მთავარი ჯანმრთელობა რატომ არის სასარგებლო ომეგა 3?
ომეგა 3

რატომ არის სასარგებლო ომეგა 3?

by Keti

მსუბუქად დავიწყებული ”თევზის ქონი” სულ უფრო პოპულარული ხდება. ის თანამდევია ჯანმრთელი ცხოვრების  მოსურნეთათვის. ეს უკანასკნელი კი ფიზიკური აქტივობის გარდა გულისხმობს სწორ კვებასაც.

თევზის ქონი ორი სახით გამოდის: თხევადი და კაფსულების სახით. თუმცა ბევრნი უპირეტესობას ანიჭებენ კაფსულებს, რადგან თხევადს აქვს დამახასიათებელი სუნი და გემო.ჩვენ მოგიყვებით კაფსულების სარგებლობასა და მიღების წესებზე.

რითაა სასარგებლო თევზის ქონი კაფსულებში

თევზის ქონის ძირითადი შემადგენელია ოლეინის მჟავა, მას მოსდევს პალმიტინის მჟავა და ნახევრადუჯერი მჟავები ომეგა 3 და ომეგა 6.

ომეგა 3 მჟავა ჰაერთან შეხებისას იჟანგება. ჟელატინის კაფსულა კი იცავს  და ზრდის მისი შენახვის ხანგრძლივობას.

თევზის ქონის სასარგებლო თვისებები:

1. იგი შეიცავს A და D ვიტამინებს. A ვიტამინი აუმჯობესებს კანის და მხედველობის პიგმენტების უჯრედების ზრდას. მისი წყალობით თევზის ქონი ძალიან სასარგებლოა კანისთვის, თმისთვის, ფრჩხილებისთვის. D ვიტამინი აქვეითებს ნერვულ აგზნებადობას, ხელს უწყობს კალციუმის შეღწევას უჯრედებში.

გთავზობთ საუკეთესო სახის ნიღაბს ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ: კარგად აურიეთ  1 ჩაის კოვზი თევზის ქონი და ამდენივე თაფლი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით სახეზე 30 წუთი და ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშით, არ გაიმშრალოთ.

2. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის გულ- სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში და შესაბამისად ათეროსკლეროზის განვითარების რისკს, თრომბების წარმოქმნას. ომეგა 3 ამცირებს ასევე დიაბეტის განვითარების რისკსაც. მათ გარეშე ვერ მოხდება სხვადასხვა უჯრედის განახლება.

3. თევზის ქონი გვეხმარება ნაჯერი ცხიმების დაწვაში. ამიტომ დიეტოლოგები თევზის ქონს უნიშნავენ ზედმეტი წონის მოსაშორებლად.

4. თევზის ქონი  მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. ამიტომ ერთი კაფსულა თევზის ქონი დღეში მოხუცებულობითი ჭკუასუსტობის საუკეთესო პროფილაქტიკაა.

5. ეს პროდუქტი ფართოდ გამოიყენება ბოდიბილდერებშიც, რადგან სწორი ცხიმია და სპორტსმენებს ამარაგებს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.

6. გინეკოლოგები ურჩევენ თევზის ქონის მიღებას მტკივნეული მენსტრუაციის დროს, ასევე ორსულობისას. მამაკაცებს კი იცავს წინამდებარე ჯირკვლის კიბოსგან.

თევზის ქონი არ უნდა მიიღოთ მასზე ალერგიის დროს. ასევე სპეციალისტები მის მიღებას არ ურჩევენ ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი, ასევე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას. თუ ორგანიზმში ჭარბადაა კალციუმი და D ვიტამინი, ასეთ დროსაც არ მიიღოთ თევზის ქონი.

თევზის ქონს იღებენ დღეში 1-2 კაფსულას, ჭამის დროს. მკურნალობის კურსია 1 თვე, წელიწადში 1-2ჯერ. არ მიიღოთ თევზის ქონი სხვა პოლივიტამინებთან ერთად. ეცადეთ რაციონში ჩართოთ სიომგა, ორაგული, კალმახი. გისურვებთ ჯანმრთელობას!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: