მთავარი კულინარია ხაჭოს ფუნთუშები

ხაჭოს ფუნთუშები

by guramus

საშინაო ფუნთუშები — გემრიელი, ნატურალური და ჩაისთან მისაყოლებელი იდეალური პროდუქტია. მაღაზიაში შეძენას სჯობს სახლში თავად მოამზადოთ, უფრო ნოყიერი და ფუმფულა იქნება. წარმოგიდგენთ მარტივ ხერხს, როგორ გამოვაცხოთ ისინი საფუარის ცომისგან შიგთავსით. ამ რეცეპტს ახალბედა კულინარიც მშვენივრად გაუმკლავდება, შედეგი კი მთელ ოჯახს და ყველა სტუმარს გააოცებს.

ინგრედიენტები

  • 3–4 ჭიქა ფქვილი
  • 1 იქა რძე
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • 2 კვერცხი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 10 გ მშრალი საფუარი
  • ცოტაოდენი ხაჭო

მომზადება

შესაფერის ჭრჭელში ჩაასხით რძე, მცენარეული ზეთი, მარილი, შაქარი, დაამატეთ 2 ცილა და 1 კვერცხის გული. მეორე კვერცხის გული დაიტოვეთ ბოლოსთვის. კარგად აურიეთ.

დაუმატეთ ფქვილის და საფუარის ნაწილი. კიდევ კარგად აურიეთ. დაამატეთ დარჩენილი ფქვილი. აურიეთ ცომი 10 წუთი ელასტიური მასის მიღებამდე.

ცომისგან გასუფთავებულ ჭურჭელში წაუსვით მცენარეული ზეთი, მოათავსეთ ცომი და დაახურეთ პირსახოცი. დატოვეთ 60 წუთით. ამ დროის განმავლობაში ორჯერ უნდა აფუვდეს.

მიეცით ფორმა ფუნთუშებს.

რაც შეეხება შიგთავსს, გამოიყენეთ ხაჭო. ტკბილი ფუნთუშებისთვის ცომში 2-ჯერ მეტი შაქარი დაამატეთ.

მოათავსეთ ცოტაოდენი ხაჭო ფუნთუშების შუაში. მოუხურეთ თავი და მიეცით მრგვალი ფორმა.

მოათავსეთ გაზქურაში, რომელზეც წასმული უნდა იყოს მცენარეული ზეთი. შეგიძლიათ პერგამენტის ქაღალდი მოათავსოთ. დაუტოვეთ ფუნთუშებს გარშემო ადგილი, რადგანაც გამოცხობისას გაიზრდებიან. შეახვიეთ პირსახოცში თბილად 15 წუთით.

წაუსვით კვერცხის გული და მცენარეული ზეთი.

გამაოცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 20-25 წუთით.

მთავარია მიირთვათ თბილი, ამიტომაც გამოცხობის შემდეგ პირსახოცში შეახვიეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: