მთავარი კულინარია ქილაში ჩამბალი ვაშლის რეცეპტი

ქილაში ჩამბალი ვაშლის რეცეპტი

by Keti

დასველებული ვაშლი არამხოლოდ გემრიელია, არამედ ოსტეოპოროზისა და სხვადასხვა ინფექციების შესანიშნავი პროფილაქტიკაა. მასში შედის კალციუმი და ასკორბინის მჟავა.

ის მადისაღმძვრელია და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, უმჯობესია მიირთვათ ჭამამდე.

მათი მომზადება კი ბევრ დროს არ წაგართმევთ.

ჩამბალი ვაშლები

ინგრედიენტები

  • 2 კგ პატარა ვაშლები
  • 3 ლ წყალი
  • 150 გ შაქარი
  • 150 გ თაფლი
  • 2 ს.კ. მარილი
  • ვაზისა და მოცხარის ფოთლები

მომზადება

  1. გარეცხეთ ვაშლები და ჩააწყვეთ დიდ ემალის ჯამში.

2. ქვაბში შეურიეთ წყალი, მარილი, შაქარი და თაფლი, აადუღეთ და შემდეგ დაასხით სითხე ვაშლს.

3. დაამატეთ ვაზისა და მოცხარის ფოთლები.

4. ზემოდან დაადეთ თეფში და რამე სიმძიმე. დატოვეთ ასე 2 კვირა ოთახის ტემპერატურაზე.

5. ბოლო ეტაპია ვაშლების სტერილურ ქილებში ჩალაგება და ცივი მარინადის დასხმა.

ქილაში ჩამბალი ვაშლი თვეობით ინახება, ასე რომ, მოიმარაგეთ ნებისმიერი რაოდენობით, არ გაფუჭდება.

ეს აუცილებლად მოგეწონებათ! გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!