მთავარი კულინარია საუზმის 7 რეცეპტი, სადაც მთავარი ინგრედიენტი ჩიფსებია.

საუზმის 7 რეცეპტი, სადაც მთავარი ინგრედიენტი ჩიფსებია.

by Keti

სადღესასწაულო სუფრებისთვის ყოველთვის რაღაც ორიგინალურის გაკეთება გვინდა. საუბარია არა მხოლოდ მომზადებაზე, არამედ  გაფორმებაზეც. გთავაზობთ საინტერესო იდეას- საუზმის მიტანას სუფრაზე ჩიფსების საშუალებით. მომზადების პრინციპით ისინი ტარტალეტკებს ჰგავს, თუმცა განსხვავდება კიდევაც.

სასურველია ფართო და ბრტყელი ჩიფსების შერჩევა. კერძის ინგრედიენტები ძალიან წვრილად უნდა დავჭრათ. ჩიფსებს შიგთავსი უნდა წავუსვათ უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ.

ჩიფსებზე მოსათავსებელი კრრძების ვარიანტები:

რაოდენობა გათვლილია 50-70 კარტოფილის ჩიფსზე.

  1. „განძთა კუნძული’’

გახეხეთ 100 გრამი კრაბის ჩხირი და 50 გრამი მაგარი ყველი. შეურიეთ ნიორი, მაიონეზი, დაადეთ ჩიფსებს. შეგიძლიათ მორთოთ წითელი ხიზილალით.

  1. ყველის შიგთავსი

100 გრამი პომიდორი დაჭერით წვრილად. 50 გრამი ყველი გახეხეთ. წვრილად დაჭერით ნიორი და მწვანილი. აურიეთ მაიონეზი. მიღებული მასა დაალაგეთ ჩიფსებზე, მორთეთ ზეთისხილით.

  1. შიგთავსი წითელი თევზით

80 გრამი წითელი თევზი წვრილად დაჭერით, დაამატეთ 70 გრამი რბილი ყველი, შეურიეთ მაიონეზი,  წითელი წიწაკა, კარგად აურიეთ. წაუსვით ჩიფსებს,  მორთეთ ოხრახუშით.

  1. საუზმე ’’ VITA ITALIA’’

80  გრამი პომიდორი და 80 გრამი სიომგა წვრილად დაჭერით. დაამატეთ ჯონჯოლი გემოვნებით და 2 ს.კ. გახეხილი პარმეზანი. მოაყარეთ ახალი ბაზილიკი, დაასხით ნატურალური იოგურტი და აურიეთ. გადაასხით ის ჩიფსებზე.

  1. ,,სტუმრები საზღვარზე’’

1-2 უმი სტაფილო გახეხეთ მსხვილად, 100 გ მაგარი ყველი საშუალო სახეხზე და აურიეთ. დაამატეთ ნივრის კბილი, შინაური მაიონეზი. აურიეთ და მორთეთ ჩიფსები. მოაყარეთ პილპილი.

6. ,,ზღვის ცდუნება’’

ერთი საშუალო პომიდორი გაფცქვენით და ამოაჭერით გული. რბილობი წვრილად დაჭერით. 6 კრაბის ჩხირი და 60 გ ფეტა ან მდნარი ყველი ასევე წვრილად დაჭერით. აურიეთ ყველაფერი, დაამატეთ კამა და მაიონეზი. წაუსვით ჩიფსებს.

7. საუზმე ქათმის ფილეთი

70 გ მდგარი ყველი, 80 გ ქათმის ფილე, 1 მოხარშული კვერცხი და 0,5 კიტრის მწნილი წვრილად დაჭერით. დაამატეთ ნიორი და მწვანილი. მაიონეზი – გემოვნებით.

დელიკატესების რაოდენობა შეგიძლიათ თავად დაარეგულიროთ. თამამად ჩაატარეთ ექსპერიმენტები და თქვენი რეცეპტები შექმენით. შემდეგ მოგვიყევით კომენტარებში!