მთავარი ჯანმრთელობა დიეტოლოგი გვირჩევს, რომ მივიღოთ 1700 კალორია დღეში

დიეტოლოგი გვირჩევს, რომ მივიღოთ 1700 კალორია დღეში

by Keti

საშუალო სიმაღლის ჯანმრთელ ქალს დღეში დაახლოებით 1900-2000 კალორია სჭირდება.

ცხიმის პროცენტის შესამცირებლად და კუნთების შესანარჩუნებლად, საკმარისია, რაციონის კალორიულობა 20%ით შეამციროთ. წონა სტაბილურად მოიკლებს.

ჩვენ გამოვთვალეთ მიახლოებითი ერთდღიანი მენიუ 1700 კალორიაზე. დარწმუნდით: საკვები მრავალფეროვანი, ნოყიერი, გემრიელი იქნება. თან გახდებით.

1700 კალორია 1 დღეში: მენიუ

საუზმე: შვრიის ფაფა ვაშლითა და დარიჩინით. 1 პორცია 300 კალორიაა, მასში 7,8 გ ცილა, 4,2 გ ცხიმი და 56 გ ნახშირწყალია.

2 პორციაზე 60 გ შვრიის ფანტელს 200-250 მლ ცივი რძე დაასხით. აადუღეთ და ხარშეთ 2-3 წუთი. დაამატეთ მწიკვი მარილი, 1 ს.კ. შაქარი და აურიეთ. ფაფა მორთეთ ვაშლითა და დარიჩინით.

ხემსი კაკლითა და ჩირით: 1 პორცია 200 კალორიაა, შეიცავს 4,4 გ ცილას, 9,1 გ ცხიმსა და 27 გ ნახშირწყალს.

ასეთი ხემსი სამსახურშიც მოსახერხებელია. ჩადეთ კონტეინერში 20 გ ნუში, 25 გ შავი ქლიავი და 1 ბანანი.

სადილი: ქერის სუფი სოკოთი. 1 პორცია (600 გ): 183 კალორია. შეიცავს 6 გ ცილას, 2,4 გ ცხიმს და 33 გ ნახშირწყალა.

ინგრედიენტები 2 პორციისთვის

  • 1 ლ წყალი
  • 150 გ შამპინიონი
  • 50 გ ქერის ბურღული
  • 2 კარტოფილი
  • 0,5 ხახვი
  • 0,5 სტაფილო
  • მარილი, პილპილი, ხმელი სუნელი – გემოვნებით

მომზადება

  1. ერთი საათით ადრე გარეცხეთ ბურღული, მდუღარე დაასხით და დადგით.
  2. სოკო დაჭერით, მდუღარეში ჩაყარეთ, 15 წუთი ხარშეთ. ამოიღეთ ქაფქირით. ქვაბში ჩაყარეთ ჩაორთქლილი ქერი, ხარშეთ 40 წუთი.
  3. ბოსტნეული გაფცქვენით, დაჭერით და ქვაბში ჩაამატეთ. სუფი შეანელეთ, ხარშეთ ისევ 20 წუთი. ხარშვამდე 5 წუთით ადრე, სოკო სუფში ჩააბრუნეთ.

ხემსი: ვაშლი, გამომცხვარი ხაჭოსა და ქიშმიშთან ერთად. 1 პორცია – 295 კალორია. შეიცავს 26,6 გ ცილას, 5, 8 გ ცხიმს, 32,3 გ ნახშირწყალი.

2 პორციისთვის 4 საშუალო ვაშლს გული ამოაჭერით, 250 გ 4%იანი ხაჭო 20 გ გარეცხილ ქიშმიშს და 1 ჩ.კ. თაფლს შეურიეთ. ვაშლი შიგთავსით აავსეთ, ჩააწყეთ ცეცხლგამძლე ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე, 20 წუთით. არ დაგავიწყდეთ ფორმაში ვოტა წყლის ჩასხმა.

ვახშამი: პასტა ქათმის ფილეთი და ბროკოლით. 1 პორცია 222 კალორიაა. შეიცავს 25 გ ცილას, 2 გ ცხიმს და 30 გ ნახშირწყალს.

ინგრედიენტები 2 პორციისთვის

  • 160 გ მაკარონი
  • 160 გ ბროკოლი
  • 160 გ ბულგარული წიწაკა
  • 160 გ ქათმის ფილე
  • 2 ს.კ. სოიოს სოუსი
  • მწვანილი
  • შავი პილპილი

მომზადება

  1. ფილე დაჭერით. მოაყარეთ პილპილი, შეწვით და დაუმატეთ სოიოს სოუსი, ჩაამატეთ ბროკოლი, დაჭრილი წიწაკა. შუშეთ ხორცის მომზადებამდე.
  2. ჩაამატეთ ნახევრად მოხარშული მაკარონი, დაჭრილი მწვანილი. აურიეთ. შუშეთ თავდახურულში კვლავ 3 წუთი.

მნიშვნელოვანია! მენიუში გათვალისწინებული არ არის სასმელები. მიირთვით უგაზო წყალი, ჩაი, უშაქრო ყავა.

გახდომის მთავარი პირობაა, დახარჯოთ მიღებულზე მეტი კალორია. სჯობს, ეს მოახდინოთ არა რაციონის კალორიულობის კლებით, არამედ ფიზიკური აქტივობის ხარჯზე – იარეთ ფეხით, ივარჯიშეთ თუნდაც მსუბუქად…

შეინახეთ მენიუ და გაუზიარეთ მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: