მთავარი კულინარია მოვამზადოთ ტორტი კეფირით

მოვამზადოთ ტორტი კეფირით

by Keti

კეფირზე მომზადებული ტორტი ძალიან გემრიელია. მისი მომზადება ძალიან სასიამოვნოა, ის საკმაოდ სწრაფად იჭმევა, ადვილად მზადდება. არის უნაზესი და თან არც ისე კალორიული.

დღეს გთავაზობთ კეფირზე მომზადებული ტორტის მარტივ რეცეპტს. მას აქვს ასევე არაჟნის კრემი. ცოტა მონდომება და მიიღებთ შესანიშნავ ტორტს.

ტორტი ,,მოჭრილი მორი”

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 2 კვეცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა მურაბა (სასურველია ალუბალი ან მოცხარი)
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 2 ჩ.კ. სოდა
  • 1,5-2 ჭიქა ფქვილი
  • 5 გ მარგარინი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 0,5 ლ არაჟანი
  • 0,4 ჭიქა შაქარი

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ მურაბა, კეფირში არეული სოდა და ფქვილი.

2. კარგად ათქვიფეთ ცომი, უნდა იყოს არასქელი.

3. წაუსვით საცხობ ფორმას მარგარინი და ჩაასხით მასში ცომი. გაყავით ორად.

4. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთით.

5. თითო ფირფიტა გაჭერით ორად, უნდა გამოვიდეს 4. შეგიძლიათ დანამოთ სეროფით.

6. მოამზადეთ არაჟნის კრემი: ჩაყარეთ თასში შაქარი და დაასხით არაჟანი. აურიეთ მიქსერით, შაქარი სულ უნდა გადნეს და კრემი გახდეს ფოროვანი.

7. წაუსვით ფირფიტებს კრემი და მორთეთ ტორტი გემოვნებით.

თუ მაცივარში დაგრჩათ 0,5 ლ კეფირი და არ იცით, რაში გამოიყენოთ, შეგიძლიათ გემრიელი ტორტის გამოცხობა.

ეს ნაზი გემოს დესერტი ძალიან მარტივია მოსამზადებლად. ტორტის მორთვა შეიძლება ნაღებით, შოკოლადით, თხილით და ა.შ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: