მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ გემრიელი შიგთავსები ლავაშისთვის?

როგორ მოვამზადოთ გემრიელი შიგთავსები ლავაშისთვის?

by Keti

ლავაში საკმაოდ აქტუალური პროდუქტია. მისი გამოყენება ნებისმიერი სახით შეიძლება – მაგალითად, სამსახურში ან პიკნიკზე წასაღებად. მას ყველაფერი უხდება.

ჩვენ შიგთავსების განსხვავებული და მრავალფეროვანი ნაკრები მოვამზადეთ:

ჩვენ შიგთავსების განსხვავებული და მრავალფეროვანი ნაკრები მოვამზადეთ:

კერძები ლავაშში

რულეტები წითელი თევზით

ინგრედიენტები

  • 1 ლავაში
  • 200 გ წითელი თევზი
  • 1 კიტრი
  • 120 გ ყველი
  • 1 კონა სალათა

მომზადება

  1. კიტრი გაფცქვენით, დაჭერით გრძელ ნაჭრებად, გარეცხეთ და გააშრეთ სალათის ფურცლები. თევზიც დაჭერით.
  2. ლავაშს რბილი ყველი წაუსვით, ზემოდან სალათა მოათავსეთ, ასევე თევზი და კიტრი. გადაახვიეთ და დაჭერით.

ლავაში ქათმითა და რანჩის სოუსით

ინგრედიენტები

  • 200 გ შემწვარი ფილე
  • 1 ლავაში
  • 0,25 ჭიქა არაჟანი
  • 0,25 ჭიქა მაიონეზი
  • 1 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 120 გ მაგარი ყველი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ჩ.კ. ბაზილიკი
  • 0,25 ლიმონი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. დაჭერით ქათამი, მწვანილი. გახეხეთ ყველი.
  2. შეურიეთ არაჟანი და მაიონეზი, დაჭრილი ხახვი, ნიორი, ბაზილიკი. ჩაასხით ლიმონის წვენი. აურიეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი.
  3. ლავაშზე გაანაწილეთ სოუსი და შიგთავსი. გადაახვიეთ და დაჭერით.

შიგთავსი კრაბის ჩხირებითა და ყველით

ინგრედიენტები

  • 1 ლავაში
  • 200 გ კრაბის ჩხირები
  • 150 გ ყველი
  • 1 კონა ოხრახუში

მომზადება

  1. დაჭერით ჩხირები, ოხრახუში.
  2. ლავაშს წაუსვით ყველი. დაალაგეთ კრაბის ჩხირები და ოხრახუში. გადაახვიეთ და დაჭერით.

ჩიმიჩანგა

ინგრედიენტები

  • 3 ლავაში
  • ტომატის სალსა
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 200 გ ჩედერი
  • 1 დაჭრილი ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 250 გ ქათმის ხორცი
  • 1 მწვანე წიწაკა ჩილი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 2 კარტოფილი

მომზადება

  1. მოშუშეთ ხახვი, ნიორი, ხორცი, წიწაკები. ჩაყარეთ კარტოფილი.
  2. ლავაშის ცენტრში დადეთ 1/3 შიგთავსი, 3 ს.კ. არაჟანი, სალსა, მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  3. გადაკეცეთ კონვერტისებურად, დაჭერრით და ხის ჩხირით დაამაგრეთ. დანარჩენი ლავაშებიც შესაბამისად მოამზადეთ და შედგით მაცივარში 30 წუთით.
  4. შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან.

შიგთავსი სულგუნითა და მწვანილით

ინგრედიენტები

  • 1 ლავაში
  • 1 კონა კამა
  • 200 გ სულგუნი
  • 50 გ კარაქი

მომზადება

  1. შეურიეთ მწვანილი და გახეხილი ყველი.
  2. გაანაწილეთ ლავაშზე და გადაახვიეთ რულეტისებურად. დაჭერით და შეწვით მშრალ ტაფაზე, ყველის გადნობამდე.

სოკოს რულეტები

ინგრედიენტები

  • 200 გ შამპინიონი
  • 3 კიტრის მწნილი
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • 1 კონა კამა
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ხახვი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. სოკო გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით. დაჭერით ხახვი, კამა, კიტრი.
  2. მოშუშეთ სოკო, ხახვი. დაამატეთ მარილი და პილპილი.
  3. შეურიეთ არაჟანი, ნიორი, წაუსვით სოუსი ლავაშს, დაადეთ სოკო, მოაყარეთ მწვანილი და გადაახვიეთ. დაჭერით.

ლავაში ლორით

ინგრედიენტები

  • 1 ლავაში
  • 200 გ ლორი
  • 140 გ მაგარი ყველი
  • 2 პომიდორი
  • 1 კონა სალათა

მომზადება

  1. გარეცხეთ და გააშრეთ სალათის ფურცლები, დაჭერით პომიდორი. დაჭერით ლორი თხლად. ყველი გახეხეთ.
  2. ლავაშზე სალათის ფურცლები, ლორი და პომიდორი გაანაწილეთ. მოაყარეთ ყველი. გადაახვიეთ და დაჭერით.

ასე მარტივად შეიძლება საკუთარი თავისა და სხვების გახარება. გაუზიარეთ ეს გემრიელი ნაკრები მეგობრებს!