მთავარი კულინარია ადვილად მოსამზადებელი რეცეპტები 2021
receptebi

ადვილად მოსამზადებელი რეცეპტები 2021

by guramus

დილა მშვიდობისა, სამყარო! აი, მარტივად მოსამზადებელი საუზმის რეცეპტები:

იმისათვის, რომ ყოველ დღე ამ სამყაროს ღიმილით შევხვდეთ, დილა გემრიელი და სასიამოვნო საუზმით უნდა დავიწყოთ. წარმოგიდგენთ 7 არაჩვეულებრივ რეცეპტს კვირის ყოველი დღისთვის, რომლებიც ღირს იმად, რომ ბალიშს გამოემშვიდობოთ და 10 წუთით ადრე ადგეთ.

ორშაბათი: ფრიტატა სამი ყველით

რეცეპტები

ინგრედიენტები (8 პორცია):

  • 8 კვერცხი
  • 6 ს. კ. ცხიმიანი ნაღები
  • 1/3 ჭიქა რიკოტა
  • 2 ს. კ. გახეხილი პარმეზანი
  • 2 ს. კ. გახეხილი ყველი
  • ½ ჩ. კ. მარილი
  • ¼ ჩ. კ. პილპილი

გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი გამოსაცხობ ფორმებს. ჯამში აურიეთ კვერცხი, ნაღები და სამივე სახეობის ყველი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. შემდეგ თითოეული ქაღალდის ჭიქა სამ ნაწილად გაყავით. დაუმატეთ თავშავა და შედგით 10-12 წთ 180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში. შეგიძლიათ მიირთვათ ცხელიც და ცივიც, ამიტომაც, თუ დილით მომზადების დრო არ გაქვთ, საღამოს გააკეთეთ.

 

სამშაბათი: ბლინები ბანანის სიროფით

receptebi

ინგრედიენტები (4 პორცია):

  • 1 ½ ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • ½ ჭიქა შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 1 ½ ჭიქა დო
  • ¾ ჭიქა რიკოტა
  • 1 ½ ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი
  • 2 ბანანი

ღრმა ჭურჭელში აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი, კვერცხის გული, დო და რიკოტა. კვერცხის ცილა ათქვიფეთ და ჯამში ფქვილს დაუმატეთ. ცომი სიცივეში დადგით და გამოაცხვეთ ბლინები. ბოლო პარტიის გამოცხობისას გაათბეთ ნეკერჩხლის სიროფი რგოლებად დაჭრილ ბანანებთან, მოასხით ბლინებს სიროფი.

 

ოთხშაბათი: ფრანგული ტოსტი ყველით და კვერცხით

ინგრედიენტები (2 პორცია):

  • 4 ნაჭერი პური, კარაქწასმული
  • 2 ს. კ. ოხრახუში
  • 2 ნაჭერი ყველი
  • 4 კვერცხი
  • 1 ს. კ. რძე
  • მარილი და პილპილი

2 კარაქწასმულ პურის ნაჭერს მოაყარეთ ოხრახუში, ზევიდან დაადეთ ყველი და ერთმანეთს დაადეთ. ბუტერბროდის შუაგულში სირბილე მრგვალად ამოჭერით. ჯამში აურიეთ ორი კვერცხი, რძე, მარილი და პილპილი. მასაში პური ამოავლეთ, შემდეგ ტაფაზე შეწვით ერთ მხარეს ოქროსფერ შეფერილობამდე. ამის შემდეგ გადაატრიალეთ ტოსტი და კვერცხი დაახალეთ. შეამცირეთ ცეცხლი და მოამზადეთ დახურული თავსახურით 4 წუთის მანძილზე.

 

ხუთშაბათი: შვრია დარიჩინით და ვაშლით

ინგრედიენტები (4 პორცია) :

  • 4 მაგარი ვაშლი ქერქის და შუაგულის გარეშე.
  • 5 ჭიქა წყალი
  • ½ ჭიქა შაქარი
  • 1 ჭია ჰერკულესი
  • 2 ჭიქა რძე
  • 1 ჯოხი დარიჩინი
  • თაფლი

მოათავსეთ ვაშლი და შაქარი დიდ ქვაბში დაასხით წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ნელ ცეცხლზე 15 წთ გააჩერეთ. მეორე ქვაბში მოხარშეთ შვრია, დაუმატეთ რძეს დარიჩინის ჯოხი. გაანაწილეთ თეფშებზე, თითოეულის ცენტრში მოათავსეთ ვაშლი და დაასხით თაფლი.

 

პარასკევი: კვერცხი ნორვეგიულად

ინგრედიენტები (4 პორცია):

  • 4 ჭიქა წყალი
  • 1 ს. კ. თეთრი ღვინის ძმარი
  • 4 კვერცხი
  • 4 შემწვარი ფუნთუშა კარაქით
  • 1 მუჭა ისპანახის ფოთლები
  • 4 ნაჭერი შებოლილი ორაგული
  • მარილი და პილპილი

დიდ ჯამში აადუღეთ წყალი, დაუმატეთ ძმარი. კვერცხი მიყოლებით ჩატეხეთ მდუღარე წყალში და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 2 წუთით. როგორც კი კვერცხი თეთრი გახდება, ამოიღეთ და ქაღალდის პირსახოცზე გააშრეთ. თითოეულ ტოსტზე მოათავსეთ ისპანახის ფოთოლი, ორაგულის ნაჭერი და ზევიდან კვერცხი. მოაყარეთ მარილი, პილპილი და მიირთვით სანამ არ გაცივდა.

 

შაბათი: ბრინჯის ფაფა  ბროწეულის სიროფით

ინგრედიენტები (6 პორცია):

  • 1 ს. კ. ბროწეულის სიროფი
  • 2 ს.კ. ლერწმის შაქარი
  • 110 გ ბრინჯი
  • ვანილი
  • 500 მლ რძე
  • 4 ს. კ. შაქარი
  • ბროწეულის მარცვლები მოსართავად

ჩაასხით ბროწეულის სიროფი თასში, დაუმატეთ ლერწმის შაქარი და წყალი და აურიეთ შაქრის სრულ გახსნამდე. ეს სიროფი გფაფას ბოლოშიც უნდა მოასხათ. დაჭერით ვანილის ჯოხები, მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ რძე, შაქარი და არ დაახუროთ თავზე, ისე შემოდგით ცეცხლზე. რძეს დუღილის პროცესში ჩააყარეთ ბრინჯი და დროდადრო ურიეთ, მოხარშეთ ფაფა. როცა მზად იქნება, ამოიღეთ ვანილი და გააცივეთ. ცივ დესერტს დაასხით სიროფი და მორთეთ ბროწეულის მარცვლებით.

 

კვირა: კვერცხი ხახვით და სალბით

ინგრედიენტები (4 პორცია):

  • 2 ს. კ. ნაღების კარაქი
  • 4 ც ხახვი
  • 6 დიდი კარტოფილი
  • 1 მუჭა სალბის ფოთლები
  • 4 კვერცხი
  • მარილი და პილპილი

დაადნეთ კარაქი ღრმა ტაფაში და შეწვით წვრილად დაჭრილი ხახვი დარბილებამდე. დაუმატეთ კარტოფილი, ოთხად დაჭრილი. როცა მზად იქნება, მწვანე სალბი მოაყარეთ და ტაფაზე კვერცხი გატეხეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი და შეწვით, სანამ კვერცხი კარგად არ მომზადდება.


7 მარტივი სადილი მათთვის, ვინც ძალიან დაკავებულია

ხანდახან ისე გადის კვირა, რთული კერძის მომზადების დრო არ გვაქვს. ის, ვინც შემწვარი კარტოფილით და კვერცხით დაიღალა და საკუთარი მენიუს გამრავალფეროვნება უნდა, ამ 7 საოცარ კერძს უნდა გადახედოს, რომელთა მომზადებაზე მხოლოდ 30 წუთი დაეხარჯება.

ბურიტო თეფშზე

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 1 ჭიქა სალსას სოუსი
  • 3 ჭიქა რომენის ფოთლები
  • 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
  • 1 ქილა შავი ლობიო
  • 2 კუბიკებად დაჭრილი პომიდორი
  • 1 ავოკადო მარცვლების და ქერქის გარეშე, კუბიკებად დაჭრილი
  • 2 ს.კ. დაჭრილი ქინძის ფესვები
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 1 თავი ნიორი,
  • 1 ლაიმის წვენი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი

მომზადება:

აურიეთ არაჟანი, ნიორი, ლაიმი და მარილი. მიღებული სოუსი გვერდით გადადეთ. ბრინჯი მოხარშეთ, აურიეთ სოუსთან. დაუმატეთ სალათის ფურცელი, სიმინდი, ლობიო, პომიდორი, ავოკადო და ქინძი.

 

ორაგული, ბროკოლი და სატაცური გამომცხვარი ნაღების სოუსში

ინგრედიენტები:

  • 300 გ ორაგული
  • 150 გ ბროკოლი
  • 4 ღერო სატაცური
  • 400 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 70 გ ყველი
  • 2 კვერცხი
  • მარილი, მწვანილი, პილპილი

მომზადება:

ბროკოლი ორთქლზე 2 წუთი ხარშეთ. ორაგული 4 წუთი. სატაცური 3-5 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით. გაციებული ორაგული ქერქისგან და ძვლებისგან გაანთავისუფლეთ, დაჭერით დიდ ნაჭრებად, ბროკოლი წვრილებად.

გადასასხმელად ათქვიფეთ 2 კვერცხი, ნაღები, წვრილად გახეხილი ყველი და მწვანილი. აურიეთ. დაუმატეთ მარილი და პილპილი.

გაზქურა 190 გრადუსზე გააცხლეთ. გამოსაცხობ ფორმებში მოათავსეთ ბროკოლი, ორაგულის ნაჭრები და სატაცური. გადაასხით ნაღების მასა. გამოაცხვეთ 25 წთ. მოაყარეთ მწვანილი.

 

მაკარონი ნაღების ყველით და ისპანახით

ინგრედიენტები:

  • 150 გ პასტა
  • 100 გ დაჭყლეტილი ხახვი
  • 1 შეკვრა ნედლი ისპანახი
  • 1 ნიორი
  • 10 გ ხმელი ქონდარი
  • 75 გ ნაღების კარაქი
  • 40 მლ ზეითუნის ზეთი
  • პილპილი, მარილი

მომზადება:

მაკარონი მოხარშეთ, ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. ტაფაზე გაათბეთ ზეითუნის ზეთი, მოათავსეთ ხახვი, ნიორი და ნახევარი ქონდარის ფოთლები. მოაყარეთ მარილი, პილპილი და შეწვით გამჭვირვალობამდე. მოათავსეთ ტაფაზე ისპანახის ფოთლები. დაუმატეთ ნაღების კარაქი და აურიეთ. დაუმატეთ მაკარონი ტაფას, ისპანახს და ყველს, აურიეთ, გაათბეთ 1-2 წთ საშუალო ცეცხლზე. დაუმატეთ დარჩენილი ქონდარი და ცოტაოდენი წყალი, რომელშიც მაკარონი მოიხარშა.

 

ორაგულის ნაგეტსები ბოსტნეულით

ინგრედიენტები:

  • 250 გ ნორვეგიული ორაგულის ფილე
  • 1 ხახვი
  • 1 ცუკინი
  • 3-4 ს.კ. ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 2 ა.კ. წვრილად დაჭრილი ოხრახუში
  • 1 ს.კ. ორეგანო
  • 1 ლიმონი
  • დიჟონური მდოგვი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადება:

გახეხეთ ცუკინი მსხვილად. ორაგული საშუალო ზომის კუბიკებად დაჭერით. დაჭყლიტეთ და შეწვით ზეითუნის ზეთში ხახვი ოქროსფერ შეფერილობამდე.

ჯამში აურიეთ ცუკინი, ორაგული და ხახვი. ცალკე მოზილეთ ცომი კვერცხის, ფქვილის, მწვანილის, მარილის და პილპილის. გააერთიანეთ ცომი თევზის მასასთან და ცუკინისთან. აურიეთ. ცომი სისქით არაჟანივით უნდა იყოს.

ზეთით გამთბარ ტაფაზე კოვზით ცომი დადეთ და ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. გადმოიღეთ ქაღალდის პირსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოშორდეს. მორთეთ მწვანილით, პომიდორი ჩერით და ლიმნით.

 

სტეიკი

7 простых обедов для тех, кто сильно занят

ინგრედიენტები:

  • 1 კგ გასუფთავებული ხორცი
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი, დაფქული პილპილი
  • ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო
  • პომიდორი ჩერი
  • ნედლი მწვანილი

მომზადება:

გააცხელეთ ტაფა-გრილი. წაუსვით მცენარეული ზეთი. შეწვით 1 სმ სისქის სტეიკი ორივე მხრიდან. მზა ხორცი “დაასვენეთ” დაფაზე, გადახურეთ ფოლგით. გარნირისთვის შეწვით ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. შემდეგ იმავე ტაფაზე შეწვით, სანამ ხორცი “ისვენებს”, პომიდორთან ერთად მცენარეული ზეთი დაასხით.

 

შემწვარი სოკო არაჟნით

ინგრედიენტები:

  • 300 გ შამპინიონები
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • 1 თავი დაჭყლეტილი ხახვი
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი, კარი

მომზადება:

დაჭყლიტეთ ხახვი. სოკო ფირფიტებად დაჭერით. ჩათუშეთ ტაფაზე ხახვი ოქროსფერ შეფერილობამდე, რომელიც მცენარეული ზეთით უნდა იყოს გამთბარი. დაუმატეთ ტაფას სოკო, აურიეთ და ჩათუშეთ სითხის გამოწურვამდე საშუალო ცეცხლზე 20 წუთით. მოაყარეთ მარილი და მოასხით არაჟანი. აურიეთ და შეწვით სოკო კიდევ 5 წთ. გადმოღეთ ტაფა ცეცხლიდან, მოათავსეთ სოკო კერძზე, დაუმატეთ საკმაზები.

 

სპაგეტი ცუკინით

ინგრედიენტები:

  • 200 გ ნიგოზი
  • 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი (75 მლ)
  • 2-3 გამომშრალი პომიდორი
  • 1 წითელი წიწაკა ჩილი, გასუფთავებული
  • 4 კბილი ნიორი
  • მარილი
  • 400 გ სპაგეტი
  • 1 ცუკინი
  • 1/2 ლიმონი (წვენი და ქერქი)

მომზადება:

გააცხელეთ გაზქურა 150 გრადუსზე 10-15 წუთით. მოხარშეთ სპაგეტი. წყალი შეინახეთ ცხელი.

აურიეთ ნიგოზი პომიდორთან, წიწაკა ჩილისთან, ნიორთან, ზეითუნის ზეთთან და მარილთან. ყველაფერი აურიეთ ბლენდერში სოუსის მიღებამდე. დაჭერით ცუკინი. დაჭერით სპაგეტიც. ცუკინიგს გული მაქსიმალურად წვრილად დაჭერით. აურიეთ ცუკინი და მოხარშული სპაგეტი, დაასხით პასტისგან მორჩენილი ცხელი წყალი 3 წუთით.

გადაასხით წყალი, დაასხით პასტას ლიმნის წვენი და აურიეთ ცედრასთან. შემდეგ აურიეთ ნიგოზის სოუსთან და ჩილისთან.


როგორ მოვამზადოთ თეთრი თევზი ტომატის სოუსში?

გთავაზობთ ტომატის სოუსში მოთავსებული თევზის ერთ-ერთ საინტერესო რეცეპტს.

თევზი ტომატის სოუსით

ინგრედიენტები

  • 900 გ თეთრი თევზის ფილე
  • 100 გ ლიმონის წვენი
  • 3 ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ცალი ხახვი
  • 2 ცალი ნიორი
  • 3 ცალი პომიდორი
  • 1 ს. კ. ტომატ პასტა
  • 60 მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • ნახევარი ჭიქა ოხრახუში
  • ერთი ჩ. კ. პაპრიკა
  • თითო მწიკვი შაქარი, დარიჩინი, შავი პილპილი და მარილი

მომზადება

  1. პირველ რიგში თევზის ფილეს მოაყარე პარილი და პილპილი.
  2. შემდეგ საცხობ ფორმას წაუსვი ზეითუნის ზეთი, ჩააწყე მასში თევზის ფილე და მოასხი ლიმონის წვენი. შედგი მაცივარში 30-60 წუთით, სანამ სხვა ინგრედიენტებს მოამზადებ.
  3. გააცხელე ღუმელი. დიდ ტაფაში კი შეათბე ზეითუნის ზეთი და ჩაყარე მასში წვრილად დაჭრილი ხახვი, მოშუშე ის ოქროსფრამდე.
  4. ამის შემდეგ ტაფაში ჩაყარე მარილი, დაამატე წვრილად დაჭრილი ნიორი და დატოვე ცეცხლზე ერთი წუთის განმავლობაში.
  5. ტაფას ჩაამატე კუბებად დაჭრილი პომიდორი, შაქარი, პაპრიკა, დარიჩინი, ღვინო, ოხრახუშის ნახევარი. ტომატ პასტა კი გახსენი 1/4 ჭიქა წყალში და შემდეგ ისიც ჩაასხი ტაფაში. მოაყარე მარილი და პილპილი.
  6. როცა ტაფის შიგთავსი დუღილს დაიწყებს, მოხადე ხუფი და დაბალ ცეცხლზე შუშე კვლავ 15 წუთი. სოუსი დაუჯერებლად არომატული გახდება.
  7. გადმოდგი სოუსი ცეცხლიდან და დაასხი ის თევზის ფილეს. მოაყარე დანარჩენი ოხრახუში. გააცხელე ღუმელი 180 გრადუსამდე, მოათავსე მასში თევზი და გამოაცხე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. შუალედში შეგიძლია გამოიღო საცხობიდან და ერთხელ გადაატრიალო, რათა თევზის ყველა ნაწილი ჩაიძიროს სოუსში. შემდეგ კვლავ შედგი ღუმელში.

თევზი მიიტანე სუფრაზე ბრინჯთან ან კარტოფილთან ერთად. არომატული ტომატის სოუსი განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს ნებისმიერი თეთრი ჯიშის თევზს.

მოამზადე კერძი სიამოვნებით და გაუზიარე ეს არაჩვეულებრივი რეცეპტი მეგობრებსაც!

 

მრავალფენიანი ღვეზელების რეცეპტები

გახსოვთ ბიჭუნა, რომელიც კარლსონს უმტკიცებდა, რომ ბედნიერება ღვეზელებში არაა? მას ეს საოცარი ღვეზელები ნამდვილად არ გაუსინჯავს, რასაც ახლა გთავაზობთ.

წლების განმავლობაში კულინარები მთელ მსოფლიოში ცდილობენ ახალი რეცეპტების შექმნას, ექსპერიმენტების ჩატარებას არამხოლოდ ფორმის, არამედ შიგთავსის კუთხით. ამჯერად ყურადღება გავამახვილოთ მრალფენიან ღვეზელებზე, რომლებიც გარედანაც გემრიალად გამოიყურება და შიგნიდანაც.

ლავაშითა და ხორცით

ინგრედიენტები

  • 300–400 გ თხელი ლავაში
  • 500 გ საქონლის ფარში
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 200 გ მაგარი ყველი
  • 250 მლ კეფირი
  • 1 კვერცხი
  • 30 გ ნაღების კარაქი
  • მწვანილი, პილპილი, მარილი

მომზადება

  1. ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო დახეხეთ მსხვილად, ფარში ტაფაზე შეწვით ზეთის დამატების გარეშე. როცა გამუქდება, დაუმატეთ ხახვი და სტაფილო. მოაყარეთ მარილი და პილპილი. აურიეთ. დაუცადეთ კიდევ 3 წუთი, შემდეგ გადმოიღეთ და გააცივეთ.
  2. დარჩენილ ფარშს დაუმატეთ გახეხილი ყველი და დაჭყლეტილი მწვანილი. აურიეთ. ცალკე ჭურჭელში კვერცხი ათქვიფეთ კეფირთან ერთად.
  3. გამოსაცხობი ფორმის ძირზე ჯვრის ფორმით დადეთ ლავაშის 2 ფირფიტა. დარჩენილი ლავაში კვადრატებად დაჭერით ფორმის გასწვრივ.
  4. მოათავსეთ ცოტაოდენი შიგთავსი, თანაბრად გაანაწილეთ. ლავაშის კვადრატი კვერცხის მასაში ჩააგდეთ და შიგთავსით დაფარეთ. ააგეთ კონსტრუქცია.
  5. ღვეზელს ზევიდან ნაღების კარაქის ნაჭრები მოაყარეთ და გაზქურაში 20 წუთით 220 გრადუსზე მოათავსეთ.

 

კარტოფილის ღვეზელი ბოსტნეულით და ხორცით

ინგრედიენტები

  • 1 კგ კარტოფილი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ხახვი
  • 2–3 პომიდორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 400 გ ხორცის ფარში
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 150 მლ ნაღები 15 % ცხიმიანობით
  • 100 გ მაგარი ყველი
  • მარილი და შავი პილპილი

მომზადება

  1. ფარში შეწვით მშრალ ტაფაზე. როცა ოდნავ გამუქდება, დაჭყლეტილი ხახვი დაუმატეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი, მოამზადეთ 2 წთ, გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააცივეთ. გაციებულ ფარშს დაუმატეთ დაჭყლეტილი ოხრახუში. აურიეთ.
  2. კარტოფილი გაასუფთავეთ, დაჭერით 2-3 მმ სისქის ფირფიტებად. პომიდორი რგოლებად, წიწაკაც.
  3. გამოსაცხობი ფორმის ძირზე წაუსვით ზეითუნის ზეთი. კარტოფილის ფენაზე მოათავსეთ ფარში შემწვარი ხახვით, შემდეგ პომიდორის რგოლები.
  4. პომიდორის ზევიდან კარტოფილის მეორე ფენა მოათავსეთ, შემდეგ ფარში, რომელსაც ბულგარული წიწაკით დაფარავთ. მესამე ფენაა – კარტოფილი – ფარში – პომიდორი. დაასრულეთ კარტოფილის ფენით, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  5. შეფუთეთ ფოლგით და მოათავსეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე 40 წუთით. ამის შემდეგ მოხსენით ფოლგა, მოასხით ნაზავს ნაღების მასა და გახეხილი ყველი. დააბრუნეთ გაზქურაში 20 წუთით.

 

ბლინის ღვეზელი ქათმით და ხაჭოთი

ინგრედიენტები ბლინებისთვის

  • 350 გ ფქვილი
  • 1 ლ რძე
  • 3 კვერცხი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 120 მლ მზესუმზირის ზეთი
  • მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 500 გ მოხარშული ქათმის ხორცი
  • 200 გ ხაჭო ნებისმიერი ცხიმიანობის
  • 1 კონა კამა
  • 100 მლ ნაღები ნებისმიერი ცხიმიანობის
  • 1 ხახვი
  • 50 გ მაგარი ყველი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • მარილი, შავი პილპილი

მომზადება

  1. ამ ინგრედიენტებიდან მოამზადეთ ცომი ბლინისთვის. გამოაცხვეთ საშუალო სისქის ბლინები.
  2. ქათმის ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, აურიეთ ხაჭოსთან,დ აჭყლეტილ კამასთან და ნაღებთან. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  3. მრგვალ ფორმაში მოათავსეთ 1 ბლინი, წაუსვით შიგთავსი, დაადეთ ზევიდან მეორე ბლინი. გააგრძელეთ ღვეზელის ფორმირება, სანამ პროდუქტები არ დაგიმთავრდებათ.
  4. კვერცხი აურიეთ წვრილად დაჭრილ მაგარ ყველთან. დაასხით ნაზავი, ნარჩენები ზევიდან მოაყარეთ. მოათავსეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 15 წუთით.
  5. სანამ ცხვება, გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით თხელ ნახევარ მთვარეებად და ტაფაზე შაქრის დამატებით კარამელიზება გაუკეთეთ. მზა ღვეზელს მოაყარეთ შემწვარი ხახვი.

ამ ღვეზელებით სუფრაზე სადღესასწაულო განწყობას შექმნით და კუჭსაც გაახარებთ.

 

პურზე წასასმელი სხვადასხვა საშუალება. 12 პასტის რეცეპტი

რაც დრო გადის, ბუტერბროდები სულ უფრო პოპულარული ხდება გასაგები მიზეზების გამო: ცხოვრების სწრაფი ტემპი, მომუშავე ქალები… და ბუტერბროდი შიმშილის იოლი დაკმაყოფილების ყველაზე ოპტიმალური საშუალებაა.

და მაინც ფრაზა – “შენ ისევ ბუტერბროდებით იკვებები?” – კვლავ გამქირდავ ტონს ატარებს. ჯანსაღი ცხოვრების მოტრფიალეები გვირჩევენ თავი შევიკავოთ თეთრი პურისგან, ძეხვისგან, ნაყიდი მაიონეზისა და სოუსებისგან, კარაქის შემცვლელებისგან…

ჩვენ შემოგთავაზებთ 12 სახის პურზე წასასმელ საშუალებას, რომლებიც ჯანსაღი პროდუქტებისგან მზადდება და თქვენი სწორი კვების სისტემის ნაწილი გახდება.

ნებისმიერი ბუტერბროდის ფუძე – პურია. გამოიყენეთ შავი ან ქატოს პური, ასევე დაღერღილი მარცვლისგან გამომცხვარი პური, თხელი ლავაში…

 

გუაკამოლე

ეს ტრადიციული მექსიკური საუზმეა. თუ მწარე არ გიყვარს, ნუ გამოიყენებ წიწაკა ჩილის.

ინგრედიენტები

  • ერთი წიწაკა ჩილი
  • სამი ავოკადო
  • ორი პომიდორი
  • ერთი ხახვი
  • ერთი ლაიმი
  • ერთი კონა ქინძი
  • ერთი კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. წვრილად დაჭერი ხახვი, პომიდორი და ქინძი. დაჭყლიტე ნიორი, შეურიე ცოტა მარილი.
  2. გაჭერი ავოკადო შუაზე, ამოაცალე კურკა.
  3. ავოკადოს რბილობი ჩაჭყლიტე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. მაშინვე დაამატე ლაიმის წვენი, რომ ავოკადო არ გაშავდეს.
  5. შეურიე ყველა ინგრედიენტი და მიიტანე სუფრასთან.

კვერცხის პაშტეტი

  • ექვსი ცალი კვერცხი
  • ორი ს. კ. ყველი
  • ერთი ს. კ. მაიონეზი ან არაჟანი
  • ნახევარი ჩ. კ. კურკუმა
  • ერთი ჩ. კ. ლიმონის წვენი
  • ორი ჩ. კ. გახეხილი ხახვი
  • შავი დაფქული პილპილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. კვერცხი მოხარშე, გაფცქვენი და ჩაჭყლიტე ჩანგლით.
  2. დაამატე დარჩენილი ინგრედიენტები. აურიე.
  3. შედგი მაცივარში ერთი საათით.
  4. გამოიყენე გახუხული ტოსტის პურზე წასასმელად.

 

მწვანე კარაქი

ინგრედიენტები

  • 150 გ კარაქი
  • ერთი კბილი ნიორი
  • ერთი ს. კ. ლიმონის წვენი
  • ერთი კონა კამა
  • წითელი წიწაკა (სურვილის მიხედვით)
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭრილი კამა დააბლენდერე ლიმონის წვენთან ერთად.
  2. მანდვე დაამატე დარბილებული კარაქი და ნიორი.
  3. მოაყარე მარილი და წითელი წიწაკა.
  4. მიღებული მასა მოათავსე საკვებ ცელოფანზე და დაახვიე ძეხვისებურად.
  5. შეინახე კარაქი მაცივარში ცელოფნიანად. შემდეგ დაჭერი.

 

ბადრიჯნის პასტა

ინგრედიენტები

  • სამი ცალი ბადრიჯანი
  • 40 გ ნიგოზი
  • 20 მლ წყალი
  • ნახევარი ჩ. კ. ორეგანო
  • ერთი კბილი ნიორი
  • ერთი მწიკვი დაფქული კუმინი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

1, ბადრიჯანი გარეცხე და დაჩხვლიტე ჩანგლით რამდენიმე ადგილას.

2. დაალაგე საცხობზე და შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით. შეგიძლია ბადრიჯნის შუაზე გაჭრაც სწრაფი მომზადების მიზნით.

3. როდესაც ბადრიჯანი დარბილდება, გააციე და ჩაალაგე პოლიეთილენის პაკეტში ხუთი წუთით. ამის შემდეგ მოაცალე ქერქი.

4. ნიგოზი დაფქვი წვრილად, შესაძლოა ყავის საფქვავშიც.

5. ბლენდერში შეურიე ერთმანეთს ბადრიჯნის რბილობი, ნიგოზი, ნიორი და სანელებლები.

6. დაასხი წყალი და კარგად ათქვიფე. უნდა მიიღო სქელი არაჟნის სისქის მასა.

ქათმის ღვიძლის პაშტეტი

ინგრედიენტები

  • 500 გ ქათმის ღვიძლი
  • 250 გ კარაქი
  • ერთი ცალი ხახვი
  • ერთი ცალი სტაფილო
  • ოთხი ს. კ. მშრალი ღვინო
  • ერთი კბილი ნიორი
  • 1/4 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი
  • ერთი მწიკვი დაფქული მიხაკი
  • ორი ს. კ. ზეთი
  • ერთი ჩ. კ. მარილი
  • დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ხახვი გაფცქვენი და დაჭერი ნახევარრგოლებად.
  2. სტაფილო გაფცქვენი და დაჭერი 2-3 სმ სისქის რგოლებად.
  3. ხახვი შეწვი ოქროსფრამდე.
  4. სტაფილო დაამატე ღვიძლს.
  5. დაასხი ერთი ჭიქა წყალი, მოაყარე მარილი და პილპილი და მიიყვანე ადუღებამდე.
  6. დააფარე ხუფი და შუშე 30 წუთის მანძილზე.
  7. შემდეგ მოხადე ხუფი და კვლავ შუშე, სანამ წყალი არ ამოორთქლდება.
  8. ნარევი გააციე და შეურიე დარბილებული კარაქი.
  9. დაამატე დარჩენილი საკმაზი და მშრალი ღვინო. ათქვიფე ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  10. ქათმის ღვიძლის პაშტეტი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

 

ხაჭოიანი მასა ნივრით

ხაჭოს პასტა ნივრითა და მწვანილით რბილი ყველის საუკეთესო ალტერნატივაა. ასე მომზადებული ბუტერბროდები გამოდის დაუჯერებლად გემრიელი და ნაზი.

ინგრედიენტები

  • 250 გ უცხიმო ხაჭო
  • 50 გ ნატურალური იოგურტი
  • ნიორი გემოვნებით
  • ახალი მწვანილი: კამა, ოხრახუში, ქინძი – გემოვნებით
  • მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხე მწვანილი და წვრილად დაჭერი, ხაჭო კი გაატარე საცერში.
  2. დაამატე ხაჭოს მწვანილი და იოგურტი.
  3. ნიორი ჩაჭყლიტე და მიამატე ხაჭოს მასას.
  4. მოაყარე მარილი და პილპილი და აურიე.
  5. სუფრასთან მიიტანე შავ პურთან ან ,,ხლებცებთან” ერთად.

 

თევზის პასტა თინუსისგან

ინგრედიენტები

  • 400 გ ზეთიანი თინუსის კონსერვი
  • 100 გ რბილი ყველი
  • ერთი ს. კ. ბერძნული იოგურტი
  • ნახევარი ლიმონის გახეხილი ცედრა
  • დაფქული პილპილი

მომზადება

  1. შეურიე ყველა ინგრედიენტი სამზარეულოს კომბაინში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. გადაიტანე ნარევი თასში და მოაყარე დაფქული შავი პილპილი.
  3. ძალიან უხდება შავ პურს.

 

შოკოლადის პასტა

ინგრედიენტები

  • 200 მლ რძე
  • ერთი ჭიქა შაქარი
  • ერთი ს. კ. ფქვილი
  • ერთი ს. კ. კაკაოს ფხვნილი
  • 50 გ კარაქი
  • 40 გ ფუნდუკი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. შეურიე ქვაბში შაქარი, ფქვილი, კაკაოს ფხვნილი და მწიკვი მარილი.
  2. მცირე პორციებით, ისე რომ თან ურიო, ჩაასხი რძე.
  3. ნარევი დადგი ცეცხლზე და მიიყვანე ადუღებამდე.
  4. რაც შეიძლება წვრილად დაჭერი თხილი.
  5. ადუღებისთანავე რძიან ნარევს დაამატე კარაქი და დაქუცმაცებული თხილი.
  6. კვლავ მიიყვანე ადუღებამდე და ხარშე ორი – სამი წუთი, სანამ გასქელდება. თან უწყვეტად ურიე.
  7. გადაასხი შესაბამის ჭურჭელში და გააციე.
  8. სახლის შოკოლადის პასტა სუფრასთან მიიტანე ტოსტებთან ერთად.

 

არაქისის პასტა

ინგრედიენტები

  • 300 გ არაქისი
  • ერთი ჩ. კ. თაფლი
  • ორი ს. კ. ზეთი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. მოხალე არაქისი და გაასუფთავე.
  2. არაქისი ჩაყარე ბლენდერში და დაიწყე მისი დაქუცმაცება იმპულსური მოძრაობებით. ბლენდერი უნდა იყოს მძლავრი. თუ ის გადახურდა, შეწყვიტე დაფქვა და შეასვენე 15 წუთით. შემდეგ გააგრძელე.
  3. დაამატე კარაქი, თაფლი და მარილი და გააგრძელე თქვეფა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. ასეთი სახით მომზადებული პასტა ნაყიდთან შედარებით სქელი გამოდის.

 

სოკოს კარაქი

ინგრედიენტები

  • ოთხი ს. კ. შემწვარი სოკო
  • ერთი ხახვი
  • 100 გ კარაქი
  • ერთი ჩ. კ. ლიმონის წვენი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ხახვი გახეხე სახეხზე.
  2. სოკო შეწვი ზეთში. შემდეგ შეურიე ერთმანეთს შემწვარი სოკო, გახეხილი ხახვი, კარაქი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი ბლენდერის ჭურჭელში.
  3. ათქვიფე ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

 

ზეთისხილის პასტა

ინგრედიენტები

  • ერთი ქილა უკურკო შავი ზეთისხილი
  • 1/4 ლიმონის წვენი
  • ერთი ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ყველა ინგრედიენტი ჩაყარე ბლენდერში და დააქუცმაცე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. დაამატე ლიმონის წვენი და მოაყარე ცოტა პილპილი.
  3. კარგად აურიე და სუფრასთან მიიტანე თეთრი ფქვილით გამომცხვარ პურთან ერთად.

 

სტაფილოს პასტა

ინგრედიენტები

  • 200 გ სტაფილო
  • ერთი ცალი ხახვი
  • ორი ს. კ. სოიოს სოუსი
  • ორი ს. კ. წყალი
  • თითო ჩ. კ. ძირა, კურკუმა და კორიანდრი
  • ნახევარი ჩ. კ. ლიმონის წვენი
  • ერთი ს. კ. ზეთი
  • ორი კბილი ნიორი

მომზადება

  1. წვრილად დაჭერი ხახვი და ნიორი. სტაფილო გახეხე საშუალო სახეხზე.
  2. სანელებლები მოხალე მსუბუქად მშრალ ტაფაზე. დაამატე კარაქი, ხახვი და ნიორი. შეწვი ოქროსფერის მიღებამდე.
  3. დაამატე გახეხილი სტაფილი. მოშუშე დარბილებამდე.
  4. შემდეგ ცოტა გააციე. დაამატე სოიოს სოუსი, ლიმონის წვენი და წყალი.
  5. ათქვიფე ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სუფრასთან მიიტანე მაცივარში კარგად გაციებული სახით.

ყველა აღწერილი რეცეპტი საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომია. რაც მთავარია, მრავალფეროვანი ბუტერბროდების მომზადება გააიოლებს თქვენი კვების საკითხს საუზმობისა და ასევე სამსახურში წახემსების დროს.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!

 

10 გამაგრილებელი სასმელი ცხელი ზაფხულისთვის. დატკბი ცივი გემოებით!

ზაფხულის სიცხეში აუცილებელია ბევრი სითხის მიღება. ამ მხრივ წყალს არაფერი შეედრება. თუმცა პაპანაქებაში ის თითქოს წყურვილს არ კლავს. ბევრი ამ დროს გაზიან ტკბილ სასმელს ეძალება, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. კალორიების გარდა მას ორგანიზმისთვის ის ზიანიც მოაქვს, რომ იწვევს მის გაუწყლოვნებას და შაქრიანი დიაბეტის პროვოცირებას.

გთავაზობთ ათი სახის გამაგრილებელ სასმელს, რომლებიც კარგად კლავს წყურვილს, სწრაფად მზადდება  და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება. დარწმუნებული იყავით, ისინი არაერთხელ გადაგარჩენენ ზაფხულის დღეებში სიცხისა და წყურვილისგან.

1. მარწყვი, ლიმონი და ბაზილიკი

ინგრედიენტები

  • 5-6 ცალი მარწყვი, გაჭრილი შუაზე
  • 1/2 დაჭრილი ლიმონი
  • 1 პატარა მუჭი ახალი ბაზილიკი
  • ცივი წყალი
  • ლიმონი
  • მომზადება

ყინული და ხილი ჩაყარე საწვენეში, დაამატე დაქუცმაცებული ბაზილიკი, შემდეგ ჩაასხი ცივი წყალი და დადგი ერთი საათით. ყველა სასმელის შემთხვევაში: შეგიძლიათ ხილის ჩანგლით დაჩხვლეტა წვენის უკეთ გამოყოფისთვის.

 

2. ფორთოხალი და კიტრი

ინგრედიენტები

  • 2 დიდი ფორთოხალი
  • 1 ცალი ლიმონი
  • 1/2  დიდი კიტრი
  • 1 მუჭა ახალი პიტნა
  • ცივი გაფილტრული წყალი
  • ყინული

მომზადება

ხილი და კიტრი დაჭერი და ჩაალაგე საწვენეში ყინულთან ერთად. ჩაასხი ცივი წყალი, ჩააყარე დაქუცმაცებული პიტნა და დადგი ერთი საათით.

 

3.მარწყვი, ლაიმა, კიტრი

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა მარწყვი
  • 1 ჭიქა დაჭრილი კიტრი
  • 2 ცალი ლაიმა
  • 1/4 ჭიქა პიტნა
  • ცივი გაფილტრული წყალი
  • ყინული

მომზადება

დაჭრილი ლაიმა, კიტრი და მარწყვი ჩაყარე საწვენეში ყინულთან ერთად, დაამატე ცივი წყალი და დადგი მინიმუმ ერთი საათით.

 

4. შავი მოცვი და ფორთოხალი

ინგრედიენტები

  • 2 ფორთოხალი
  • 1 მუჭა მოცვი
  • ცივი გაფილტრული წყალი
  • ყინული

დაჭრილი ფორთოხალი მოცვთან ერთად ჩაყარე საწვენეში, დაამატე ყინული და ცივი წყალი. შედგი მაცივარში 2 – 24 საათით.

 

5.გრეიფრუტი და როზმარინი

ინგრედიენტები

  • 1/2 გრეიფრუტი
  • რამდენიმე ტოტი როზმარინი
  • ცივი გაფილტრული წყალი
  • ყინული

მომზადება

დაჭრილი გრეიფრუტი ჩაყარე საწვენეში როზმარინთან ერთად, დაამატე ცივი წყალი და ყინული და შედგი მაცივარში მთელი ღამით.

 

6. ჟოლო, ვარდის ფურცლები და ვანილი

ინგრედიენტები

  • 200 გ ჟოლო
  • ვარდის ფურცლები
  • ვანილი
  • ცივი გაფილტრული წყალი
  • ყინული

მომზადებ

ყველა ინგრედიენტი ჩაყარე საწვენეში, ჩააყარე ყინული და ჩაასხი ცივი წყალი. შედგი მაცივარში და დატოვე მთელი ღამით.

 

7.შავი მოცვი და ლავანდა

ინგრედიენტები

  • 250 გ მოცვი
  • ლავანდას ყვავილები
  • ცივი გაფილტრული წყალი
  • ყინული

მომზადება

კენკრა მსუბუქად გაჭყლიტე და ჩაყარე საწვენეში ლავანდასა და ყინულთან ერთად. დაამატე ცივი წყალი და შედგი მაცივარში ნახევარი საათით.

 

8. მანგო და ლაიმა

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა დაჭრილი მანგო
  • 2 სუფრის კოვზი ახალგამოწურული ლაიმას წვენი
  • 4 სუფრის კოვზი შაქარი
  • ცივი გაფილტრული წყალი
  • ყინული

მომზადება

ყველა ინგრედიენტი წყალთან ერთად დააბლენდერე, შემდეგ დაამატე ლიმონი და შედგი მავივარში კარგად გაციებამდე.

 

9. ნესვი, ლაიმა და ჟოლო

ინგრედიენტები

  • 1 საშუალო ზომის მწიფე ნესვი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 5 ლაიმა
  • 1 ჭიქა ჟოლო
  • ცივი გაფილტრული წყალი
  • ყინული

მომზადება

გაჭერი ნესვი შუაზე, ამოაცალე თესლი კოვზით, გაასუფთავე რბილობი ქერქისგან და დაჭერი ნაჭრებად. დააქუცმაცე ნესვი ბლენდერში. გამოიყენე ბადე წვენის გადასაწურად. გადაასხი ნესვის წვენი საწვენეში და დაამატე 4 ჭიქა წყალი. გამოწურე წვენი ლაიმისგან და აურიე მასში შაქარი სრულ გახსნამდე. გადაასხი ლაიმის წვენი ჭურჭელში, დაამატე იქვე ჟოლო და ყინული.

 

10. კივი და კიტრი

ინგრედიენტები

  • 6 გაფცქვნილი კივი
  • 1 გაფცქვნილი კიტრი
  • შაქარი გემოვნებით
  • ცივი გაფილტრული წყალი
  • ყინული

მომზადება

აურიეთ ბლენდერში კივი, კიტრი, შაქარი და 2 ჭიქა წყალი. შემდეგ გადაასხი მასა საწვენეში და დაამატე კიდევ 4 ჭიქა წყალი. მოათავსე მანდვე ყინული, ხოლო სუფრაზე მიტანის წინ მორთე კივის ნაჭრებით.

ეს გამაგრილებელი სასმელები არაერთხელ გადაგარჩენთ სიცხისგან ზაფხულში. დაივიწყეთ მზა ტკბილი წვენები, რადგან ახლა თქვენც შეგიძლიათ ძალიან გემრიელი და სასარგებლო სასმელების თქვენი ხელით მომზადება!

 

გამაგრილებელი სასმელები ლაიმისა და პიტნის, ასევე იმბირისა და ლიმონის კომბინაციით.

ლაიმი და პიტნა – ეს ერთ-ერთი გამორჩეული გემოთა შეთანხმებაა. მსგავსი დუეტი შეიძლება შეგხვდეთ ბევრ პროდუქტში: კანფეტებში, ორცხობილებში, სასმელებში… თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც არის ლაიმისა და პიტნის კოქტეილები. მათ გამახალისებელი და გამამხნევებელი ეფექტი აქვთ და ალკოჰოლური სასმელების კარგ ალტერნატივას წარმოადგენენ.

გაინტერესებთ, შესაძლოა თუ არა აღნიშნული კოქტეილების მომზადება სახლის პირობებში? ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე შესანიშნავი სასმელის მომზადების მეთოდს, რომელთა რეცეპტი საკმაოდ მარტივია.

სასმელების მოსამზადებელი მარტივი რეცეპტები

კულინარიაში უკვე არსებობს ლაიმისა და პიტნის კომბინაციით მიღებული სასმელების სხვადასხვა ვარიანტი. ჩვენ გთავაზობთ არსებული რეცეპტებიდან უფრო მარტივ და პოპულარულ მეთოდებს.

სახლში მომზადებული ლიმონათი

სახლის უგემრიელესი ლიმონათის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ლაიმი, პიტნა, ყინული და წყალი.

პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ ყინული. ამისათვის სპეციალურ ფორმებში ვასხამთ წყალს და ვდგამთ საყინულეში რამდენიმე საათის მანძილზე.

ამის შემდეგ გარეცხე ლაიმი და პიტნა და ცოტა ხნით შეაშრე. ლაიმი დაჭერი წრეებად ან პატარა კუბებად. პიტნა და ლაიმი ჩაყარე მაღალი მინის ჭურჭელში, დაამატე მათ ყინული და ბოლოს დაასხი წყალი. სუფრაზე მიტანის წინ კოქტეილი მორთე პიტნის ღეროებით. სასურველია დალევის საწრუპი მილის გამოყენება.

უალკოჰოლო მოჰიტო

ამ კოქტეილის მოსამზადებლად ნახევარი ლაიმი დაჭერი რგოლებად, პიტნა კი წვრილად დააქუცმაცე. შეგიძლია ამისთვის ბლენდერის გამოყენებაც. აღნიშნული კომპონენტები მოათავსე მინის ჭურჭელში და დააყარე მათ ცოტა შაქარი. ის სასმელს სიმწარეს და სიმჟავეს მოაშორებს. ამოურიე სითხეს შაქრის სრულ გახსნამდე. შემდეგ ჩაამატე ყინული და დაასხი წყალი.

გაციების საწინააღმდეგო ჩაი

გემრიელი კოქტეილების გარდა ლაიმის და პიტნისგან შეგიძლია მოამზადო ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სასმელი, რომელიც გიხსნის გაციებისგან. ის წარმოადგენს პროფილაქტიკურ და გამათბობელ საშუალებას ზამთრის (და არამხოლოდ) ცივ დღეებში.

მინის ჭიქაში ჩაყარე რემდენიმე ნაჭერი ლაიმი (შეგიძლია ამ მიზნით ლიმონიც გამოიყენო) და ორი ღერო პიტნა. შემდეგ დაასხი მათ მდუღარე წყალი და დატოვე თავდახურულში 20 წუთის განმავლობაში. სურვილის მხედვით შეგიძლია გამოიყენო ჩაის ნაყენიც, რათა უფრო მდიდარი გემო მიიღო.

კოქტეილი პიტნითა და ციტრუსებით

სასიამოვნო კოქტეილების მომზადებისთვის კიდევ უფრო ნაჯერი არომატის მისაცემად, ლაიმის გარდა, შეგიძლია გამოიყენო სხვა ციტრუსებიც: ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი.

პირველ რიგში დააქუცმაცე სასურველი ციტრუსები და პიტნა. შემდეგ შეურიე ერთმანეთს და დააყარე ცოტა შაქარი. წვენის გამოშვების მიზნით დატოვე ეს მასა 20-30 წუთით. შემდეგ ჩააყარე მას ყინული, დაასხი წყალი და ბოლოს დატკბი არომატული და გამამხნევებელი ცივი სასმელით.

იმბირი ლიმონთან ერთად საუკეთესო იმუნომასტიმულირებელი საშუალებაა. თუ ამ ორი კომპონენტის ნარევს თაფლსაც დავამატებთ, მივიღებთ შეუცვლელ წამალს გაციების საწინააღმდეგოდ, ასევე სისხლძარღვების გამწმენდ და ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელ ეფექტურ საშუალებას.

იმბირისა და ლიმონის სასმელი

სამკურნალო და გამაგრილებელი სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდება 200 გრამი თაფლი, გახეხილი იმბირის ფესვი და ორი ლიმონის წვენი. იმბირის ფესვი დაჭერი 2-3 სმ სისქის რგოლებად. შემდეგ დაასხი მდუღარე წყალი და დატოვე 30-35 წუთით. დაამატე 1/4 ლიმონის წვენი და 1-2 ჩ. კ. თაფლი. გააციე ან დალიე თბილი, სურვილის მიხედვით.

იმბირის ლიმონათი

მოამზადე ინგრედიენტები შემდეგი სახით: გაფცქვენი იმბირის ფესვი და გახეხე ის სახეხზე. შეგიძლია დაჭრა თხელ რგოლებად. გარეცხე ლიმონი და გაყავი შუაზე. ერთი ნახევრისგან წვენი გამოწურე, მეორე – რგოლებად დაჭერი. შემდეგ გახეხილ ან წვრილად დაჭრილ იმბირს დაასხი მდუღარე წყალი და დადგი 10 წუთით. შემდეგ დაამატე დანარჩენი ინგრედიენტები, კერძოდ, იმბირის წყალს დაამატე ლიმონის წვენი და კარგად აურიე. ჭურჭელი შეფუთე თბილი ქსოვილით და დატოვე 25 წუთით. გაციებულ ნაყენში დაამატე თაფლი და ლიმონის დარჩენილი ნაჭრები.

იმბირი საკმარისია, რომ მიიღოთ 100-200 გ დღის განმავლობაში. მას უკუჩვენება აქვს გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს. ეცადეთ იმბირის შემცველი სასმელები მიიღოთ დაძინებამდე არაუგვიანეს 2 საათისა, რათა უძილობამ არ შეგაწუხოთ.

თუ მოგეწონათ ჩვენი რეცეპტები, გაუზიარეთ ისინი თქვენს მეგობრებსაც სოციალურ ქსელებში!

 

ცივი ყავა – მრავალფეროვანი რეცეპტები

ყავა უნივერსალური პროდუქტია, ამიტომაც მის მოყვარულებს ზამთარშიც და ზაფხულშიც შეუძლიათ ამ სასმლის გემრიელი დაგემოვნება. ხანდახან გვეჩენება, რომ დილა სრულფასოვნად არ იწყება იქამდე, სანამ ყაავს არ მოვსვამთ. ახლა, გარეთ ზაფხულის სიცხეებია და 7 ცივ ყავის სასმელს გთავაზობთ, რომლებსაც სახლში ადვილად და სწრაფად მოამზადებთ. ყოველი სამუშაო დღე ფხიზლად და სასიამოვნოდ დაიწყება.

გლიასე

ინგრედიენტები

  • 400 გ ვანილის ნაყინი
  • 400 მლ ახლადმოხარშული ყავა
  • ათქვეფილი ნაღები
  • შავი შოკოლადი

მომზადება

ჭიქებში გაანაწილეთ 200 გ ნაყინი და დაასხით დარჩენილი ყავა პროპორციით 1:1. მორთეთ სასმელი ათქვეფილი ნაღებით და ზემოდან დახეხილი შოკოლადი მოაყარეთ.

ფრაპე

ინგრედიენტები

  • 200 მლ ახლადმოხარშული ყავა
  • 1 ს.კ. დატეხილი ყინული
  • 70 მლ რძე
  • 1 ჩ.კ. ალუბლის სიროფი

მომზადება

ყავა მოხარშეთ და გააცივეთ, შემდეგ ბლენდერის მეშვეობით აურიეთ სხვა დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად. ჩაასხით მაღალ, გამჭვირვალე ჭიქებში და მოაყარეთ დარიჩინი.

 

ცივი კაპუჩინო

капучино пошагово

ინგრედიენტები

  • 200 მლ რძე
  • 1 ს.კ. შოკოლადის სიროფი
  • 50 მლ მოხარშული ყავა
  • ყინული
  • შაქარი
  • დარიჩინი

მომზადება

ბლენდერში აურიეთ რძე, შოკოლადის სიროფი, ყინული და ყავა. ათქვიფეთ ყველაფერი, სანამ ქაფი არ წარმოიქმნება. დაუმატეთ კაპუჩინოს შაქარი და საგულდაგულოდ აურიეთ, კრისტალების საბოლოო გახსნამდე. ჩაასხით ჭიქებში და მორთეთ დარიჩინით.

 

რძე ყავიანი ყინულით

ინგრედიენტები

  • 5 ჩ.კ. ხსნადი ყავა
  • 5 ჩ.კ. შაქარი
  • 250 მლ მდუღარე წყალი
  • 250 მლ რძე
  • ვანილინი

მომზადება

შაქარი აურიეთ ხსნად ყავასთან, დაასხით მდუღარე წყალი და საგულდაგულოდ აურიეთ. სასმელი გააცივეთ და შემდეგ დაუმატეთ ვანილინი. ჩაასხით ყინულის ფორმებში. მოათავსეთ საყინულეში სრულ გაცივებამდე. მზა ყინული ჩაყარეთ ჭიქებში და დაასხით ცივი რძე. შედგით მაცივარში 10-15 წთ და მიირთვით.

 

ფორთოხლის ყავა

ინგრედიენტები

  • 200 მლ ფორთოხლის წვენი
  • 250 მლ წყალი
  • 150 გ შაქარი
  • 500 მლ ახლადმოხარშული ყავა
  • ფორთოხლის ქერქი

მომზადება

ქერქს დაასხით წყალი და წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთით. შემდეგ ქერქი დაწურეთ და სიროფი მთლიანად გააცივეთ. ფორთოხლის წვენი აურიეთ ყავასთან და სიროფთან. გადაასხით მაღალ ბოთლში, დაუმატეთ ყინული და ნაღები.

 

ქოლდ ბრიუ

ინგრედიენტები

  • 8 ს.კ. მსხვილად დაფქვილი ყავა
  • 1 ლ წყალი

მომზადება

ყავა ფართო, ღრმა ჭურჭელში ჩაყარეთ, შემდეგ თბილი წყალი დაასხით და მჭიდროდ დაახურეთ თავზე. მაცივარში 1 ღამით გააჩერეთ. მიღებული სასმელი გაცერით ჯერ საცერით, შემდეგ ქაღალდის ფილტრით. ჩაყარეთ ყინული.

 

ცივი ყავა ალუბლის წვენით

ინგრედიენტები

  • 100 მლ ახლადმოხარშული ყავა
  • 50 მლ ალუბლის წვენი
  • 50 მლ Coca-Cola
  • ლიმონი
  • ყინულის კუბიკები

მომზადება

ცივ ყავას დაუმატეთ ყინული, ალუბლის წვენი და კოლა. ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ. სასმელი ჭიქებში გაანაწილეთ და ლიმნის ნაჭრით მორთეთ.

ცივ ყავასთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ ცივი დესერტები და სრულად ისიამოვნოთ ზაფხულის დღეებით. თუ ყავას კაკაოთი ან ცხელი შოკოლადით ჩაანაცვლებთ, ბავშვებსაც თამამად გაუმასპინძლდებით.

 

ყავისა და ხილ-კენკრის სმუზების მომზადების წესები

ადრე, ყოველ დილას ერთ ჭიქა ყავას ვსვამდი. მაგრამ მას შემდეგ რაც დილაობით ყავის სმუზის კეთება დავიწყე, ყველაფერი შეიცვალა. სმუზის კოქტეილმა დიდი ხანია, რაც ჯანსაღი კვების მომხრეთა გულები დაიპყრო.

ამ შესანიშნავ სასმელში შენარჩუნებულია ყველა კვებითი თვისება, ვიტამინები და მასში შემავალი ხილისა და ბოსტნეულის უჯრედისი. სმუზი მზადდება სწრაფად, მარტივად და გამოიყურება ლამაზად და მადისაღმძვრელად. ყავის სმუზი პრაქტიკულად ყველა ადამიანს სჭირდება.

როგორ მოვამზადოთ ყავის სმუზი

დღეს ჩვენ მოგიმზადეთ ყავიანი სმუზის სამი შესანიშნავი რეცეპტი. ის ამხნევებს, აჯანსაღებს და გვჩუქნის კარგ განწყობას მთელი დღის მანძილზე. სმუზების შემადგენლობა ძალიან უხდება მათ, ვისაც სურს წონაში კლება.

ყავის სმუზი ”დილა მშვიდობისა”

ინგრედიენტები

  • ყავის ყინულის კუბიკები
  • ორი ს. კ. შვრიის ფანტელი
  • ერთი ბანანი
  • ერთი ს. კ. ქოქოსის ფანტელი
  • ერთი ს. კ. სელის თესლი
  • ერთი ჩ. კ. თაფლი
  • ერთი ჭიქა ნუშის რძე
  • დარიჩინი გემოვნებით

მომზადება

  1. საღამოდან მოამზადე 250 მლ საყვარელი ყავა. გააციე ის, მოათავსე ყინულის ფორმებში და შედგი საყინულეში.
  2. ყველა ინგრედიენტი ჩაყარე ბლენდერის ჭურჭელში და კარგად ათქვიფე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეგიძლია ნუშის რძე სოიოს რძით შეცვალო.

სმუზი ყავითა და ბანანით

ინგრედიენტები

  • 250 მლ რძე
  • ერთი ბანანი
  • ორი ჩ. კ. ხსნადი ყავა
  • დარიჩინი
  • გახეხილი შოკოლადი

მომზადება

  1. გარეცხე და გაფცქვენი ბანანი, დაჭერი ის პატარა ნაჭრებად.
  2. ბლენდერის ჭურჭელში ჩაასხი რძე და დაამატე ბანანი. კარგად ათქვიფე, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებ, შემდეგ დაამატე ხსნადი ყავა და განაგრძე თქვეფა კვლავ ერთი წუთი.
  3. გემოს გასაძლიერებლად შეგიძლია ცოტა დარიჩინის დამატებაც. ხოლო მოსართავად – გახეხილი შოკოლადის. სურვილის შემთხვევაში, ჩვეულებრივი რძე შეგიძლია ნუშის რძით შეცვალო.

სმუზი ყავითა და შედედებული რძით

ინგრედიენტები ერთი პორციისთვის

  • 70 მლ მდუღარე წყალი
  • 50 მლ რძე
  • ერთი ჩ. კ. ხსნადი ყავა
  • ორი ს. კ. შედედებული რძე
  • ერთი ბანანი
  • 50 გ გახეხილი შოკოლადი

მომზადება

  1. გარეცხე ბანანი, გაასუფთავე და დაჭერი. შოკოლადი გახეხე წვრილ სახეხზე.
  2. მოამზადე ხსნადი ყავა და გააციე.
  3. ყველა ინგრედიენტი, შოკოლადის გარდა, ათქვიფე ბლენდერით.
  4. მზა სასმელში ჩაყარე გახეხილი შოკოლადი.

ეს გემრიელი, არომატული და ენერგიის მომცემი შესანიშნავი სასმელები აღგიმაღლებთ გუნება-განწყობას მთელი დღის მანძილზე.

ასევე გთავაზობთ სეზონური ხილისა და კენკრისგან მომზადებულ კომბინირებულ სმუზებს, რომლებიც მდიდარია ვიტამინებით და უჯრედისით.

სმუზი მარწყვითა და შვრიით

ინგრედიენტები

  • ხუთი ცალი მარწყვი
  • ორი ს. კ. შვრიის ფანტელი
  • ერთი მწიკვი გახეხილი იმბირი
  • 200 მლ წყალი ერთი ჩ. კ. თაფლი (სურვილის მიხედვით)

მომზადება

  1. შვრია ჩაალბე ერთ ჭიქა წყალში მთელი ღამით.
  2. დილით გადაიტანე შვრია ბლენდერში. დაამატე წყალი, რომელშიც იყო ჩამბალი, ასევე მარწყვი და იმბირი.
  3. კარგად ათქვიფე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ვაშლის სმუზი ალუბლით

ინგრედიენტები

  • 100 გ უკურკო ალუბალი
  • ერთი ცალი ვაშლი
  • 200 მლ ნატურალური იოგურტი
  • ერთი მწიკვი დარიჩინი
  • ერთი ს. კ. თაფლი

მომზადება

  1. ვაშლი გაფცქვენი, ამოაჭერი გული, დაჭერი და ჩაყარე ბლენდერში. ალუბალს ამოაცალე კურკები. ისიც ჩაყარე ვაშლთან ერთად.
  2. ხილს დაამატე იოგურტი, დარიჩინი და თაფლი (სურვილის მიხედვით).
  3. ათქვიფე ყველაფერი დიდ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

შავი მოცხარისა და პიტნის სმუზი

ინგრედიენტები

  • 200 გ შავი მოცხარი
  • 150 მლ არატკბილი იოგურტი
  • 30 გ ახალი პიტნა
  • თაფლი გემოვნებით

მომზადება

  1. პიტნა გარეცხე, მოაცალე ფოთლები და დაჭერი.
  2. მოცხარი გარეცხე, გააშრე და ჩაყარე ბლენდერში.
  3. მოცხარს დაამატე თაფლი, პიტნა და იოგურტი. ათქვიფე ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ასეთი სასმელები დაგეხმარებათ ორგანიზმის გაწმენდაში და მეტაბოლიზმის დაჩქარებაში, ამასთან მოამარაგებენ მას საკმარისი რაოდენობის ვიტამინებითა და მინერალებით.

აუცილებლად მოამზადეთ და მიირთვით შემოთავაზებული სმუზები, რეცეპტები კი გაუზიარეთ მეგობრებს!

 

უგემრიელესი კრემ-დესერტები კენკრით

ზაფხული კარგი დროა საკონდიტრო ექსპერიმენტების ჩასატარებლად. უამრავი ხილი და, მათ შორის, კენკრა ნამდვილად სეზონური საჩუქრებია. ჩვეულებრივ ბისკვიტს ან ფენოვან ცომს ძალიან უხდება ჩვეული კრემიც და მათ შორის კენკრისგან მომზადებული უნაზესი მასაც – მარწყვის, მოცხარის ან მაყვლის მუსზე უარის თქმა ძალიან ძნელია. ტორტის მორთვამდე ის შეიძლება მთლიანად შემოგეჭამოთ.

კენკრიანი კრემის რამდენიმე რეცეპტი

ნაღების კრემი

ეს კრემი ძალიან უხდება ბლიმებს, ბისკვიტს და ასევე ეკლერს.

ინგრედიენტები

  • 100 გ ნებისმიერი კენკრა
  • 100 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 100 გ შაქარი

მომზადება

  1. კენკრას მთლიანად დააყარე შაქარი, შემდეგ ბლენდერში ათქვიფე.
  2. მიღებული შაქრიანი მასა დადგი დაბალ ცეცხლზე, თან ურიე და მიიყვანე ადუღებამდე.
  3. ცხელი ნარევი გადაწურე ბადეზე, შემდეგ გააციე და ათქვიფე მიქსერით ერთგვაროვან მასამდე. წვრილი ჭავლით ჩაასხი მასში ნაღები და კვლავ ათქვიფე. კრემი მზად არის!

მარწყვის კრემი სახამებლით

ამ კრემის კონსისტენცია სქელია, ამიტომ ის ძალიან უხდება ამერიკულ ფანქეიქს და ასევე ჩვეულებრივ ბლინებს.

ინგრედიენტები

  • 300 გ მარწყვი
  • 5 ს. კ. შაქარი
  • 1,5 ს. კ. კარტოფილის სახამებელი

მომზადება

  1. გარეცხე კენკრა კარგად და გააშრე. გაჭერი ისინი შუაზე.
  2. მარწყვს დააყარე შაქარი და სახამებელი, კარგად აურიე.
  3. დადგი კენკრა დაბალ ცეცხლზე და ურიე მას 10 წუთის განმავლობაში. არ მიიყვანო ადუღებამდე.
  4. კრემი გააციე ბოლომდე. მზად არის!

კენკრის კრემი კვერცხის გულით

ეს კრემი შეგიძლია დამოუკიდებელი დესერტის სახითაც მიირთვა, როგორც ჟელე. ასევე გემრიელია ბისკვიტზე წასმული.

ინგრედიენტები

  • 700 გ ნებისმიერი კენკრა
  • 200 გშაქარი
  • 120 გ კარაქი
  • 4 ს. კ. წყალი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 2 კვერცხის გული

მომზადება

  1. თუ მსხვილი კენკრის არჩევა გადაწყვიტე, გაჭერი ის შუაზე, წვრილი კენკრა კი დატოვე ისე, როგორც არის. ჩააწყე ის სქელძირიან ქვაბში და ჩაასხი მასში წყალი. დაამატე 2 ს. კ. შაქარი, დააფარე ქვაბს ხუფი და ხარშე 5-7 წუთი. შემდეგ ათქვიფე მასა ბლენდერში.
  2. კვერცხი აურიე კვერცხის გულებს. ჩააყარე მას დარჩენილი შაქარი და ათქვიფე მასა. შემდეგ ჩაასხი ის კენკრის პიურეში. მიღებული კონსისტენცია გააცხელე წყლის აბაზანაზე 10 წუთის განმავლობაში. თანდათან დაამატე მას დარბილებული კარაქი და თან ურიე.
  3. მზა კრემი გააციე, შემდეგ შედგი მაცივარში 2 საათით.

კრემ-დესერტი ხაჭოსგან

გაითვალისწინეთ, რომ ეს კრემი გამოდის მძიმე და მსუყე. ამიტომ ის ძალიან უხდება ტორტებს.

ინგრედიენტები

  • 150 გ მარწყვი
  • 400 გ ხაჭო
  • 80 გ თაფლი
  • 50 გ რძე
  • 4 პიტნის ტოტი

მომზადება

  1. ბლენდერში ათქვიფე ხაჭო, მარწყვის ნახევარი, რძე, პიტნა და თაფლი.
  2. დარჩენილი მარწყვი დაჭერი კუბებად და დაამატე კრემს. მორჩა, დესერტი მზად არის!

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს საოცარ რეცეპტებს ტორტებისთვისაც გამოიყენებთ და შეიგრძნობთ ზაფხულის დაუვიწყარ გემოს. გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ ამ სასარგებლო და გემრიელი სტატიის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვის!

სახლში მოსამზადებელი ნაყინის 6 საუკეთესო რეცეპტი

ალბათ, ყველას ახსოვს ბავშვობის დროინდელი პლომბირი ნაყინი. უგემრიელესი რამ იყო. ახლა კი მსგავსი აღარ იყიდება. ჩვენ გთავაზობთ სახლში მომზადებული ნაყინის 6 რეცეპტს. მათ შორისაა ის ძველებური პლომბირიც.

ნაღების ნაყინი

დღევანდელ რეალობაში ნაყინების უმრავლესობა გამასქელებელს, გემოს შემცვლელს, კონსერვანტებს, არომატიზატორებს შეიცავს. ძველებური ნაყინი აუცილებლად შეიცავდა საღ რძეს, ცხიმიან ნაღებს, შაქარს, სახამებელს, ჟელატინსა და ვანილს. მისი შენახვის ვადა მხოლოდ 7 დღე იყო. ახლანდელი ნაყინების კი მინიმუმ ნახევარი წელია. ,,მტერს არ ვუსურვებთ” ასეთ გემრიელობას.

დროთა განმავლობაში ნაყინის შემადგენლობა იცვლებოდა, რეცეპტში ემატებოდა კარაქი და შედედებული რძე, რათა მისი ვადა გახანგრძლივებულიყო. და მაინც ყველაზე გემრიელი პლომბირი მხოლოდ 4 მარტივი და ნატურალური ინგრედიენტისგან შედგება:

ინგრედიენტები

  • 600 მლ 35%იანი ცხიმიანობის ნაღები
  • 100 მლ შედედებული რძე
  • 1 ჩ. კ. ჟელატინი
  • 1 ს. კ. ვანილის შაქარი

მომზადება

1. ჟელატინს დაასხი 1 ს.კ. ცივი წყალი და დატოვე 15 წუთით. ჯამში ჩაასხი ცხელი წყალი და ჩადე ჟელატინიანი ჭურჭელი. სანამ ნაღები მომზადდება, ჟელატინი მთლიანად გადნება.

2. დიდ ჯამში ან ქვაბში ათქვიფე ნაღები, საკმარისია 2-3 წუთი თქვეფა. დაამატე მასში ვანილის შაქარი და შედედებული რძე. განაგრძე თქვეფა კვლავ 2 წუთით.

3. წვრილი ჭავლის სახით ნაღებიან მასაში ჩაასხი ჟელატინი და კვლავ ათქვიფე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მასა საკმაოდ ფითქინა, პრიალა და ჰაეროვანი უნდა გამოვიდეს, მაგრამ უნდა იყოს ძალიან სქელი. ამ ეტაპზე ნაყინს შეგიძლია დაამატო შოკოლადის ფანტელები, ხილის შემშრალებული ნაჭრები, კენკრის სიროფი (ფერისთვის).

4. ნარევი გადაიტანე თავსახურიან სანაყინე ჭურჭელში და შედგი საყინულეში.

5. 4-5 საათის შემდეგ შესანიშნავი ნაღების პლომბირი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ნაღების და შოკოლადის ნაყინი

ნაყინის ეს რეცეპტი დიდი პოპულარობით სარგებლობს მრავალი დიასახლისის სამზარეულოში. თუ ნაღები არ გაქვთ, ნაყინი შეგიძლიათ მთლიანად რძისგან გააკეთოთ. კაკაოს დამატება კი გემოვნების საკითხია.

ინგრედიენტები

  • 300 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 125 მლ რძე
  • 100 გ შაქარი
  • 3 კვერცხის გული
  • 5 გ ვანილი
  • 100 გ შოკოლადის წვეთი
  • 2 ს. კ. კაკაო

მომზადება

1. აურიე კვერცხის გული ვანილთან და შაქართან ერთად. ათქვიფე ეს ნარევი მიქსერით, სანამ ქაფს წარმოქმნის. ის უნდა გათეთრდეს. კაკაოს დაასხი ცხელი რძე და გააციე.

2. წვრილი ჭავლით დაამატე კვერცხის გულის მასას გაციებული რძიანი კაკაო და კვლავ კარგად აურიე.

3. მიიყვანე ნარევი ადუღებამდე, დაბალ ცეცხლზე, მაგრამ არ აადუღო! მუდმივად ურიე, რათა არ მიიწვას.

4. კვერცხისა და შაქრის სიროფი გააციე და შეურიე ათქვეფილ ნაღებს. ნარევში ფრთხილად დაამატე შოკოლადის წვეთები. აურიე, გადაიტანე სანაყინე ჭურჭელში და შედგი საყინულეში. ერთი საათის შემდეგ ნაყინი კოვზით აურიე. გაიმეორე ეს პროცედურა სამჯერ. გემრიელად მიირთვით!

ხაჭოს ყველეული

ინგრედიენტები

  • 200 გ ხაჭო
  • 50 მლ შედედებული რძე
  • 30 გ კარაქი
  • 1 ს. კ. ქიშმიში
  • 1 მწიკვი ვანილი
  • 150 გ შოკოლადის წვეთები
  • 2 ს. კ. რძე

მომზადება

  1. ხაჭო გახეხე საცერზე, დაამატე შაქარი, შედედებული რძე, ვანილი, დარბილებული კარაქი. ათქვიფე ყველაფერი მიქსერით. დაამატე ქიშმიში და აურიე კოვზით.
  2. შოკოლადი გაადნე წყლის აბაზანაზე, დაამატე რძე და აურიე. ეს ნარევი წაუსვი კექსის სილიკონის ფორმებს.

3. როდესაც შოკოლადი გამაგრდება, ფორმები ამოავსე ხაჭოს მასით. ზემოდან მოასხი შოკოლადის ნარჩენი და შედგი საყინულეში.

გემრიელად მიირთვით!

კრემ-ბრულე

ამ ნაყინს ამზადებენ მოხარშული კრემით.

ინგრედიენტები

  • 0,5 ლ ცხიმიანი ნაღები
  • 6 ს. კ. მოხარშული შედედებული რძე
  • 150 მლ რძე
  • 2 კვერცხის გული
  • 2 ს. კ. ფქვილი
  • მწიკვი ვანილი

მომზადება

  1. კვერცხის გულები შეურიე შედედებულ რძეს. დაამატე 3 ს. კ. ნაღები და კარგად აურიე. ნარევი ათქვიფე მიქსერით და შემდეგ მას პატარა პორციებად დაამატე ფქვილი.
  2. წამოადუღე რძე და წვრილი ნაკადის სახით მასში ჩაასხი კვერცხის მასა. კარგად აურიე. ეს ნარევი დადგი წყლის აბაზანაზე და ხარშე გასქელებამდე. თან ურიე, რომ სქელი კოლტები არ გაჩნდეს.

3. სანამ კრემი გაცივდება, ათქვიფე ნაღები და ვანილი ქაფის წარმოქმნამდე. ფრთხილად შეურიე მოხარშულ კრემს. გადაიტანე სანაყინე ჭურჭელში და შედგი საყინულეში. გემრიელად მიირთვით!

ხილის ნაყინი

ეს ნაყინი მათთვისაა, ვისაც არ უყვარს რძე და რძის პროდუქტები, ან ალერგიულია მათ მიმართ და სამაგიეროდ ხილს ანიჭებს უპირატესობას.

ინგრედიენტები

  • 150 გ ნებისმიერი კენკრა
  • 1-2 ვაშლი
  • 80 გ შაქარი
  • 100 მლ ვაშლის წვენი
  • 200 მლ წყალი
  • 15 გ სიმინდის სახამებელი
  • 150 გ უკურკო ალუბალი

მომზადება

  1. ვაშლი გათალე, დაჭერი და გამოაცხე მიკროტალღურ ღუმელში დარბილებამდე. შემდეგ ჩაჭყლიტე ჩანგლით ან გახეხე საცერზე.
  2. სახამებელი და ვაშლის წვენი შეურიე ერთმანეთს. მიღებული ნარევი ჩაასხი მდუღარე წყალში, დაამატე შაქარი და აურიე. მოხარშე სქელი კისელი.

3. კენკრა, ვაშლის პიურე და კისელი შეურიე ბლენდერით. დაამატე მთლიანი უკურკო ალუბალი და აურიე კოვზით. ნაყინი გადაიტანე საპორციო ფორმებში ან სანაყინე ჭურჭელში, დააფარე ხუფი და შედგი საყინულეში. აურიე ყოველ საათში ერთხელ, თუ არ გინდა რომ ნაყინი ხილის ყინულად იქცეს. გემრიელად მიირთვით!

დიეტური უშაქრო ნაყინი

დაბალკალორიული ბანანის ნაყინი შეუძლიათ მიირთვან წონაში კლების მოსურნეებმა და მათ, ვისაც რძისა და რძის პროდუქტების აუტანლობა აქვთ.

ინგრედიენტები

  • 1 ბანანი
  • 0,5 ჭიქა ნებისმიერი კენკრა
  • 0,5 ჭიქა ნატურალური იოგურტი

მომზადება

  1. ბანანი დაჭერი რგოლებად. კენკრასთან ერთად შედგი საყინულეში ერთი – ორი საათით. ისინი მსუბუქად უნდა გაიყინოს.

2. იოგურტი ათქვიფე ბლენდერით. ბანანი და კენკრა დაამატე პორციებად ისე, რომ თქვეფა არ შეწყვიტო. მიღებული მასა გადაიტანე საპორციო ჭიქებში ან სანაყინე ჭურჭელში, დააფარე თავზე და შედგი საყინულეში. კენკრის ნაცვლად ასევე შეგიძლია გამოიყენო კივი, ატამი, გარგარი…

გემრიელად მიირთვით!

მოგვიყევი კომენტარებში, შენ როგორი სახის ნაყინს ამზადებ. ან იქნებ გეზარება ზედმეტი ფუსფუსი და უპირატესობას ნაყიდ დესერტს ანიჭებ?

შეინახე გემრიელი ნაყინის ეს რეცეპტები და გაუზიარე მეგობრებსაც სოცქსელში!


შოკოლადის 4 დესერტი, რომელთა წინაშე ნებისმიერი დიეტა უძლურია

შოკოლადის დესერტი – ეს კლასიკაა. ამ გამორჩეულ ტკბილეულს შეუძლია გაალამაზოს ყველაზე პირქუში დღეებიც კი და შეგიქმნათ ბედნიერი გუნება-განწყობა.

შოკოლადის დესერტი

გთავაზობთ ოთხ ორიგინალურ რეცეპტს, რომლითაც შეგიძლიათ გულით ისიამოვნოთ თქვენც და თქვენმა ახლობლებმაც. შოკოლადიანი ტკბილეულის მომზადების პროცესი არანაკლებ სასიამოვნოა, ვიდრე მათი მირთმევა. შეარჩიე ამ რეცეპტებიდან ნებისმიერი, არ წააგებ!

ფონდანი

ინგრედიენტები

  • 90 გ მწარე შოკოლადი
  • ორი ცალი კვერცხი
  • 65 გ კარაქი
  • 75 გ შაქარი
  • 40 გ ფქვილი

მომზადება

  1. შოკოლადი გაადნე წყლის აბაზანაზე, დაამატე მას დაჭრილი კარაქი. დააცადე, სანამ ნარევი ერთგვაროვანი არ გახდება.
  2. კვერცხი და შაქარი ათქვიფე ქაფის წარმოქმნამდე. დაამატე  მას შოკოლადის მასა. აქვე დაამატე გაცრილი ფქვილი და ყველაფერი კარგად აურიე.
  3. კექსის ფორმებს წაუსვი კარაქი და ამოავსე მომზადებული შოკოლადის ცომით მათი 3/4 ნაწილი. შედგი წინასწარ 190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და აცხე 15 წუთის მანძილზე. ფონდანის ნაპირები უნდა შეიკრას და წარმოქმნას ხრაშუნა ქერქი. შიგთავსი კი თხელი უნდა დარჩეს.

შოკოლადის ღვეზელი მასკარპონეთი

ინგრედიენტები

  • 200 გ მწარე შოკოლადი
  • 200 გ კარაქი
  • ხუთი ცალი კვერცხი
  • 140 გ ფქვილი
  • 500 გ ყველი მასკარპონე
  • 200 გ შაქარი
  • 200 გ წითელი მოცხარი
  • ერთი ჩ. კ. ვანილის ექსტრაქტი
  • ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი

მომზადება

  1. გაცერი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. წყლის აბაზანაზე გაადნე შოკოლადი და კარაქი. სამი ცალი კვერცხი და 150 გ შაქარი ათქვიფე სქელი ქაფის წარმოქმნამდე.
  2. გააგრძელე კვერცხისა და შაქრის თქვეფა და თანდათან დაამატე გამდნარი შოკოლადი და ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად – თითო ს. კ. ნახე, რომ ცომი ერთგვაროვანი გამოვიდეს და არ წარმოიქმნას კორძები.
  3. მასკარპონე ათქვიფე ორ კვერცხთან ერთად, დაამატე დარჩენილი შაქარი და ვანილის ექსტრაქტი.
  4. მოსახსნელ ფორმას წაუსვი კარაქი და მოაყარე ფქვილი. ჩადე მასში შოკოლადის მასის ფენა, შემდეგ კი მასკარპონეს ფენა, ხოლო ზემოდან დაადე კვლავ ერთი ფენა შოკოლადი.
  5. 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში მოათავსე საცხობი ფორმა ერთი საათის მანძილზე. ნამცხვრის მზაობა ხის ჩხირით შეამოწმე.

ფენოვანი შოკოლადის ტორტი

ინგრედიენტები

  • ორი ფილა მწარე შოკოლადი
  • სამი ცალი კვერცხი
  • 200 გ კარაქი
  • 200 გ ყავისფერი შაქარი
  • 100 გ ფქვილი
  • ერთი ს. კ. კაკაოს ფხვნილი

მომზადება

  1. შოკოლადი და ნაღები გაადნე წყლის აბაზანაზე, გააციე მასა ცოტათი.
  2. კვერცხი ათქვიფე ყავისფერი შაქართან ერთად, დაამატე კვერცხის ეს მასა გამდნარ შოკოლადში. მანდვე დაამატე ერთი ს. კ. კაკაო და 100 გ ფქვილი.
  3. საცხობ ფორმას პერგამენტი ჩააფინე და ჩაასხი მასში შოკოლადის მასა. შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხე დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში.

შოკოლადის მაფინი

ინგრედიენტები

  • 300 გ შავი შოკოლადი
  • 125 გ კარაქი
  • 260 გ ფქვილი
  • 1/4 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • 1/4 ჭიქა კაკაოს ფხვნილი
  • 1/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 185 მლ რძე
  • ორი ცალი კვერცხი
  • სამი დაჭრილი ბატონი ”მარსი”

მომზადება

  1. შოკოლადის ნახევარი და კარაქი გაადნე წყლის აბაზანაზე, შემდეგ გააციე. ფქვილი გაცერი გამაფხვიერებელთან და კაკაოსთან ერთად.
  2. ათქვიფე კვერცხი რძესთან ერთად. დაამატე მას გამდნარი შოკოლადი და ფქვილისა და კაკაოს მასა.
  3. კექსის ფორმებს წაუსვი კარაქი, ჩადე მასში ცომი და გამოაცხე მაფინები 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთის მანძილზე. ლამაზი მორთულობისთვის გამოიყენე დაჭრილი შოკოლადის ბატონი და დარჩენილი გამდნარი შოკოლადი.

ჭიქა არომატული მწვანე ჩაი ლიმონით ან ყავა დარიჩინით ძალიან მოუხდება ამ შესანიშნავ დესერტებს. მოგვიყევი კომენტარებში, შენ რომელი ნუგბარი უფრო მოგეწონა.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს!


შოკოლადის ტორტის 2 რეცეპტი: გამომცხვარი და გამოცხობის გარეშე

როცა რაიმე ტკბილი გინდება, მარტივია, წახვიდე და შეიძინო უახლოეს მარკეტში ან საცხობში. მაგრამ სჯობს სახლში მოამზადო გემრიელი ნამცხვარი ან ტორტი, რომელსაც მთელი ოჯახი დააგემოვნებს და სახსრებიც დაგეზოგება. ეს კი სულაც არა არის რთული, როგორც თავიდან შეიძლება მოგეჩვენოს. შოკოლადის ტორტის მომზადება ერთ საათშია შესაძლებელი. თუ გიყვარს შედედებული რძე, მაშინ ეს რეცეპტი შენთვისაა. არ არსებობს უკეთესი შეხამება, ვიდრე შოკოლადის ბისკვიტი და შედედებული რძე.

შოკოლადის ტორტის მომზადება სახლის პირობებში

გთავაზობთ ძალიან გემრიელი ტორტის რეცეპტს, რომელიც გაჟღენთილია შესანიშნავი კრემით. ფრთხილად იყავი, რადგან სუფრაზე ნამცეციც არ დარჩება!

ინგრედიენტები

  • 150 გ შაქარი
  • 4 ს. კ. კაკაო
  • 4 ცალი კვერცხი
  • 400 გ არაჟანი
  • 350 გ ფქვილი
  • 200 გ კარაქი
  • 350 გ მოხარშული შედედებული რძე
  • 5 ს. კ. რძე
  • 150 გ ტკბილი ჩაი
  • 50 გ კონიაკი
  • ერთი ჩ. კ. სოდა

მომზადება

1. ღრმა თასში შეურიე შაქარი, კვერცხი, არაჟანი და 2 ს. კ. კაკაოს ფხვნილი. რაც უფრო კარგად ათქვეფ ცომს, მით უფრო ფუმფულა ბისკვიტი გამოგივა.

2. ფქვილი გაცერი და შეურიე კვერცხიან მასას. კარგად აურიე, რომ კორძები არ დარჩეს.

3. სოდას დაასხი ძმარი და შეურიე ცომში. ის საკმაოდ თხევადი იქნება და ასეც უნდა იყოს.

4. საცხობ ფორმას წაუსვი კარაქი და ჩაასხი მასში მომზადებული ცომი. გამოაცხე წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 45 წუთის მანძილზე.

5. ერთმანეთს შეურიე შედედებული რძე და კარაქი. ორი ს. კ. კაკაოს ფხვნილი გახსენი ცოტა შემთბარ რძეში და ისიც შეურიე შედედებულ რძეს.

6. როდესაც ბისკვიტი გაცივდება, გაყავი ის ორ ან სამ ნაწილად  და დაიწყე ტორტის აწყობა. ამისათვის მოამზადე დასანამი მასა –  ტკბილი მაგარი ჩაისა და კონიაკის ნარევით. დასანამად ასევე შეგიძლია გამოიყენო არყისა და მურაბის წვენის ნარევი, ან ალუბლის ნაყენი სპირტზე.

7. დასანამი ნარევით დანამე ტორტის ქვედა ფენა, შემდეგ მას წაუსვი შედედებული რძისგან მომზადებული კრემი. ზემოდან დაადე ბისკვიტის მეორე ფენა და იგივე პროცედურა გაიმეორე.

8. კრემი წაუსვი ტორტს ზემოდანაც და მოაყარე გახეხილი შოკოლადი.

უგემრიელესი ტორტი მზადაა!

ახლა შემოგთავაზებთ  შოკოლადის ისეთი ტორტის რეცეპტს, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება. ეს იმ შემთხვევისთვისაა, როცა ტკბილი ძალიან გინდა, მაგრამ ღუმელის ჩართვა გეზარება, განსაკუთრებით ცხელ პერიოდში. ტორტი საკმაოდ იაფი ჯდება – ის მხოლოდ ოთხი ინგრედიენტისგან შედგება. მის მომზადებას კი 10 წუთიც ეყოფა.

ტორტი გამოცხობის გარეშე

ინგრედიენტები

  • 220 გ ტკბილი ორცხობილა
  • 220 გ მწარე შოკოლადი
  • 160 მლ ნაღები
  • ორი ს. კ. კარაქი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 110 გ მწარე შოკოლადი
  • 80 მლ მაღები
  • ერთი ს. კ. კარაქი

მომზადება

  1. ტორტის ფორმას წაუსვი ცოტაოდენი კარაქი.
  2. ღრმა თასში ხელით დაამტვრიე ტკბილი ორცხობილა. დაამტვრიე შოკოლადიც.
  3. პატარა ქვაბში გაადნე კარაქი, ჩაასხი მასში ნაღები და მიიყვანე ადუღებამდე.
  4. ამ ნარევში ჩაყარე დამტვრეული შოკოლადი და კარგად აურიე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

5. აქვე დაამატე დამტვრეული ორცხობილა და ფრთხილად აურიე. შემდეგ ეს მასა გადაიტანე წინასწარ მომზადებულ ფორმაში.

6. შოკოლადისა და ორცხობილას მასა მოასწორე კოვზით და შედგი საყინულეში 3 საათით.

7. სანამ მასა გამყარდება, მოამზადე მინანქარი. ამისათვის პატარა ქვაბში ანალოგიურად წამოადუღე ნაღები და კარაქი და ჩაყარე მასში დამტვრეული შოკოლადი.

8. გამაგრებული ტორტი გამოიღე საყინულედან და თანაბრად დაასხი მას შოკოლადის მინანქარი.

ტორტი შეგიძლია სუფრასთან მიიტანო თბილი და რბილი მინანქრით ან შემოახვიო ფოლგა და შედგა მაცივარში მთელი ღამით.

რეცეპტში ცვლილების შეტანა ყოველთვის შეგიძლია, მაგალითად, დაამატე სხვადასხვა არომატული ინგრედიენტი: ფორთოხლის ცედრა, ვანილი, დარიჩინი, კონიაკი, ნუშის ექსტრაქტი, ჩირი…

დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგინდათ ამ ტორტების მომზადება. ნუღარ დააყოვნებთ!

ეს საინტერესო რეცეპტები კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!


25 შესანიშნავი ნაციონალური კერძი, რომელიც ყველამ უნდა გასინჯოს

უცხო ქვეყნის გასაცნობად საუკეთესო საშუალებაა მათი ეროვნული კერძების გასინჯვა. გთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური კერძების სიას.

ეს სტატია ამტკიცებს, რომ სამზარეულო ნებისმიერი კულტურის მნიშვნელოვანი ასპექტია.

ნაციონალური კერძები

ბარბადოსი: კუ-კუ და მფრინავი თევზი

ტრადიციული კუ-კუს საფუძველი სიმინდის ფქვილი და ბოსტნეული ბამიაა, მას ბადრინჯის გემო აქვს. ასევე აქვს ბანანი, პურის ხე. კუ-კუ სუფრასთან მიაქვთ შემწვარ მფრინავ თევზთან ერთად.

კანადა: პუტინი

მასში შედის ფრი, ყველი და სოუსი. კერძი მრავალფეროვანია, მასში შესაძლოა იყოს ქათამი, ლორი, ტრუფელი.

სირია: კებე

ტიპურ კებეს ამზადებენ ხორბლის ბურღულის, ხახვისა და დაჭრილი საქონლის, ბატკნის, თხის ან აქლემის ხორცისგან.

პოლონეთი: ბიგუსი

ტრადიციული კერძი ღორის, ძროხის, ლორის, შებოლილი ძეხვისა და კომბოსტოსგან მზადდება. პროდუქტები იწვება და ითუშება ბოლომდე. მასში ამატებენ პომიდორს, თაფლს, კვლიავს…

საბერძნეთი: სუვლაკი

ეს პოპულარული ფასტ-ფუდი შამფურზე აგებული ხორცის ნაჭრებისა და ბოსტნეულისგან შედგება. მას ჩვეულებრივ აკეთებენ ღორის ხორცით.

იტალია: პიცა

დღესდღეობით პიცის 2000ზე მეტი რეცეპტი არსებობს. ეს მარტივი და მრავალფეროვანი კერძია. მასში მთავარია სწორი ცომი და კარგი ყველი.

ირლანდია: ირლანდიური რაგუ

კლასიკურ რაგუში შედის ცხვრის ხორცი, კარტოფილი, ხახვი. ხორცი იჭრება წვრილად, ბოსტნეული კი მსხვილად.

აშშ: ჰამბურგერი

ის პიცასავით პოპულარულია. მისი ძირითადი შემადგენლობა ყველამ იცის: ფუნთუშა, კატლეტი, ბოსტნეული, სოუსი..

უნგრეთი: გულიაში

გულიაში სქელი სუფია, რომელსაც გარნირი უხდება. ის მწყემსებმა მოიგონეს, რომლებიც კერძს თუჯის ქვაბში ხორცით, კარტოფილით, პომიდვრითა და წიწაკით აკეთებდნენ.

ისრაელი: ფალაფელი

ეს შემწვარი ბურთულებია, რომლებიც დაფქული თურქული ბარდის ან ბაღის პარკოსნებისგან მზადდება.

იამაიკა: აკი და დამარილებული თევზი

ამზადებენ ვირთევზასგან, პომიდვრისა და სანელებლებისგან. სუფრაზე მიაქვთ პურის ხის ნაყოფთან, პელმენთან ან მოხარშულ მწვანე ბანანთან. იყენებენ ასევე აკის – ადგილობრივ ტროპიკულ ნაყოფს.

ავსტრია: ველური შნიცელი

შნიცელი ხბოს ხორცის, ათქვეფილი კვერცხისა და პურის მარცვლებისგან მზადდება. უხდება კარტოფილი.

სამხრეთ კორეა: პულკოგი

კერძი მწარე ძროხის ხორცს შეიცავს, მარინადი კი სოიოს სოუსის, სეზამის ზეთის, იმბირის, ღვინის, მწვანე ხახვის ნარევია.

საფრანგეთი: თხელი ბლინები

კერძის მთავარი პლუსი შიგთავსების უსაზღვრო ვარიანტების შექმნაა.

ჩინეთი: იხვი პეკინურად

მსოფლიოში ცნობილი კერძია. იხვი ხრაშუნა კანით, რომელიც სუფრასთან მიაქვთ მწვანე ხახვთან, კიტრთან, პარკოსნების სოუსთან და ბლინებთან.

ბრაზილია: პეიჟოადა

ამზადებენ ლობიოსგან, სხვადასხვა ხორცისგან. მანიოკის ფქვილისგან. ამზადებენ თიხის ქოთნებში. უხდება კომბოსტო და ფორთოხალი.

უკრაინა: ბორშჩი

სქელი ბოსტნეულის წვნიანი ხორცით. უხდება პური და არაჟანი.

ტაილანდი: ტაილანდური ლაფშა

მზადდება მშრალი ჩამბალი ბრინჯისგან, რომელსაც წვავენ დაჭრილ ტოფუსთან და კვერცხთან ერთად. უხდება თევზის სოუსი, კრევეტები, არახისი და ჩილი.

ჩეხეთი: ხორცი ნაღებში

იყენებენ ძროხის ხორცს სქელი ნაღების სოუსთან და ცომის გუნდებთან ერთად. ამატებენ ლიმონს და მოცვს

ვენესუელა: არეპა

სიმინდის ფქვილის პურები უცხიმოდ, სხვადასხვა შიგთავსით

თურქეთი: ქებაბი

ტრადიციულად იყენებენ ცხვრის ხორცს, რომლის ჩანაცვლებაც შესაძლებელია სხვა ხორცით. ქებაბს ახვევენ ლავაშში.

სინგაპური: ჩილის კრაბი

კრაბი ნაზ სოუსში შემწვარი კერძია, მასზე უარის თქმა შეუძლებელია…

სერბეთი: პლესკავიცა

მარტივი, მაგრამ ნოყიერი და გემრიელი კერძი ფარშიდა და ხახვისგან, ჰგავს ბლინებს. უხდება სხვადასხვა გარნირი.

ახალი ზელანდია: ნამცხვარი ბეკონითა და კვერცხით

ბეკონი, კვერცხი, ბარდა, ხახვი, პომიდორი და ყველი ნამდვილი კალორიების თავშესაფარია. უხდება კეტჩუპი. პოპულარულია მეზობელ ავსტრალიაშიც.

ბელგია: მიდიები და კარტოფილი ფრი

ვისაც მიდიები გაუსინჯავს, ეს კერძიც ძალიან მოეწონება. პორციები დიდია – 1,5 კგ ერთ ადამიანზე. თან ერთვის ფრი

მოგეწონათ კერძების სია? გაუზიარეთ სტატია სოციალური ქსელის მეგობრებს!


სოუსების 22 საუკეთესო რეცეპტი ნამდვილი გურმანებისთვის

შესანიშნავი სოუსები ყველა კერძს უხდება. შეარჩიეთ სასურველი რეცეპტი და დატკბით გემოთა პალიტრით.

საუკეთესო სოუსების რეცეპტები

სოუსი ,,თათრული’’ – 200 გ მაიონეზი; 1 ს.კ. გახეხილი პირშუშხა; 2 დამარინადებული კიტრი; 1 საშუალო ხახვი; დაჭრილი ოხრახუში. აურიეთ და ცივი მიირთვით.

სოუსი ,,ანდალუზიური’’ – 200 გ მაიონეზი; 3 ს.კ. კეტჩუპი; 1 ჩ.კ. კონიაკი; დაჭრილი ხახვი; ლიმონის წვენი; წითელი დაფქული პილპილი.

სოუსი ,,სოკოსი’’ – 400 გ მოხარშული შამპინიონი; 4 ს.კ. გახეხილი პირშუშხა; 100 გ მაიონეზი; 100 გ არაჟანი; მარილი, პილპილი.

სოუსი ,,ტომატური’’ – 200 გ ტომატის კეტჩუპი; 2 ს.კ. ზეთი; 2 კბილი ნიორი; ოხრახუში, მარილი, პილპილი.

სოუსი ,,ზეითუნის’’ – 200 გ მაიონეზი; 100 გ დაჭრილი ზეთისხილი; 2 კბილი ნიორი; 1 ს.კ. ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი.

სოუსი ,,ჭარხლის’’ – 100 გ არაჟანი; გახეხილი, მოხარშული ჭარხალი; 100 გ მაიონეზი; 1 დაჭრილი ხახვი; 2 ს.კ. პირშუშხა; დაჭრილი კიტრის მწნილი.

სოუსი ,,ნაზი’’ – 200 გ მაიონეზი; 100 გ გახეხილი ყველი; 3 ს.კ. არაჟანი; 2 ჩ.კ. პირშუშხა; დაჭრილი კამა; მარილი, პილპილი.

სოუსი ,,ხელმისაწვდომი’’ – 2 ს.კ. მაიონეზი; 2 ს.კ. კეფირი; 1 ს.კ. არაჟანი; 2 კბილი ნიორი; თითო მწიკვი წითელი და შავი პილპილი; 1 კონა ქინძი, ოხრახუში, ბაზილიკი.

სოუსი ,,ნივრის’’ – 2 კვერცხი; 2 ს.კ. მარილი; ნიორი; შავი და წითელი პილპილი; 1-2 ს.კ. ზეთი; ლიმონის წვენი ან ძმარი; 1/3 ჭიქა კეფირი. ათქვიფეთ და დაამატეთ ზეთი, შემდეგ ლიმონი.

სოუსი ,,სუნელი’’ – 2 ს.კ. არაჟანი, 2 ს.კ. მაიონეზი; 2 ს.კ. მაწონი; შავი და წითელი პილპილი; 0,5 ჩ.კ. სუნელი; 2 კბილი ნიორი; 1 ს.კ. ძმარი.

სოუსი ,,მდოგვისა და თაფლის’’ – 2 ს.კ. არაჟანი; 2 ს.კ. მაიონეზი; 2 ს.კ. მდოგვი; 1 ს.კ. თაფლი; 1 კბილი ნიორი; 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი; 1 ს.კ. ზეთი; პილპილი.

სოუსი ,,თურქული’’ – 2 ხახვი; 1 ს.კ. ტომატ პასტა; 2 ს.კ. ზეთი; მარილი; წითელი და შავი პილპილი; 1 ჩ.კ. დაფქული კორიანდრი; ქინჩი; კამა; 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი ან ძმარი; 1 წითელი წიწაკა.

ნივრიანი სოუსი ,,მუჟდეი’’ – გახეხილი 1 თავი ნიორი გახსენით ½ ჭიქა წყალში ან ბულიონში. დაამატეთ ძმარი და მარილი, დააყოვნეთ. დაამატეთ წიწაკა, ზეთი.

სამხრეთ საფრანგეთის სოუსი ,,აიოლი’’ – გაჭყლიტეთ 4 კბილი ნიორი, დაამატეთ 1 ცილა, 1 ჭიქა ზეთი და აურიეთ. დაამატეთ 1 ჩ.კ. ანადუღარი წყალი და ლიმონის წვენი.

სოუსი ,,ესესერუშკა’’ – აიღეთ მდნარი ყველი, გახეხეთ წვრილ სახეხზე, გაჭყლიტეთ ნივრის კბილი და აურიეთ.

სოუსი პირშუშხათი – 0,5 ჭიქა დაჭრილი პირშუშხა, დაასხით 0,5 ჭიქა ბულიონი ან ცხელი წყალი, დაამატეთ გახეხილი ვაშლი, 1 ს.კ. ძმარი, 0,5 ჩ.კ. შაქრის პუდრა, კეფირი. აურიეთ.

მაიონეზი ,,შვედური’’ – 100 გ მაიონეზი, 100 გ ვაშლის ჯემი, 5 ს.კ. გახეხილი პირშუშხა.

სოუსი ,,პოლონური’’ – დაბალ ცეცხლზე გაადნეთ 150 გ კარაქი, დაჭერით 4 მოხარშული კვერცხი და 10 გ ოხრახუში დაამატეთ. აურიეთ, დაასხით ლიმონის წვენი.

სოუსი ,,ფრანგული’’ – 3 მოხარშული კვერცხის ცილა დაჭერით, გახეხეთ 50 გ კორნიშონი (ქორფა კიტრები), გახეხეთ კვერცხის გულიც, შეურიეთ 30 გ მდოგვი, ჩაასხით 1 ჭიქა ზეთი. დაამატეთ 30 გ ძმარი, აურიეთ. კვერცხის გულიან მასას დაამატეთ კიტრი და ცილა, მარილი და მწვანილი გემოვნებით.

ინდური სოუსი ,,ამლა ჩატნი’’ – 1 ჭიქა კენკრა დააქუცმაცეთ ბლენდერში, დაამატეთ 3-4 კბილი ნიორი, შაქარი, მარილი, 2 ს.კ. კამა ან ნიგოზი.

სოუსი მოცვითა და ყველით – 100 გ გამდნარი ყველი დადგით თბილ ადგილას, დაამატეთ 50 გ მჟავე არაჟანი, შაქარი და მარილი. დაამატეთ 100 გ მოცვი.

ინგლისური პიტნის სოუსი – 3 ს.კ. პიტნა დაჭერით, დაამატეთ 2 ს.კ. შაქარი, 1 ს.კ. ძმარი, 3-4 კოვზი წყალი. დადგით 2 საათით.

ამ სოუსების წყალობით თქვენი სამზარეულო გურმანების ნამდვილ სამოთხედ გარდაიქმნება.


როგორ მოვამზადოთ გემრიელი ცომი?

როგორც წესი, ჩვენ ყველისა და ბოსტნეულისთვის სახეხს ვიყენებთ. აღმოჩნდა, რომ სახეხი გამოცხობისთვისაც აუცილებელია. ამისთვის 2 მიზეზი არსებობს:

კარაქი გამომცხვარ პროდუქტს შესანიშნავ არომატს ანიჭებს, თუმცა ცომში კარაქის დამატებამდე, სასურველია, მისი გახეხვა.

გახეხილი კარაქი სწრაფად დნება

ხშირადაა, რომ სტუმრები მოულოდნელად მოდიან და საჭიროა, რაიმე უცებ მოამზადოთ. კარაქის გასალღობად კი დრო არ არის. ზოგი კერძისთვის რბილი კარაქია საჭირო. ამას წუთებში მიაღწევთ, თუკი გაყინულ კარაქს გახეხავთ.

გახეხილი კარაქი ადვილად ერევა ფქვილს

ზოგი დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ გაყინული კარაქი. ის გადნება ღუმელში და შექმნის ფენოვან სტრუქტურას. გაყინული კარაქის დაქუცმაცება და ფქვილთან შერევა არც ისე იოლია, მით უმეტეს, თუ ამის გაკეთება სწრაფად გჭირდებათ.

გახეხილი კარაქი იოლად ერევა ფქვილს და ცომი გამოდის ერთგვაროვანი კონსისტენციის. ფქვილი გახეხილ და ცივ კარაქს რომ შეურიოთ, ნაკლები ძალისხმევაა საჭირო.

ეს, ერთი შეხედვით, ელემენტარული რჩევები ზედმეტი შრომისგან გაგათავისუფლებთ და გამომცხვარი კერძი გაცილებით გემრიელი იქნება.

მოამზადეთ სიამოვნებით და თან გამოიყენეთ კულინარული ხრიკები. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!


რჩევები სამზარეულოსთვის

1. ვიღაცას უყვარს ომლეტი, ვიღაცას ტაფამწვარი. თუმცა ყოველთვის შეიძლება მოამზადოთ რაღაც ახალი და უჩვეულო. მაგალითად, ბევრმა არ იცის გამომცხვარი კვერცხის გემოს შესახებ. მოათავსეთ ის 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთით. გამოვა არაჩვეულებრივი კერძი.

2. თუ მექსიკური სამზარეულო მოგწონთ, ალბათ აღმერთებთ ტაკოს. როგორც ცნობილია, მისი ფუძე არის გამომცხვარი ფირფიტა – ტორტილა. მათი შეძენა რთულია, ამიტომ საუკეთესო ვარიანტია თხელი ლავაშის ღუმელში მომზადება. ის ძალიან მოუხდება ტაკოს.

3. აი, ასე უნდა მორთოთ მარწყვი.

4. სპაგეტი შეინახეთ ჩიფსების ყუთში.

5. არ გადაყაროთ ღვინის ბოთლის საცობები, რადგან ისინი შეფუთვებს კეტავს.

6. აი, სად უნდა დაკიდოთ საჭირო კერძის რეცეპტი, რათა თვალსაჩინო იყოს.

7. შარვლების საკიდი ასეცე ძალიან გამოგადგებათ სამზარეულოში.

8. თუ სპეციალური მოწყობილობა არ გაქვთ ალუბლიდან კურკების ამოსაცლელად, შექმენით ის თქვენი მეთოდით.

9. ტიკ-ტაკის ყუთებში სანელებლები შეინახეთ.

10. ჟელე საზამთროს ქერქში – შესანიშნავი საზაფხულო იდეაა.

11. ვაშლის რგოლები. მათთვის, ვისაც ხრაშუნა საუზმე უყვარს.

ისარგებლეთ ამ სასარგებლო ხრიკებით და დატკბით შედეგებით! მთავარია, ყველაფერში ჩადოთ სული და გული და ჩანაფიქრი აუცილებლად გამოგივათ.


სუფის 5 რეცეპტი

ბავშვობიდან უფროსები გვიმტკიცებდნენ, რომ წვნიანების ჭამა აუცილებელია. თუმცა მიზეზს არ გვიხსნიდნენ.
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სუფი შეიცავს ბევრ კვებით ნივთიერებას. ისინი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.
ერთი და იმავე სუფი მოსაბეზრებელია, ამიტომ მსუბუქი და არომატული სუფების ნაკრებს გთავაზობთ. ისინი ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ.

1. მწვანე სუფი

ეს საუკეთესო რამ არის ვიტამინების საჭიროების დროს, მაგალითად, გაზაფხულზე. ის შედგება პროდუქტებისგან, რომლებიც ორგანიზმს ამარაგებს სასარგებლო ნივთიერებებით და წონის კლებაში დაგეხმარებათ.

100 გ ნიახური, სულ 22 კალორიას შეიცავს, ისპანახი კი წმენდს ნაწლავებს.

2. ყველის სუფი სოკოთი

ყველის სუფი სოკოთი შესანიშნავი ევროპული კერძია, რომელიც ორგანიზმს ენერგიით ავსებს და ანაყრებს.
მისი მომზადება ყველამ არ იცის. კერძში აუცილებელია, ჭარბობდეს ყველის გემო. დანარჩენი პროდუქტები მხოლოდ ემატება მას.

3. იტალიური ქათმის სუფი

იტალია მხოლოდ პიცით და პასტით როდის ცნობილი. ისინი შესანიშნავ წვნიანებს ამზადებენ. ამ კერძების რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემა.
ჩვენ შესანიშნავი ქათმის სუფის რეცეპტი მოგიმზადეთ, ის მადისაღმძვრელი და მსუბუქია.

4. ხახვის სუფი ფრანგულად

ხახვს რეკლამა არ სჭირდება. მის სასარგებლო თვისებებზე ბევრმა იცის. მას აქვს ასევე ორიგინალური გემო.
საფრანგეთში ხახვის სუფი პოპულარულია. ფრანგები მას ბახუსიდან გამოსვლის, თავის ტკივილის მოშორების საუკეთესო საშუალებად თვლიან. მიირთმევენ ტონუსის ასამაღლებლადაც.

5. სუბ-ხარჩო

ეს ქართული სამზარეულოს ტრადიციული კერძია. მისი გემო და არომატი სანელებლების ყველა მოყვარულს დაატყვევებს.

სუბ-ხარჩოს ინგრედიენტები დადებითად მოქმედებს შინაგანი ორგანოების მუშაობაზე. შეიარაღდით ამ რეცეპტითაც.

ვამზადებთ გემრიელ სუფებს, ვასხამთ მათლაფებში და ვუმასპინძლდებით ახლობლებს. ასევე არ გვავიწყდება რეცეპტების გაზიარება მეგობრებისთვის!


ლანჩის 11 მარტივი რეცეპტი, რომელიც თქვენს ფიგურას და საფულეს დაზოგავს

ვინ თქვა, რომ სწორი კვება მოსაწყენია? ეს 11 რეცეპტი ჯანსაღი ცხოვრებისკენ მიმავალ გზას გაგიკვალავთ.
გემრიელთან ერთად, ეს რეცეპტები საკმაოდ მარტივია მოსამზადებლად!

ჰუმუსი და შემწვარი ვეგანური პიცა

ინგრედიენტები

• 1 ბრტყელი ფირფიტა

• ბოსტნეულის ერთი მუჭა (ნებისმიერის)

• ჰუმუსი

• 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

• 1 კბილი ნიორი

• თხის ყველის ნამცეცები

მომზადება

1. მოშუშეთ ბოსტნეული 20 წუთით.

2. ბრტყელ ფირფიტას ჰუმუსი დააფარეთ, დაამატეთ ბოსტნეული და ყველი მოაყარეთ. აცხვეთ 175 გრადუსზე 10 წუთით.


სოიოსა და თათაბოს სალათა

ინგრედიენტები

• ¼ ჭიქა მშრალი თათაბო

• 1 ჭიქა სოიო

• 8-10 მწვანე პომიდორი

• 1/3 ჭიქა დაჭრილი ხახვი

• 2-3 ს.კ. ბოსტნეულის ბულიონი

სოუსისთვის

• 2 გამოწურული ნიორი

• 2 ს.კ. დიჟონის მდოგვი

• 1 ს.კ. აჰავას ნექტარი

• კვლიავის მწიკვი

მომზადება

1. მოხარშეთ თათაბო 1 ჭიქა წყალში, სანამ ბრინჯს დაემსგავსება.

2. ბოსტნეულის ბულიონი დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ, დაამატეთ ხახვი, პომიდორი და სოიო. ჩაამატეთ თათაბო

3. მოასხით სოუსი.


5 წუთიანი რულეტები

ინგრედიენტები (1 პორცია)

• 1 ცომის ფირფიტა

• 2-3 ს.კ. ჰუმუსი

• 3 ინდაურის ნაჭერი

• ¼ დაჭრილი ავოკადო

• დამარინადებული კიტრი

მომზადება

1. წაუსვით ფირფიტას ჰუმუსი, დაალაგეთ ინდაური, ავოკადო და დაჭრილი კიტრი. შეახვიეთ.


ტაკოს სუფი

ინგრედიენტები

• 150 გ ინდაურის ხორცი

• 1 ხახვი

• 1 ტკბილი წიწაკა

• 285 გ პომიდორი როტელი

• 430 გ დაკონსერვებული სიმინდი

• 430 გ ლობიო

• 225 გ ტომატის სოუსი

• 455 გ სხვა პარკოსანი

• 1 შეფუთვა ტაკო

• 0,5 ჭიქა ქათმის ბულიონი

მომზადება

1. მოხარშეთ ინდაური, დაამატეთ ხახვი, წიწაკა. ხარშეთ 2-3 წუთი.

2. დაამატეთ პომიდორი, სიმინდი, ლობიო, ტომატის სოუსი, შემწვარი პარკოსანი, ტაკო, ბულიონი. ადუღეთ 10-15 წუთი.

3. მიიტანეთ ჩიფსებთან ერთად.


ტკბილი სალათა თინუსით

ინგრედიენტები

• 1 ქილა თინუსი

• 2-3 ს.კ. ბოსტნეულის მარინადი

• 2 ს.კ. იოგურტი

• 1 ს.კ. თაფლის მდოგვი

• ხახვი, სტაფილო, კიტრი, ნიახური, სიმინდი, მოცვი

მომზადება

1. ღრმა ჯამში აურიეთ ყველაფერი და ჩადეთ სენდვიჩში, ლავაშში.


პასტა და პარბა

ინგრედიენტები

• 60 გ პასტა

• 2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი

• 2-3 კბილი ნიორი

• 0,5 ჭიქა ბარდა

• 1 ს.კ. პარმეზანი

მომზადება

1. მოხარშეთ პასტა.

2. გააცხელეთ ზეთი

3. ჩაამატეთ ნიორი და შუშეთ.

4. დაამატეთ ბარდა და მოხარშეთ.

5. გადაწურულ პასტას ბარდა და ნიორი დაამატეთ. შეანჯღრიეთ.


რულეტი ყველით და ქათმით

ინგრედიენტები

• გამომცხვარი ისპანახი

• მდნარი ყველის ნატეხი

• დაჭრილი ხორცი

• პომიდორი

• ახალი ისპანახი

• ახალი ბოსტნეული

მომზადება

მდნარი ყველი ისპანახს წაუსვით, ზემოდან ისპანახის ახალი ფოთლები დაადეთ. ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად გადაახვიეთ.


სალათა კალეს კომბოსტოთი

ინგრედიენტები

• 2 ჭიქა კომბოსტო კალე

• ¼ ჭიქა ბარდა

• ¼ ჭიქა დაჭრილი ავოკადო

• 1 მუჭა ბარდის ღვიები

• 1 დაჭრილი სტაფილო

• 1 დაჭრილი კიტრი

• 0,5 წითელი წიწაკა

• 2 ჭიქა მზესუმზირას თესლი

• 0,5 ვაშლი

• 110 გ ქათამი

• 2 ს.კ. სოუსი

სოუსის ინგრედიენტები

• 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

• 1 ს.კ. ბალზამი

• 1 ჩ.კ. მდოგვი

• 0,5 ლიმონის წვენი

მომზადება

ჩაალაგეთ ყველაფერი ღრმა ჯამში, აურიეთ, დაამატეთ სოუსი და მიირთვით.


ყვავილოვანი კომბოსტო

ინგრედიენტები

• 1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო

• 0,5 წითელი წიწაკა

• 0,5 ჭიქა შავი ლობიო

• 0,5 ჭიქა ანანასი

• ¼ ჭიქა წითელი ხახვი

• 0,5 ავოკადო

• 1 სტაფილო

• სალსას სოუსი

• კვლიავი, კორიანდრი, დარიჩინი

• მარილი, პილპილი

მომზადება

1. დაჭერით კომბოსტო და წიწაკა და ათქვიფეთ.

2. ჩაყარეთ მასა ღრმა ჯამში, ზემოდან დარჩენილი პროდუქტები დაადეთ და მოაყარეთ სანელებლები.


სალათა ბურიტო

ინგრედიენტები

• 0,5 ჭიქა სალათის ფოთოლი

• 0,5 ჭიქა მოხარშული ყავისფერი ბრინჯი

• 1/3 ჭიქა შავი პარკოსანი

• 250 გ ბოსტნეული (პომიდორი, წიწაკა)

• 2 ს.კ. ავოკადო

• 2 ს.კ. სალსას სოუსი

• მწიკვი ყველი

მომზადება

1. სალათის ფურცლები კონტეინერში ჩადეთ.

2. დაამატეთ ბრინჯი და პარკოსანი

3. დააწყეთ ბოსტნეული, მოასხით სოუსი, ყველი.


სამხრეთ-დასავლეთური ქათამი თათაბოთი

ინგრედიენტები

• 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

• 0,5 მწვანე წიწაკა

• 0,5 თავი ხახვი

• 500 გ მოხარშული ქათამი

• 1 ჩ.კ. კვლიავი

• 1 ჩ.კ. ჩილის წიწაკა

• ¼ ჩ.კ. წიწაკა

• 3 ჭიქა მოხარშული თათაბო

• 1 ჭიქა იოგურტი

• 0,5 ჭიქა ქინძი

• სალსას სოუსი

მომზადება

1. მოამზადეთ ბოსტნეული ზეთში.

2. დაამატეთ სანელებლები და ქათამი, შუშეთ 2 წუთი.

3. დაამატეთ ქინძი.

4. დაამატეთ სოუსი და აურიეთ.

ეს რეცეპტები განსაკუთრებულ კულინარულ ჩვევებს არ მოითხოვს, პროდუქტების მოძიება კი მარკეტებშიც შეიძლება, ან მათი ჩანაცვლება ჩვენთან გავრცელებული ანალოგების მიხედვით.

გემრიელად მიირთვით!


ბუტერბროდები საუზმისთვის

ბუტერბროდი სწრაფი და მარტივი საკვებია. მათი წაღება ყველგან შეიძლება. ასევე უხდება სადღესასწაულო სუფრებსაც.

ბუტერბროდები ხორცითა და ყველით სწრაფად იჭმევა, ამიტომ განსხვავებულ ვარიანტებს გთავაზობთ.

ადრე არც ვიფიქრებდი, რომ ბროწეული, ვაშლი, ნიახური ბუტერბროდში დასამატებელი პროდუქტები იყო. თუმცა შედეგი საოცარია. გთავაზობთ მარტივ რეცეპტებს.

იდეები ბუტერბროდებისთვის

1. მწიფე ავოკადო + ყველი + ტკბილ-მჟავე ბროწეული

2. ლობიოს მარცვლები + პიკანტური მექსიკური სოუსი + ახალი ქინძი + შემწვარი კვეცხი

3. მარწყვი + თხის ყველი + ახალგაზრდა სოიო + ბალზამის ძმარი + მარილი

4. ტკბილი ანანასი + უცხიმო ხაჭო + კეშიუ

5. ბაბანი + თხილის პასტა + სასარგებლო ჩიას მარცვლები

6. ნიახური + ქიშმიში + თხილის პასტა

7. მომჟაო ყველი + ტკბილი ვაშლი + თაფლი

8. მანგო + ლაიმი + ნაზი მოცარელა

9. კენკრა + ბაზილიკი + რბილი ყველი

10. სალათის ფურცლები + ომლეტი + ჩედერი

11. არაქისის პასტა + მწიფე ქლიავი + სელის თესლი

ეს გემრიელი ბუტერბროდები სტუმრებს სასიამოვნოდ გააკვირვებს. შესაძლოა, თქვენ თქვენი ორიგინალური იდეები გქონდეთ მათ მოსამზადებლად. თუ ასეა, გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: