ეს სტატია მათთვისაა, ვინც დღემდე ელოდება ჰოგვარტსიდან წერილს. საინტერესო და უცნობი ფაქტები ჰარი პოტერის მოყვარულებისთვის:
1. ჰარის და რონს ჰოგვარტსი არ დაუმთავრებიათ
როცა ვოლდემორტი მოკლეს და სიკვდილის მჭამელები აკზაბანში გაუშვეს, არც ჰარის და არც რონს აღარ სურდათ სწავლის დასრულება. მხოლოდ ჰერმიონმა დაამთავრა წარმატებით ჰოგვარტსი.
თუმცა ჯადოქრობის სამინისტროში ყველამ იპოვა თავისი სამსახური.
2. რამდენი წლისები იყვნენ დამბლდორი და ვოლდემორტი, როცა დაიხოცნენ?
ორივე საკმაოდ ხანშიშესული გარდაიცვალა: დამბლდორი 115 წლის იყო, ვოლდემორტი კი – 71 წლის დაიღუპა, მას შემდეგ, რაც მისი უკვდავების გეგმა ჩაიშალა.
3. ჰარი, რონი და ჰერმიონი შოკოლადის ბაყაყის ბარათებზე გამოსახეს
წიგნის ავტორის – როულინგის მიხედვით, რონის საუკეთესო მომენტი იყო, როცა მათ საკუთარი პორტრეტი შოკოლადის ბაყაყის ბარათზე დაინახა. ვოლდემორის რეჟიმის დამხობის შემდეგ, მათ ეს პატივი ნამდვილად დაიმსახურეს.
4. როულინგმა ჰარი პოტერის ბოლო ნაწილის შავი მონახაზი გააკეთა, როცა ჯერ კიდევ პირველ წიგნზე მუშაობდა
როცა ჰაგრიდი აკრძალული ტყიდან გამოდის და თან ,,მკვდარი” ჰარი უჭირავს, ჰოგვარტსის ბრძოლები და ჰარის მიერ საკუთარი სიკვდილის ხილვა, როცა მისი მშობლები გარს ეხვივნენ – ეს ყველაფერი როულინგს წინასწარ ჰქონდა ჩაწერილი.
5. მსახიობი, რომელიც ელიზაბეტ ვარენის როლს ასრულებდა, გადაღებების დროს 40 წლის იყო
ჰარი პოტერის მოჩვენება, რომელიც გოგონას სხეულში ჩასახლდა, ფილმში 14 წლის არის, ეს მსახიობი შირლი ჰენდერსონის დამსახურებაა, რომელმაც 40 წლის ასაკში შეასრულა თინეიჯერის როლი.
6. ჰაგრიდს საკუთარი პატრონუსი არ ჰქონია
აზკაბანიდან გათავისუფლების შემდეგ, ჰაგრიდს არ ჰქონია ძალა თავი დაეცვა დემენტორებისგან. თუმცა მათ არც შეხვედრია.
7. როცა ჰარისა და ჰერმიონას კოცნას იღებდნენ, რუპერტ გრინი გადაღებაზე არ დაუშვეს
რუპერტ გრინი სიცილით კვდებოდა ამ სცენის ყურებისას, ამიტომ გადამღებმა ჯგუფმა ის დაითხოვა.
8. ჰოგვარტსი უფასო სასწავლებელია
როულინგმა გადაწყვიტა, რომ ჯადოქრობის სამინისტრო სტუდენტთა სწავლას თავად უნდა აფინანსებდეს.
9. ჰოგვარტსის ფილმისთვის აშენებას 40 ადამიანი და 7 თვე დასჭირდა
დეკორატორებმა შეუძლებელი სამუშაო შეასრულეს, რათა სკოლის მოდელი მოკლე დროში აეგოთ. ისინი გადაღებების დროს სულ მუშაობდნენ, რადგან კამერის კუთხე მუდმივად იცვლებოდა.
10. 11 წლამდე ასაკის ბავშვები ჯადოქრობას სახლში სწავლობდნენ
საიდუმლოთა საერთაშორისო კანონი ბრძანებდა, რომ 11 წლამდე ბავშვები ჯადოქრობას ვერ გააკონტროლებდნენ, რაც ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას ხელს შეუშლიდა.
11. დანიელ რედკლიფის საყვარელი რეკვიზიტი ჰარის სათვალე იყო
რედკლიფმა 160 წყვილი სათვალე მოირგო და საბოლოოდ ეს ყველაზე ცნობილი, მრგვალი აქსესუარი შეარჩია, რომლის გარეშეც ჰარი პოტერი ვერავის წარმოუდგენია.
12. ჯოან როულინგის საყვარელი მითიური პერსონაჟი ფენიქსია
ამის მიზეზი ისაა, რომ ფენიქსი 1000 წელს ცოცხლობს და ცეცხლში მხოლოდ იმიტომ იწვის, რომ მოკლე დროში ისევ გაცოცხლდეს. მათი ცრემლები ჭრილობებს კურნავს და ისინი საოცრად ერთგულები არიან. განა სრულყოფილი ქმნილება არ არის?
13. დამბლდორის გამორჩეული ოცნება მისი ოჯახის აღდგენაა
გახსოვთ სარკე, რომელიც ადამიანის ყველაზე დამალულ ოცნებებსა და სურვილებს გვაჩვენებს? დამბლდორმა მასში თავისი ოჯახი დაინახა: მამა, დედა და და, რომლებიც ცოცხლები იყვნენ, და თავისი ძმა, რომელიც მას კვლავ კარგად ეპყრობოდა. ეს იყო მისი რეალური ოცნება და არა ის, რასაც ჰარის ეუბნებოდა.
14. დინ ტომასი ისე გაიზარდა, რომ ეგონა, არანაირი ძალა არ ჰქონდა
ჰარის, რონისა და ჰერმიონის კლასელი დინ თომასი ყოველთვის ფიქრობდა, რომ მისი მშობლები ჩვეულებრივები იყვნენ. სინამდვილეში, მამამისი ჯადოქარი იყო, ამის შესახებ კი დინის დედისთვის არაფერი უთქვამს, რადგან მისი დაცვა უნდოდა.
15. ჩვეულებრივი ადამიანების თვალით ჰოგვარტსი ძველი, მიტოვებული სასახლეა
შემდეგ ჯერზე შენობას უკეთ დააკვირდებიან ჰარი პოტერის ფანები.
16. როულინგი ჯადოსნურ სიტყვებს კლასიკური ლათინური ენიდან სესხულობს
ავტორმა საუნივერსიტეტო განათლების წყალობით ბევრი სიტყვა ისწავლა, მაგალითად, ექსპელიარმუს (გამორჩეული ხიბლი) არის 2 ლათინური სიტყვის კომბინაცია: ექსპელერ-ის (გამოდევნება) და არმა-ს (იარაღი)
17. ჰერმიონი ავტორის ავტოპორტრეტია
ჯოან როულინგი აცხადებს, რომ ჰერმიონის პერსონაჟი მისი იდენტურია, როცა ის 11 წლის იყო. მან თქვა, რომ ჰერმიონი უფრო ჭკვიანია, მაგრამ მათი სწავლისადმი წყურვილი და მოუთმენელი ხასიათი ერთმანეთს ჰგავს..
18. მეფის ჯვრის სადგური სპეციალურად შეარჩიეს
ეს სიმბოლური და გულისამაჩუყებელი არჩევანი იყო, რადგან იქ შეხვდნენ როულინგის მშობლები.
19. ფაქტი, რომ მოლი ვისლი რომ ბელატრიქს ლესთრეინჯს კლავს, დიდი მნიშვნელობისაა
ბელატრიქსი ძლიერი და ბნელი ჯადოქარია და ვოლდემორის უახლოესი მიმდევარი. მან ბევრი კარგი ჯადოქარი დახოცა, მისი პერსონაჟის ყოველი ნაბიჯი ვოლდემორის სიყვარულითაა განპირობებული. ის მოლი ვისლიმ მოკლა. რთულია დიასახლისისა და ბევრი შვილის დედისგან ამ ნაბიჯს ელოდო. ის წარმოაჩენს დედობრივ სიყვარულს და დაცვას, ეს არის ღირებულება, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს.
20. რომელი შეკითხვის ეშინია როულინგს ყველაზე მეტად?
,,რისგან იყო დამზადებული დამბლდორის ჯოხი?” მისთვის ეს არავის უკითხავს. რისი ეშინია მას? მისი ჯოხი ანწლის ხისგან იყო დამზადებული (ფოლკლორის მიხედვით ეს სიკვდილს უკავშირდება) და ყურადღებიანმა ფანებმა შესაძლოა ეს სიმბოლო ,,ჰარი პოტერისა და სიკვდილის საჩუქრების” ისტორიას დაუკავშირონ.
21. ყმუილის ინციდენტი ,,ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდერის” ნაწილში
ჰარის ბიძა დიდხანს ცდილობდა ჰარის სახლიდან გაგდებას. ერთხელ თითქმის მიაღწია ამასაც, მაგრამ პეტუნიამ ხელი შეუშალა. დაუჯერებელია! ამ ქალს ყოველთვის სძულდა ჰარი. ეს არ მოხდებოდა, პეტუნიას ყმუილი რომ არ გაეგო ,,გახსოვდეს ჩემი ბოლო”. ეს დამბლდორისგან იყო და პეტუნიას მისი უკანასკნელი წერილის შესახებ ახსენებდა, რაც ჰარიზე მზრუნველობას გულისხმობდა.