მთავარი ფილმები 15 ფილმი, რომლებსაც 2019 წელს კინომოყვარულები გულისფანცქალით ელოდებიან

15 ფილმი, რომლებსაც 2019 წელს კინომოყვარულები გულისფანცქალით ელოდებიან

by Keti

2018 წლის ფილმების განხილვა ამოიწურა, ახლა წლევანდელებს ველით. ზოგიერთი უკვე გამოსულია ეკრანებზე, ნაწილი ფილმებისა წლების შემდეგ ბრუნდება დიდ ეკრანზე, ზოგს პირველად ვნახავთ. ნებისმიერ შემთხვევაში კინომოყვარულები უკვე დიდი მოლოდინით არიან განწყობილნი. გადავხედოთ 2019 წლის ნამუშევრების სიას:

1. Aladdin 

კეთილი და მოუსვენარი არაბი ბიჭის თავგადასავალი ცნობილი ანიმაციის შემდეგ პირველად გამოდის ეკრანებზე – ახლა უკვე მხატვრული ფილმის სახით. ფილმი 24 მაისს გამოვა ეკრანებზე.

2. Men in Black International

ამერიკული რამდენიმე ნაწილიანი კომედიის დიდებული დაბრუნება 14 ივნისს შედგება.

3. Toy Story 4

ცნობილ და ყველასთვის საყვარელ სათამაშოებს ახალი მეგობარი – ფორკი უერთდებათ. მისი ნახვაც ივნისში მოგვიწევს.

4. Spider-Man: Far From Home

მარველის ცნობილი სუპერგმირის ეკრანებზე, ვინ იცის მერამდენედ, ხილვას 5 ივლისამდე ვერ შევძლებთ.

5.The Lion King

დიდებული ანიმაციის კინო-გაცოცხლება 19 ივლისს შედგება.

6. Once Upon a Time in Hollywood

კვენტინ ტარანტინოს დაბრუნებას და ორი დიდებული მსახიობის პერფორმანსს 26 ივლისამდე ვერ ვიხილავთ.

7. Joker

ამბობენ, ჰოაკინ ფენიქსის შესრულება ჰიტ ლეჯერს მეორედ მოკლავსო.. ვნახოთ, ყველაფერს 4 ოქტომბერს გავიგებთ.

8. Star Wars: Episode IX

რაც არ უნდა სევდიანი იყოს, ლეგენდარული კოსმიური ოპერის ახალი ნაწილის ხილვას 20 დეკემბრამდე ვერ შევძლებთ.

9. Where’d You Go, Bernadette

რიჩარდ ლინკლატერის მისტიკურ-კომედიური ადაპტაცია შედარებით ადრე გამოდის – 22 მარტს.

10. The Goldfinch

ვინც ნიკოლ კიდმანის მორიგი სამსახიობო გარდასახვას მოულოდნელად ელოდება, მოცდა 11 ოქტომბრამდე მოუწევთ.

11. You Are My Friend

კვლავ ძველებურ ფორმაშია თუ არა ტომ ჰენკსი, ამას 18 ოქტომბერს გავიგებთ!

12. Avengers: Endgame

ზოგიერთი ფანისგან მსმენია, რომ ,,შურისძიების” ამ ნაწილს ,,სამეფო კარის თამაშებზე” მეტად ელოდებიან. 3 მაისს დიდი საჩუქარი ელით მათ.

13. Dark Phoenix

7 ივნისს სოფი ტარნერის ულამაზეს ეკრანულ განსხეულებას ვიხილავთ.

14. New Mutants

2 აგვისტოს ახალი საშინელების ხილვა მოგვიწევს. საინტერესოა, რამდენად შემზარავი გამოვიდა.

15. Pet Sematary

სტივენ კინგის რომანის ,,საშინელმა” ეკრანიზაციამ სულზე მოუსწრო საშიში ფილმების მოყვარულ მაყურებლებს. მას ეკრანებზე უკვე 5 აპრილს, ანუ დღეს, ვიხილავთ.

თქვენ რომელ ფილმს ელოდებით წელს ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ კომენტარებში!