მთავარი საკითხავი რატომ არიან დანიელი მოსწავლეები ყველაზე ბედნიერები და წარმატებულები

რატომ არიან დანიელი მოსწავლეები ყველაზე ბედნიერები და წარმატებულები

by guramus

 

2016 წელს დანია ყველაზე ბედნიერ ქვეყანად დასახელდა.

დანიის სკოლებში არსებობს წესები, რომლებიც მიმართულია მოსწავლეების პიროვნულ განვითარებაზე.

 

დანიური საგანმანათლებლო სისტემის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ მასწავლებლები ბავშვებს არ ასწავლიან იმისთვის, რომ გამოცდა ჩააბარონ. ისინი კონცეტრირებულნი არიან ბავშვის განვითარებასა და ცხოვრების უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. მოსწავლეები არ არიან დაყოფილები მათი ქულების მიხედვით – “კარგ” და “ცუდ” მოსწავლეებად.

საკუთარი თავის შეცნობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წერისა და კითხვის უნარი. აი, ეს არის დანიური საგანმანათლებლო სისტემის მთავარი მახასიათებელი.

დანიურ სკოლებში ყველა ბავშვს თანაბარი შანსი აქვს განვითარების. ბავშვები საბავშვო ბაღიდანვე სწავლობენ ტოლერანტობის, სიკეთის, ურთიერთდახმარების შესახებ.

სკოლის მოსწავლეები თავად იძიებენ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას და თავადვე აანალიზებენ. მასწავლებლები არ ახვევენ თავს საკუთარ მოსაზრებებსა და შეხედულებებს. მასწავლებლები ცდილობენ განავითარონ ბავშვის კრიტიკული აზროვნება.

 

დანიის ყველა სკოლა ასეთი კეთილმოწყობილია:

7534260-nachalnaya_shkola_v_danii_igrivyj_dizain_i_zelenye_tehnologii_5-1476532500-650-4e7e290668-1478807210

7534310-590-1476532991-650-40e20ba926-1478807210

7534360-297-1476534288-650-d101b67867-1478807210

7534410-307-1476534316-650-6c7838f03f-1478807210