, გარეცხეთ საწურში გამდინარე წყლით, შემდეგ დატოვეთ გასაშრობად. შემდეგ უკვე მოემზადეთ.

მარწყვის მურაბა ,,სიხასხასე”

  • 2 კგ მარწყვი
  • 1,5 კგ შაქარი
  • 2 ლიმონი
  • ახალი პიტნის 25 ფოთოლი
  • ბაზილიკას 25 ფოთოლი
  1. გარეცხილი მარწყვი ღრმა ჯამში ჩაყარეთ და დაშაქრეთ. დატოვეთ რამდენიმე საათით, რათა წვენი გაუვიდეს.
  2. დადგით ჯამი საშუალო ცეცხლზე და ადუღებიდან 5 წუთი ხარშეთ. შემდეგ გარეცხილი ფოთლები დაამატეთ და კვლავ 5 წუთი ხარშეთ.
  3. მურაბას დაამატეთ წვრილად დაჭრილი ლიმონის რბილობი და წინასწარ გახეხილი ცედრა. შემდეგ მოხარშეთ მურაბა დაბალ ცეცხლზე 15 წუთით. გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ 8-10 საათით.
  4. მოხარშვის შემდეგი ეტაპი: დადგით მურაბიანი ჯამი ცეცხლზე და ხარშეთ 5 წუთი, შემდეგ გაანაწილეთ სტერილურ ქილებში და მოხუფეთ.

მარწყვის მურაბა ,,ძოწისფერი”

  • 1 კგ წვრილი მარწყვი
  • 200 გ ვარდის ფურცელი
  • 1,2 კგ შაქარი
  • 100 მლ წყალი
  • 0,5 ჩ.კ. ლიმონის მჟავა
  1. მარწყვი მოათავსეთ ჯამში და დააყარეთ შაქრის ნახევარი. დადგით მთელი ღამე.
  2. დარჩენილი შაქრისა და წყლისგან სეროფი მოამზადეთ და ვარდის ფურცლებს დაასხით, დაამატეთ ლიმონმჟავა და აადუღეთ.
  3. სეროფში ჩაყარეთ მარწყვი და 5 წუთი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. შემდეგ გადადგით, გააციეთ.
  4. ისევ აადუღეთ და ხარშეთ 10 წუთი. ცხელი მურაბა ქილებში ჩაასხით და მოხუფეთ.

მარწყვის მურაბა სპეციებით

  • 2 კგ მარწყვი
  • 2 კგ შაქარი
  • 2 ვარსკვლავი ანისული
  • 1 ღერო ფარიჩინი
  1. მარწყვი ქვაბში ჩააწყეთ, შაქარი დააყარეთ და 3 საათით დადგით. შემდეგ ცეცხლზე დადგით და აადუღეთ, 10 წუთი ხარშეთ, შემდეგ გააციეთ.
  2. როცა გაცივდება ისევ აადუღეთ, სპეციები დაამატეთ და კვლავ 10 წუთი ხარშეთ.
  3. სპეციები ამოიღეთ, ჩაასხით მურაბა სტერილურ ქილებში და მოხუფეთ.

მარწყვის მურაბა არყით

  • 3 კგ მარწყვი
  • 2 კგ შაქარი
  • 100 მლ არაყი
  • 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა
  1. მარწყვი ფენებად ჩაალაგეთ, თან არაყი მოასხით და შაქარი მოაყარეთ. შედგით მაცივარში მთელი ღამე.
  2. მარწყვი აადუღეთ, დაამატეთ ლიმონმჟავა და გადმოდგით. 3 საათის შემდეგ ისევ აადუღეთ. გაიმეორეთ სამჯერ. ბოლო ადუღებისას,10-15 წუთი ხარშეთ.
  3. ჩაასხით მურაბა სტერილურ ქილებში და მოხუფეთ.

მარწყვის მურაბა რევანდითა და იმბირით

  • 1 კგ მარწყვი
  • 1 კგ რევანდა
  • 50 გ იმბირის ფესვი
  • 2 კგ შაქარი
  • 200 მლ წყალი
  1. გარეცხეთ რევანდა და დაჭერით. დაუმატეთ მარწყვი, დაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და აადუღეთ. ხარშეთ 10 წუთი.
  2. დაამატეთ იმბირი, შაქრის მესამედი და ხარშეთ 5 წუთი, თან ურიეთ.
  3. დაამატეთ დარჩენილი შაქარი და ხარშეთ 5-7 წუთი. გადმოდგით და დადგით 8-10 საათი.
  4. მეორე ეტაპი: აადუღეთ ისევ და ხარშეთ 10 წუთი. კვლავ გადადგით 10 საათით. ცივი მურაბიდან ამოიღეთ იმბირი. ჩაასხით სტერილურ ქილებში და მოხუფეთ.

მარწყვი უხდება ბალახს, სხვა კენკრას, შოკოლადს. გააკეთეთ მურაბები და აუცილებლად იპოვით თქვენთვის განუმეორებელ გემოს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: