671
სადღესასწაულო სუფრაზე დაჭრილი ხორცი სულ გვხვდება: ლორი, ძეხვი და ა.შ. გთავაზობთ ხორცის კიდევ ერთს სახეს: ქათმის რულეტს ბოთლში. ის ცივი კერძების მოყვარულებს გემოთი და შესახედაობით მოეწონებათ.
შეგიძლიათ მას ყველაფერი დაუმატოთ, მაგალითად, ბარდა, სიმინდი…
ინფრედიენტები
- 1 ქათამი
- 100 გ ნიგოზი
- 30 გ ჟელატინი
- 250 მლ წყალი
- 2 კბილი ნიორი
- მარილი, შავი პილპილი და თავშავა გემოვნებით
მომზადება
- დაჭერით ქათამი და ჩააწყეთ ტაფაში უცხიმოდ. ჩაასხით 250 მლ წყალი და თუშეთ ხორცი დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. დაამატეთ თავშავა, მარილი და პილპილი. განაგრძეთ თუშვა თავდახურულში 25 წუთი.
- ჟელატინს დაასხით დარჩენილი ცხელი წყალი (არამდუღარე) და გახსენით ბოლომდე.
- ამოიღეთ ქათამი და ხორცი ძვლებისგან გაარჩიეთ. შეურიეთ ბულიონს, რომელშიც ის ითუშებოდა. დაამატეთ ჟელატინი. აურიეთ მასში წვრილად დაჭრილი და ნიორი. გააციეთ.
- პლასტმასის ბოთლს წააჭერით ზედა ნაწილი. ჩაასხით ნარევი და შედგით მაცივარში გასაციებლად.
- ფრთხილად გაჭერით ბოთლი გვერდიდან, მჭრელი საკანცელარიო დანით, და მზა რულეტი გამოიღეთ.
ნარევი ბოთლში უნდა ჩაასხათ თბილი და არა ცხელი. საინტერესო მეთოდია ხომ? აუცილებლად მოუყევით მეგობრებს მის შესახებ!