მთავარი ჯანმრთელობა ნახარშები თირკმელებისთვის

ნახარშები თირკმელებისთვის

by Keti

უეცარი სპაზმები და ძლიერი ტკივილი წელის არეში, შემცივნება, სისხლი შარდში, მუცლის გაბერვა – ეს სიმპტომები თირკმლის პრობლემებისაა. მედიკამენტოზური მკურნალობა გარდაუვალია, თუმცა ასევე სპეციალური ნახარშები დაგვეხმარება, რომლებსაც თავად მოვამზადებთ.

სხვა ორგანოებისთვის უვნებელი და შარდ-სასქესო სისტებისთვის სასარგებლო ბალახის ნახარშები ხელს უწყობს ამ წყვილი ორგანოს გაწმენდას. ჯანმრთელი თირკმელიბი ორგანიზმის ნორმალური მუშაობის გარანტია.

5 შინაური საშუალება თირკმელებისთვის

1. 20 გ მატიტელას მდუღარე დაასხით, დადგით 10 წუთი. გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3ჯერ. ეს თირკმელებს ქვიშისგან გათავისუფლებს.

2. 1 ს.კ. ღვიის კენკრას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე. ადუღეთ 20 წუთი. გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3ჯერ, თითო ს.კ.

3. ქვიშის გამოსაყოფად საუკეთესოა სტაფილოს თესლი. შეგიძლიათ 1 გ თესლი დღეში 3ჯერ შეჭამოთ. ან დაასხათ 1 ს.კ.-ს ერთი ჭიქა მდუღარე, გადაწუროთ და დალიოთ თითო ჭიქა დღეში 3ჯერ.

4. მოხარშეთ 1 კგ როუანის წვენი 600 გ შაქართან ერთად. მიიღეთ დღეში 100 გ, ორ ჯერზე.

5. 30 გ სურნელოვან იას დაასხით 1 ლ წყალი. მოხარშეთ და გააციეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3ჯერ.

ერთი მხრივ გამოწერილი მედიკამენტები და მეორე მხარეს ნახარშები თირკმელებისთვის. არსებობს მესამეც: სწორი კვება. დაავადებისას რეკომენდებულია, ბოსტნეულის სუფები და მჭლე ხორცი, მოხარშული თევზი და ახალი კომბოსტო.

სვით მეტი წყალი, მიირთვით გოგრა, სტაფილო, კიტრი და რძის პროდუქტები. ასე განიკურნავთ თირკმელებს. ექიმთან კონსულტაციაზე უარი არ თქვათ, განსაკუთრებით თუკი შეტევები გაქვთ და ქრონიკული დაავადებები. ეს რეცეპტები მხოლოდ დამხმარე საშუალებებია.