მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ჟელეს ტორტი

როგორ მოვამზადოთ ჟელეს ტორტი

by Keti

ცივი ჟელეს დესერტების მოსამზადებლად ჩარჩოები არ არსებობს. გამოცხობის გარეშე სადღესასწაულო ტორტი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოამზადოთ.

გთავაზობთ გემრიელი ცივი ტორტის შესანიშნავ რეცეპტებს. კაშკაშა გემრიელობის მოსამზადებლად გაყინული, კონსერვირებული ან ახალი კენკრა და ხილი გამოგადგებათ. შეგიძლიათ ხსნადი ჟელეს პაკეტებიც შეიძინოთ.

ჟელეს ტორტი არაჟნით

ინგრედიენტები

  • 500 მლ არაჟანი ან ცხიმიანი ნაღები
  • 300 გ ხილი ან კენკრა
  • 200 გ ორცხობილა ან მზა ბისკვიტი
  • 200 გ შაარი
  • 30 გ ჟელატინი
  • 0,5 ჭიქა წყალი

მომზადება

  1. წყალში ჩაუშვით ჟელატინი, გააფუეთ. გაათმეთ წყლის აბაზანაზე, ურიეთ. არ აადუღოთ.
  2. არაჟანი ან ნაღები შაქართან ერთად ათქვიფეთ, ჩაუშვით ჟელატინი.
  3. თასს ჩააფინეთ საკვები ცელოფანი, ფსკერზე დააწყეთ მომზადებული ხილი და ბისკვიტის ან ორცხობილას ნაჭრები.
  4. დაასხით არაჟნის ნარევი და გააციეთ მაცივარში.
  5. ცივი ტორტი თეფშზე გადააბრუნეთ და ცელოფანი მოხსენით.

როგორ მოვრთათ ჟელეს ტორტი

აიღეთ მოსასხმელის რეცეპტი, შემდეგ კი გააფორმეთ. გთავაზობთ დესერტის მორთვის რამდენიმე ვარიანტს.

არაჟნისა და ხილის ფენების კომბინაცია გასახსნელ ფორმაში სჯობს. მოათავსეთ ძირში ბისკვიტის ნაჭრები ან დაქუცმაცებული ორცხობილა, რომლებიც კარაქთან იქნება შერეული. დაასხით არაჟნის ნარევი და გააციეთ. განაზავეთ ჟელატინიანი წვენი ან მოამზადეთ საყვარელი გემოს ჟელე. არაჟნის ფენის ზემოთ ხილი მოათავსეთ. დაასხით ჟელე და გააციეთ მაცივარში.

შეგიძლიათ ხილის ჟელე ტორტის შიგნით დამალოთ.

ასეთი ტორტების დამზადება დიდი სიამოვნება და მხიარული საქმიანობაა ბავშვებისთვისაც. მათი ფანტაზია ნამცხვარს ძალიან მოუხდება.

გაუზიარეთ მეგობრებს გემრიელი სტატია!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: