მთავარი საკითხავი რა არის ბულინგი? – ინფორმაცია, სტატისტიკა, ცნობები ბულინგის შესახებ

რა არის ბულინგი? – ინფორმაცია, სტატისტიკა, ცნობები ბულინგის შესახებ

by guramus
რა არის ბულინგი? როგორ შეიძლება ვინმემ ის გაარჩიოს დამცირებისგან და უხეშობისგან?

მიუხედავად იმისა რომ ზუსტი კანონიერი განმარტება არ არსებობს, მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტების უმრავლესობა ბულინგს განმარტავს როგორც არასასურველ ფიზიკურ ან ვერბალურ აგრესიის აქტს, რომელიც გრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მიმართულია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ და მოიცავს ძალების უთანასწორობას და ამ პიროვნების ჯგუფიდან გარიყვის ქმედებას.

ეს ხშირად გამოხატულია დამბულინგებლის მიერ მაღალი სოციალური სტატუსის გამოყენებით მსხვერპლის დამცირებაში და მასზე დომინანტური როლის გამტკიცებაში, რათა მან ტკივილი განიცადოს. როდესაც ჭორების გავრცელება, სახელების ძახილი, მუქარები და დაშინების სხვა ფორმები პირად ურთიერთობას სცდება და იღებს სატელეფონო ზარის, იმეილის, ჩატის მესიჯის, ბლოგპოსტის ან რომელიმე სხვა სოციალური ქსელის პოსტის ფორმას, მაგ შემთხვევაში ეს მოიხსენიება როგორც საიბერ ბულინგი ან ონლაინ ბულინგი.

ხალხი ხშირად ფიქრობს, რომ ბულინგს ადგილი მხოლოდ სკოლაში აქვს ბავშვებს შორის. თუმცა, ეს შეიძლება განხორციელდეს სამუშაო ადგილას და მოიცვას ისეთი აგრესიული ქცევები როგორიცაა ვერბალური შეურაცხყოფა, მსხვერპლის სამუშაოს ან მისი ურთიერთობის საბოტაჟი, ან ავტორიტეტის არაკანონიერად გამოყენება. ზრდასრულები რომლებიც ბულინგში მონაწილეობენ, 60 პროცენტში მამაკაცები არიან.

მაშინ როდესაც მამაკაცებია არიან დამბულინგებლის როლში, ისინი როგორც წესი თანაბრად ამცირებენ ორივე სქესის წარმომადგენლებს, მაშინ როდესაც ქალი დამბულინგებლები მსხვერპლად 80 პროცენტში ქალს ირჩევენ.

ბულინგის ფაქტები:
  • ბულინგის განმარტებაა ფიზიკური ან ვერბალური აგრესია, რომელიც განმეორებადია და შეიძლება ხორციელდებოდეს დამცირებასთან ერთად, ძალით განსხვავებულ ადამიანებს შორის.
  • მეექვსედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეების 28 პროცენტი ბულინგის მსხვერპლია.
  • მასწავლებლები ხშირად სრულყოფილად ვერ აფასებენ თუ რაოდენ დიდი მაშტაბით ხორციელდება მათ სკოლებში ბულინგი.
  • მშობლებმა საკუთარი შვილის დაბულინგების შესახებ მხოლოდ შემთხვევების 50 პროცენტში იციან.
  • პოპულარული სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ, დამბულინგებლები რომლებიც თვითონ არასდროს ყოფილან ბულინგის მსხვერპლნი, ხშირად გამოირჩევიან მაღალი თვითშეფასებითა და სოციალურ კიბეზე ასვლის ძლიერი უნარით.
  • ბულინგის თვითმხილველები ხშირად ამას ეგუებიან, რადგან განიცდიან ფსიქოლოგიურ ზეწოლას რადგან ეშინიათ თვითონ არ გახდნენ ბულინგის მსხვერპლნი.
  • ბულინგს შესაძლოა სეიროზული უარყოფითი შედეგები ჰქონდეს, როგორც დამბულინგებლისთვის, ისე მსხვერპლისთვისაც.
  • არსებობს რამდენიმე ისეთი მიდგომის ხერხი, რომლის გამოყენებაც თვითმხილველებს, მშობლებსა და  სკოლის პერსონალს შეუძლია ბულინგისთვის ხელის შესაშლელად სკოლაში ან სამუშაო სივრცეში.

როგორია ბულინგის სხვადასხვა სახეობები?

არსებობს მინიმუმ ხუთი ტიპის ბულინგი:

  • ფიზიკური ბულინგი შეიძლება მოიცავდეს დარტყმას, ჩარტყმას, ჩქმეტას, ხელის კვრას და შეტევის სხვა ფორმებს. ეს არის არასრული ჩამონათვალი ფიზიკური ზეწოლის სახეობების.
  • ვერბალური ბულინგი გულისხმობს სიტყვების გამოყენებით სხვისთვის ზიანის მიყენებას, მაგალითად ზედმეტსახელებით, შეურაცხყოფით, სექსუალური და გარყვნილი კომენტარების გაკეთებით, მიმიკით ან ვერბალური მუქარით.
  • ურთიერთობრივი ბულინგი ფოკუსირდება ვინმეს რაიმე ჯგუფიდან გარიყვაზე როგორც წესი ვერბალური უქარის, ჭორების გავრცელებისა და სხვა ფორმის დაშინების ფორმების საშუალებით.
  • რეაქციული ბულინგი მოიცავს დამბულინგებლის მიერ სხვების ბულინგს, რადგან წარსულში თვითონ იყო ბულინგის მსხვერპლი.
  • ბულინგი შეიძლება ასევე მოიცავდეს მსხვერპლის საკუთრებაზე შეტევას, მაგალითად როდესაც მსხვერპლს მისი პირადი საკუთრება უზიანდება ან ერთმევა.
რამდენად ხშირია ბულინგი? რამდენად ხშირია დამცირება?

ბულინგის ზოგიერთი სტატისტიკა ამბობს, რომ მოსწავლეების 28 პროცენტი მეექვსე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ბულინგის მსხვერპლი ხდება. ხოლო კოლეჯის სტუდენტების 30 პროცენტი აღიარებს სხვა მოსწავლეების დაბულინგების ფაქტს. ბავშვების 10%-14% ბულინგის მსხვერპლი ექვს თვეზე მეტ ხანსაა. საიბერ ბულინგის მსხვერპლები ხშირად სკოლაშიც იყვნენ ბულინგის მსხვერპლნი.

კვლევები აჩვენებს, რომ მასწავლებლები ბოლომდე ვერ აფასებენ თუ რამდენად ხშირად ხდება დაბულინგების ფაქტი მათ სკოლაში, რადგან ისინი ბულინგის შემთხვევების მხოლოდ 4 პროცენტს ხედავენ. ასევე, ბულინგის მსხვერპლები ბულინგის ინციდენტს მესამედ შემთხვევებში ატყობინებენ მასწავლებლებს, ხშირად სწორედ მაშინ როდესაც ბულინგი გამუდმებულ სახეს იღებს ან ფიზიკურ დაზიანებას იწვევს. მშობლებმა დაბულინგების შემთხვევების მხოლოდ ნახევარზე იციან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დასაქმებული ადამიანების 40 პროცენტზე მეტი განიცდის ბულინგს სამუშაო ადგილზე. მომუშავე ქალების 90 პროცენტს სჯერა, რომ ისინი სხვა ქალის მიერ დამცირების საგნად იქცნენ კარიერის ერთ კონკრეტულ ეტაპზე მაინც. თუმცა, იმ სტერეოტიპის გამო, რომლის მიხედვითაც ქალები მოიაზრებიან როგორც უფრო მეტად გამაკონტროლებელი ობიექტები, მათ შესაძლოა სხვა ქალების მიერ ნორმალურ სიტუაციაში მითითებების მიცემა მისგან დამცირებად აღიქვან.

თითქმის ნახევარი რაოდენობა იმ მოსწავლეებისა და კოლეჯის სტუდენტებისა, რომლებიც იყვნენ კლუბის, გუნდის, საძმოს ან რაიმე მსგავსი სტუდენტური გაერთიანების წევრი, რომელიმე პერიოდში მაინც იყვნენ დამცირებულნი.

რა ეფექტებს იწვევს ბულინგი? რას იწვევს დამცირება?

ბულინგი შეიძლება ასოცირებული იყოს სერიოზულ პრობლემებთან. თინეიჯერები რომლებიც ბულინგით არიან დაკავებულები, ასევე დიდი რისკია რომ დაკავდებიან ისეთი არანორმალური ქმედებებით, როგორიცაა ვანდალიზმი, ასევე ძალადობა სკოლის შიგნით და გარეთაც. მათ ასევე ემუქრებათ სასმელსა და მსგავს არაჯანსაღ ნივთიერებებზე დამოკიდებულების გაჩენა, ასევე სკოლის მიტოვებაც.

ბულინგის მოყვარულ ახალგაზრდებში მნიშვნელოვნად იმატებს შფოთვის დონე. დამბულინგებლებს და მათ მსხვერპლებს უფრო მეტად ემუქრებათ დეპრესიაში ჩავარდნა იმ თანატოლებთან შედარებით, რომლებიც ბულინგის ეპიზოდის მონაწილე არ ყოფილან. სწორედ ამან შეიძლება გამოიწვიოს მათ მიერ სკოლის ხშირად გაცდენა, ცუდი აკადემიური ნიშნების მიღება, მარტოობა და სოციალური იზოლაცია.

კვლევები ასევე აჩვენებს, რომ დამბულინგებლები და მათი მსხვერპლები ხშირად ავადდებიან ყურადღეის დეფიციტის ჰიპერაქტიული სინდრომითაც. ადამიანები რომლებიც ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლნი იყვნენ, ზრდასრულ ასაკში განწირულები არიან ნაკლებად მხარდამჭერი სოციალური წრის წევრობისათვის. მათ ასევე შეიძლება ჰქონდეთ უფრო სუსტი ფიზიკური აღნაგობა, ფინანსური დონე და სოციალური ქცევის მანერები.

ისინი ასევე უფრო დიდი შანსია გახდნენ ახალგაზრდა მშობლები იმათთან შედარებით, რომლებიც არასდროს დაუბულინგებიათ. სამუშაო ლოკაციაზე ბულინგის მსხვერპლებმა ასევე შეიძლება დიდი შანსია განიცადონ სამუშაო პროდუქტიულობის ნაკლულობა, სამსახურის ხშირად გაცდენის ფაქტები და საერთო ჯამში სხვებთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლებად დამაკმაყოფილებელი სამსახურეობრივი ქცევის ნორმები.

ადამიანები, რომლებიც ბულინგსაც ეწეოდნენ და თვითონაც იყვნენ მისი მსხვერპლი, ბევრად უფრო მკვეთდარ განიცდიან ზემოთ ჩამოთვლილ შინაგან ისეთ ხარვეზებს, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა და მარტოობა და ისეთ გარეგან სისუსტეებს, როგორიცაა სუსტი სოციალური მანერები.

დამცირების მსხვერპლები იმყოფებიან ფიზიკური და ემოციური პრობლემების რისკის ქვეშ, ასევე ძილის პრობლემების და აკადემიური წარმატების პრობლემების პირისპირაც. დამცირების მსხვერპლი ასევე განიცდის ურთიერთობების დამყარების უნარის სისუსტეს, პატივისცემის დაკარგვას იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც მას ამცირებს და ასევე სხვა გუნდის წევრების მიმართაც. ასეთი ინდივიდუალები იმყოფებიან იმის რისკფაქტორის ქვეშ, რომლის მიხედვითაც მათ უფრო მეტად დასჭირდებათ მენტალურ ინსტიტუტში სამკურნალოდ დაწოლა.

ბულინგში მონაწილეობა ან მის მსხვერპლად ყოფნა ერთნაირად ზრდის რისკს ადამიანის მიერ საკუთარი თავის დაზიანებისა და სუიციდური აზრების გაჩენის. თუმცა, კვლევების მიხედვით სუიციდის შესახებ ფიქრები და ასევე რეალურად თავის მოკვლის მცდელობის პროცენტული მაჩვენებელი გოგონებში ბევრად უფრო მაღალია ვიდრე ბიჭებში, მიუხედავად ბულინგის ხარისხის და ხანგრძლივობისა.

ასევე, ბიჭებში სუიციდური აზრების მოზღვავების რისკი უფრო მეტად იმატებს მაშინ, როდესაც ბულინგს აქვს სისტემატიური და ხანგრძლივი ხასიათი. სწორედ ასეთი კორელაციური კავშირი აქვს ბიჭებსა და გოგონებს შორის დამბულინგებლის როლში ყოფნასა და ბულინგის საკუთარ თავზე გამოცდას, როგორც ხშირი, ისე იშვიათად განმეორებითი ბულინგის შემთხვევების დროსაც.

რატომ იწყებენ ბავშვები ბულინგს? რატომ აბულინგებენ ზრდასრულები?

ბულინგს იწვევს დამბულინგებელში გაჩენილი მოთხოვნა იმისა, რომ სხვაზე კონტროლი მოიპოვოს და შეინარჩუნოს. აგრესია რომელიც ბულინგშია გამოყენებული, ხელს უშლის იმ ემპათიის წარმოშობას, რომელიც ადამიანებს ხელს უშლის სხვების დაბულინგებაში. არსებობს ორი განსხვავებული სახის აგრესია: პროაქტიური აგრესია და რეაქტიული აგრესია.

პროაქტიული აგრესია განმარტებულია როგორც ორგანიზებული, ემოციურად გაწონასწორებული და სარგებლის სურვილით შეპყრობილი აქტი. რეაქტიული აგრესია განიმარტება როგორც იმპულსური, გრძნობებით გამოწვეული აქტი რომელიც არის საპასუხო რეაქცია საფრთხეზე და დაკავშირებულია ინტენსიურ ემოციებთან, განსაკუთრებით შფოთვასთან და ბრაზთან.

ცნობილი სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ, რომლის მიხედვითაც დამბულინგებელი სოციალურად ადაპტირებული არ არის და საკუთარი თავის სანუგეშებლად იქცევა აგრესიულად, დამბულინგებლები რომლებიც არასდროს ყოფილან ბულინგის მსხვერპლი, სინამდვილეში როგორც წესი მაღალი თვითშეფასებითა და მაღალი სოციალური სტატუსით გამოირჩევიან. ბავშვ და ზრდასრულ დამბულინგებლებს ტენდენციურად ნაკლები ამტანიანობის უნარი გააჩნიათ გაღიზიანების მიმართ და სხვების მიმართ ემპათიის გამოხატვის უნარის პრობლემა აქვთ, ასევე ხშირ შემთხვევაში მათი მსხვერპლის უვნებელ ქმედებებს იღებენ როგორც პროვოკაციის აქტს.

ისინი როგორც წესი უფრო დიდი შანსია დაავადნენ მენტალური პრობლემებით არადამბულინგებლებთან შედარებით. უამრავი დამბულინგებელი, რომელიც არ ყოფილა ბულინგის მსხვერპლი, იყენებენ როგორც პროსოციალურ ქმედებებს (მაგალითად პოპულარობასა და ცნობადობას) ასევე ნეგატიურ ქმედებებსაც ( მაგალითად სხვების დაშინებასა და იძულებას) აღნიშნული მტკივნეული საქციელის განსახორციელებლად სხვების მიმართ.

დამბულინგებლები რომლებიც თვითონაც იყვნენ მსხვერპლის როლში, როგორც წესი არიან უფრო აგრესიულები ვიდრე ის დამბულინგებლები, რომლებიც არასოდეს დაუბულინგებიათ. ისინი არიან როგორც წესი უფრო ნაკლებად პოპულარულები, ხშირად საკუთარი და–ძმების მიერ დაბულინგებულები, ასევე სხვა მხრივად დამცირებულებიც და უფრო ხშირად არიან დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ოჯახიდან.

უბრალო თვითმხილველები, რომლებიც მხოლოდ შემსწრნენი არიან ბულინგის აქტის და არ წარმოადგენენ არც დამბულინგებლებს და არც მსხვერპლებს, ტენდენციურად ექცევიან დამბულინგებლების მხარდაჭერის ზეწოლის ქვეშ და ასავე იმის შიშის ქვეშ, რომ თვითონაც არ გახდნენ მსხვერპლი დამბულინგებლებისთვის მხარის არდაჭერის შემთხვევაში. ამასთანავე, თვითმხილველები არიან იმის რისკის ქვეშ, რომ თვითონაც გახდნენ დამბულინგებლები იმ შემთხვევაში თუკი ისინი წაახალისებენ ბულინგს მისთვის ყურადღების მიქცევითა და მასზე გაცინებით.

რა არის ბულინგის გამომწვევი მიზეზი და რისკფაქტორი?

ბულინგის მსხვერპლად ქცევის რისკფაქტორები მოიცავს ემოციური და სოციალური ინტერაქციების შესახებ არასაკმარის ცოდნას, ადვილად გაბრაზების ტენდენცია, ასევე შფოთვისა და დეპრესიის ნიშნების თავდაპირველი არსებობა. მსხვერპლის რეალური ან დაბრალებული მძიმეწონიანობა ასევე წარმოადგენს რისკფაქტორს. მცირეწონიანობა ნაკლებად არის ასოცირებული ბულინგთან.

გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი ან ტრანსგენდერი ახალგაზრდა უფრო ხშირად არის ბულინგის მსხვერპლი, ვიდრე მისი თანატოლი ჰეტეროსექსუალი თინეიჯერი. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ფიზიკური ნაკლი ან არიან იმიგრანტები, ან წარმოადგენენ მაღალი მიღწევების მქონე უმცირესობას, ასევე იმყოფებიან დაბულინგების დიდი რისკის ქვეშ.

რა არის სიმპტომები და გამაფრთხილებენი ნიშნები იმისა, რომ ბავშვები და მოზარდები არიან ბულინგის მსხვერპლები?

იმის ნიშნები, რომ ბავშვი არის ბულინგის მსხვერპლი, მოიცავს მის საკუთრებაში არსებული ნივთების დაკარგვას, აუხსნელ დაზიანებებს და მეგობრების ლიმიტირებულ რაოდენობას. ბულინგის მსხვერპლების მიერ განცდილი სიმპტომები შეიძლება იყოს ფიზიკური, ემოციური ან ქცევითი.

ფიზიკური სიმპყომის მაგალითები შეიძლება მოიცავდეს ისეთ ნიშნებს, რომლებიც ასოცირებულია სტრესთან, მაგალითად თავის ტკივილი, მუცლის ტკივილები, მადის არქონა, თავბრუსხვევა და ა.შ ფსიქოლოგიური სიმპტომები ხშირად მოიცავს გაღიზიანებას, შფოთვას, მოწყენილობას, ძილის პრობლემებს, ხშირ კოშმარებს და დაღლილობას დილით, ასევე მარტოსულობის, უმწეობისა და იზოლირებულობის განცდას.

ბულინგის მსხვერპლებმა შეიძლება გამოავლინონ ასევე ქცევითი სიმპტომები, მაგალითად სოციალური სიტუაციებისთვის თავის არიდება, სკოლაში ან სამსახურში დაგვიანებით წასვლა, მშობლების გაფრთხილების გარეშე სკოლის გაცდენა. მათი ნიშნები შეიძლება გაფუჭდეს და ისინი გახდნენ თვითგანადგურებადები, მაგალითად გაიქცნენ სახლიდან, დაიზიანონ საკუთარი თავი ან სცადონ თავის მოკვლა.

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა იმ შემთხვევაში, თუკი ფიქრობენ რომ მათი შვილი სხვებს აბულინგებს? რა არის იმ ადამიანების მკურნალობის გზები, რომლებიც სხვას აბულინგებენ?

იმ მშობლებისთვის მიცემული რჩევები, რომლებიც ფიქრობენ რომ მათი შვილი სხვებს აბულინგებს, მოიცავს შვილთან საუბარს და იმ აქტივობების დეტალების გამოკითხვას, რომლებშიც მათ ადანაშაულებენ და შემდეგ მათი შვილის ვერსიის მოსმენას, ასევე შვილისთვის სრული და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას მათ საქციელზე, მასთან უფრო მეტი დროის გატარებას, მისი აქტივობების კონტროლს და მათ აღზრდაზე მონდომებით ზრუნვას.

სხვა რჩევები, რომლებიც მსგავს სიტუაციაში მყოფ მშობლებს შეიძლება მივცეთ მოიცავს სკოლასთან ახლო ურთიერთობას სამომავლო ინციდენტების მონიტორინგისათვის და შვილების წაქეზებას მიიღონ მონაწილეობა პოზიტიურ სოციალურ აქტივობებში დადებით სამაგალითო პიროვნებებთან ერთად.

ყველა დამბულინგებელმა შეიძლება მიიღოს სარგებელი იმით, თუკი მათ სოციალურად მიღებული გზებით მისცემენ საშუალებას გამოხატონ აგრესია ( მაგალითად საბრძოლო ტექნიკის შესწავლის კურსებით, წერით და სხვა გაკონტროლებული აქტივობებით).

მათ, ვინც წარსულში იყვნენ ბულინგის მსხვერპლი, შეიძლება განიცადონ დამბულინგებელი ქცევების გამოხატვის სურვილის შემცირება იმ შემთხვევაში, თუკი მათი ცხოვრება გაუმჯობესდება სამომავლო დაბულინგებისგან ( მაგალითად ოჯახური ძალადობისგან, ზეწოლისგან ან გარიყვისგან) დაცვის უზრუნველყოფით. დამბულინგებლები, რომლებიც გამოხატავენ საკმარის სიმპტომებს მენტალური დიაგნოსის დასასმელად, მიიღებენ მის შესაბამის მკურნალობას.

როგორ შეიძლება ადამიანებმა შეამცირონ საკუთარი დაბულინგების შანსი?

რადგან დაბალი თვითშეფასება როგორც წესი მთავარი რისკფაქტორია ბულინგის მსხვერპლად გახდომის, ქმედებები რომლებიც თვითშეფასებისა და თვითრწმენის ამაღლებას ემსახურება, მნიშვნელოვანი საშუალებაა დაბულინგების რისკის შემცირებისათვის.

თვითრწმენის ასამაღლებელი აქტივობები კონკრეტული ადამიანის მიერ მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა მაგალითად ისეთ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, რაც მას კარგად გამოსდის (მაგალითად თეატრალური წარმოდგენები, სპორტული გუნდები, სპეციალური სამუშაო პროექტები) რათა ეს იქცეს ფსიქოთერაპიად.

იზოლირება არის რისფაქტორიც და შედეგიც დაბულინგების. ადამიანისთვის დახმარების გაწევა იმაში, რომ ის იყოს ნაკლებად მარტოსული მისთვის ყურის თხოვებით ან ჩართვით მხარდამჭერ გუნდში შეიძლება იქცეს გრძელვადიან დახმარებათ ამ ადამიანის ისეთ წრეში აღმოჩენის გზაზე, რომელიც მოახდენს მისი დაბულინგების პრევენციას.

რა უნდა გააკეთონ ბულინგის მსხვერპლებმა და მათმა მშობლებმა ბულინგის შესაჩერებლად?

ბავშვის განვითარების ექსპერტები ხშირად ურჩევენ მშობლებს, რომ თუკი ისინი ფიქრობენ რომ მათი შვილი ბულინგის მსხვერპლია, მიიღონ ეს სერიოზულად და მოუწოდონ მათ ამ საკითხზე ლაპარაკისკენ. უნდა იყვნენ მშვიდი, მხარდამჭერი და უნდა დაარწმუნონ მათი შვილი იმაში, რომ ბულინგის მსხვერპლობაში ას არ ადანაშაულებენ, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც მსხვერპლი იგრძნობს თავს კომფორტულად ბულინგის ინციდენტზე სასაუბროთ.

მათმა მშობლებმა უნდა ეცადონ გაარკვიონ უფრო მეტი დეტალი მისი დაბულინგების და დამბულინგებლების შესახებ და ასწავლონ ბავშვს თუ როგორ უნდა უპასუხოს მიზანშეწონილად ბულინგის ფაქტს, გაბრაზების გარეშე. ბავშვმა ასევე შეიძლება სასარგებლოთ გამოიყენოს სხვა მოსწავლეებთან და მასწავლებელთან ერთად ყოფნა, რათა დამბულინგებელს ჰქონდეს ნაკლები შანსი მასთან მსგავსი აქტის გამოვლენის.

ბულინგის შეჩერების სხვა გზები მოიცავს მშობლების მიერ სკოლასთან დაკავშირებას და მათთან ახლო კონტაქტის შენარჩუნებას იმ მიზნით, რომ მათ აღკვეთონ ბულინგი, თუმცა ასევე პარალელურად იმის გათვალისწინება, რომ სკოლის პერსონალს ხშირად შეიძლება წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს ბულინგის მიმდინარეობაზე მათ სკოლაში. მშობლებისგან განსხვავებით, მენტალური ჯამრთელობის სპეციალისტები დამბულინგებლის მშობლებთან დაკავშირებისგან თავის შეკავებას თვლიან უკეთეს ვარიანტად.