ცნობილი აზრია, რომ ღამით ჭამა არ შეიძლება. მაგრამ რა ქნას მან, ვინც მთელი დღე სამსახურშია და სახლში გვიან მიდის? ან ივახშმა, დავუშვათ 7 საათზე, მაგრამ გვიანობამდე უწევს სიფხიზლე?
ოპტიმალური ვარიანტია მსუბუქი ვახშამი დაძინებამდე 3 საათით ადრე. მაგრამ თუ შეგაწუხათ შიმშილმა, რაიმე მიიღეთ, ვინაიდან მშიერი კუჭით ძილი არასრულყოფილი იქნება.თუმცა არსებობს შეზღუდვები.
პროდუქტები, რომელთა მიღება არ შეიძლება ღამე
1. ხორცი, თევზი, კვერცხი
ცხოველური ცილა კუჭში გადამუშავდება 4-6 საათის განმავლობაში. რაც კუჭში რჩება ღამე, იხრწნება და მავნე ნივთიერებებს გამოყოფს. ამიტომ ცხოველური ცილის შემცველი პროდუქტები უნდა მიირთვათ არაუგვიანეს საღამოს 7 საათისა.
2. ყველა სახის პარკოსანი
ეს პროდუქტებიც ნელა გადამუშავდება. გარდა ამისა იწვევს აირების წარმოქმნას, რაც დისკომფორტს ქმნის ღამე.
3. ჩაი, ყავა, კოლა, შოკოლადი
ამ პროდუქტებში შემავალი კოფეინი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, ეს კი ძილის დარღვევის მიზეზია. უძილობა, თავის მხრივ ხელს უწყობს იმუნიტეტის დაქვეითებას და ჭარბწონიანობის განვითარებას.
4. პოპკორნი, ჩიფსები, კრეკერები…
ამ პროდუქტებსაც, მათში შემავალი ქიმიური ნივთიერებების გამო, ასევე მაღალკალორიულობის მიზეზით, მივაწერთ აკრძალული ხემსების შავ სიას.
5. სხვადასხვა პურ-ფუნთუშეული
ფქვილოვანი ნაწარმის გადამუშავებისას სისხლში შაქრის დონე მატულობს. ამასთან კალორიები იხარჯება ძალიან ნელა და გროვდება ორგანიზმში.
6. თხილეული და ჩირები
სხვადასხვა სახის კაკალი შეიცავს დიდი რაოდენობით კალორიას. ჩირი კი ეს კონცენტრირებული შაქარია, თუნდაც ხილის.
7. ალკოჰოლური სასმელები
არ აქვს მნიშვნელობა გრადუსს. მათი მიღების შემდეგ ძილი არასრულყოფილია. სპირტისშემცველი სასმელები უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვებზეც.
8. ხახვი, ნიორი, სანელებლები
ყველაფერი მწარე აძლიერებს მადას, მარილი კი აკავებს სითხეს ორგანიზმში. ამას მოსდევს შეშუპების წარმოქმნა დილაობით.
როგორ განვთავისუფლდეთ შიმშილის გრძნობისგან ძილის წინ?
შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ბოსტნეულის სალათები, 1 ნაჭერი ყველი, 1 ჭიქა კეფირი ან იოგურტი. კარგია “უარყოფითი კალორიულობის” მქონე ხილისა და ბოსტნეულის მიღება: ვაშლი, ჭარხალი, ნიახური.
თუკი პირველ სიაში შემავალ პროდუქტებს ხშირად მიირთმევთ ძილის წინ, არ გაგიკვირდეთ შემდეგ ცუდი თვითშეგრძნება. დასუსტებულ იმუნიტეტთან ერთად მიიღებთ ჭარბ წონას და კანისა და თმის პრობლემებს.
გაუზიარეთ სასარგებლო რჩევები მეგობრებს, რათა მათაც გაიგონ, რაში მდგომარეობს მათი ჯანმრთელობის პრობლემების არსი.