მთავარი საკითხავი ადამიანური სიბრძნის მოსაპოვებლად საჭირო რჩევები

ადამიანური სიბრძნის მოსაპოვებლად საჭირო რჩევები

by guramus

„თუ შენ წაბორძიკდი და წაიქეცი, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არასწორი გზით მიდიხარ.“

„თავის დანებების სურვილი განსაკუთრებით ძლიერი იქნება, გამარჯვების წინ.“

„ცხოვრებისეული ეშმაკობა იმაშია, რომ მოკვდე ახალგაზრდა, მაგრამ რაც შეიძლება გვიან.“

„საუკეთესო დრო იმისათვის, რომ დაგერგო ხე 20 წლის წინ იყო, მეორე საუკეთესო დრო – დღესაა.“

„მას, ვინც არსად ცურავს, არ აქვს ზურგის ქარი.“

„ის ვინც მიგითითებს შენი ნაკლოვანებებისკენ ყოველთვის მტერი არ არის. ის ვინც შენს  ღირებულებებზე საუბრობს, ყოველთვის მეგობარი არ არის.“

„ის, რაც ხდება, ხდება დროულად.“

„ადამიანმა, რომელმაც მოახერხა მთების გადადგმა, დაიწყო იმით, რომ ერთი ადგილიდამ მეორეზე კენჭები გადაჰქონდა.“

„მასწავლებლები მხოლოდ კარს გიღებენ, შემდეგ თქვენთვითონ მიდიხართ.“

„დიდი მდინარე ნელა მიედინება, ჭკვიანი ადამიანი არ უწევს ხმას.“

„ძლიერი გადალახავს დაბრკოლებებს, ბრძენი – მთელ გზას.“

„არსებობს მხოლოდ არასწორი გზა, მაგრამ არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია.“

„არ თქვათ, თუ ეს არ შეცვლის სიჩუმეს უკეთესობისკენ.“

„ქოხი, სადაც იცინიან, მდიდარია სასახლეზე, სადაც მოწყენილობაა.“

„გამოცდილება – ეს ვარცხნილობაა, რომელსაც  გამელოტების შემდეგ  ვიღებთ.“

„მას, ვისაც გაწითლება შეუძლია, შეუძლებელია შავი  გული ჰქონდეს.“

„არ შეგეშინდეს, რომ არ იცი – გეშნოდეს, რომ არ ისწავლო.“

„უკეთესია ერთი დღე იყო ადამიანი, ვიდრე ათასი დღე ჩრდილი.“

„შენ თქვი – მე დავიჯერე, შენ გაიმეორე – მე ეჭვიშემეპარა, შენ მტკიცება დაიწყე – მე მივხვდი, რომ  ტყუი.“

„რაც არ უნდა ძლიერად ქროდეს ქარი, მთები მის წინაშე მუხლს არ მოიდრეკენ.“

„ყოველთვის ყოველივეს ნათელი მხრიდან შეხედე, ხოლო თუ ასეთი მხარე არ არსებობს – გაწმინდე  ბნელი, სანამ არ განათდება.“

„უბედურება შედის იმ კარში, რომელიც მას გაუღეს.“

„მოგზაურობა ათას კილომეტრზე, პირველი ნაბიჯით იწყება.“

„თუ შენ ნიჭი გაქვს, არ შეგეშინდეს, რომ ახლა არ გიმართლებს.“

„ერთ ბალიშზე ძილი, არ ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე სიზმრებს ხედავთ.“

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: