მთავარი კულინარია დამარინადებული ლიმონი

დამარინადებული ლიმონი

by Keti

მაროკოს სამზარეულო ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. ხორცი და თევზი, ვეგეტარიანული კერძები, ჩაი, სხვადასხვა სანელებელი, სოუსები, მარინადები… სწორედ აქ გაუჩნდათ იდეა, დაემარინადებინათ ლიმონი ქილებში და შემდეგ კერძებისთვის დაემატებინათ.

საკვირველი არ არის, რომ მაროკოს სამზარეულომ დამსახურებული აღიარება მოიპოვა მსოფლიოში. ლიმონის მარინადს სხვაგან ვერსად იყიდით, შეგიძლიათ ის თავად მოამზადოთ. ლიმონს დამარინადება სიმწარეს ართმევს და მჟავე გემოს თრგუნავს. არომატი კი ახალი ლიმონივითაა.

შეარჩიეთ ლამაზი, სქელი ქერქის, საშუალო ზომის ნაყოფი. აუცილებელია ლიმონის კარგად გარეცხვა ჯაგრისით, გამდინარე წყლის ქვეშ.

ინგრედიენტები

  • 4 ლიმონი
  • 4 დაფნის ფოთოლი
  • 5 ს.კ. ზღვის მარილი
  • 1 ს.კ. შავი პილპილი (მარცვლები)
  • 1 ს.კ. კორიანდრი
  • 1 ს.კ. მიხაკი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი

მომზადება

1. გარეცხილი და გამშრალი ლიმონი ჯვარედინად დაჭერით, ბოლომდე არ ჩაჭრათ.

2. განაჭერები მარილით ამოავსეთ. ლიმონის ნაწილი სტერილურ ქილაში ჩაამატეთ, დააყარეთ მარილი, სანელებლები, დაადეთ დაფნის ფოთოლი. შემდეგ ისევ ლიმონი, მარილი, სანელებლები – ქილის ამოვსებამდე. ეცადეთ ჰაერი არ დარჩეს ქილაში.

3. როცა ქილა გაივსება, ჰერმეტულად დაახურეთ და დადგით ბნელ ადგილას 1 თვე. პერიოდულად შეანჯღრიეთ.

4. დამარინადებული ლიმონი საჭმელში დამატებამდე გარეცხეთ და შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.

გამოიყენეთ ლიმონი ფანტაზიის მიხედვით. სუფრასთან მიიტანეთ, დამოუკიდებელ საუზმედ ან სასმელთან ერთად, ან ჩაამატეთ სოუსებსა და სალათებში. ამ დელიკატესით შესანიშნავი ქათამი გამოდის, ასევე წვნიანებსაც ძალიან უხდება.

სცადეთ ასე მომზადება ზამთრისთვის და თქვენ ამას ყოველთვის გააკეთებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: