მთავარი ჯანმრთელობა სამდღიანი შიმშილი

სამდღიანი შიმშილი

by Keti

თუ გსურთ სამ დღეში 5 კგ-ს დაკლება, გთავაზობთ უჩვეულო დიეტას. ჩვენ გასწავლით, როგორ აიძულოთ ორგანიზმი ”შეჭამოს” საკუთარი ცხიმი.

ჩვენ მოგიყვებით თუ როგორი იოლია შიმშილობა, ვიდრე სახვადასხვა ცნობილი დიეტის დაცვა.

შიმშილი გახდომის მიზნით

რა უფრო იოლია? ორკვირიანი დიეტით თავის გაწამება, თუ საერთოდ კვების დავიწყება? რამდენიმესაათიანი შიმშილის შემმდეგ ორგანიზმი გაიგებს, რომ მის გამოკვებას ჯერ არ აპირებენ.

თქვენც ალბათ ფიქრობთ, რომ მშიერი ყოფნა სჯობს სხვადასხვა სალათით მადის გაღვიძებას.

საკვების მორიგი მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ორგანიზმი გვცდის შიმშილის გრძნობით. თვითონ კი ამ დროს იწყებს ღვიძლსა და კუნთებში ,,გადამალული” გლუკოზის დაშლას.

როცა შაქარი მთავრდება, მეორე ეტაპი იწყება. სხეულს როცა ესმის, რომ სადილი არ იქნება, სტრატეგიას ცვლის და საკუთარი ნაგვით კვებას იწყებს: წლების მანძილზე დაგროვილი ცხიმოვანი უჯრედებით, ტოქსინებით, პარაზიტებითა და ავადმყოფი ქსოვილებით.

ახლა ვისაუბროთ, თუ როგორ უნდა შევიდეთ ამ ბრძოლაში სწორად და როგორ გამოვიდეთ იქიდან მართებულად. პირველად დაადგინეთ მკვეთრი დროითი ჩარჩოები, მაგალითად, ორშაბათი – დასაწყისი, ოთხშაბათი – დასასრული. მეორე: სამი დღით ადრე რაციონიდან გამორიცხეთ ცხოველური საკვები. მესამე: დაასრულეთ თანდათან, ამაზე რამდენიმე დღე დაიხარჯება. დაბოლოს, რეკომენდებულია, ნაწლავების სრული გასუფთავება ტაბლეტებით ან ოყნით დიეტის დაწყებამდე.

პირველი დღე

ბოლო საკვების მიღება წინა დღის სადილობაა. აქედან იწყება შიმშილობა. ამ დროს მხოლოდ წყალს სვამენ, 1,5-2 ლ-ს დღეში.

დღე მეორე

მატულობს კუჭის მჟავიანობა. უსიამოვნო შეგრძნებებისას უნდა ამოირეცხოთ კუჭი წყლით.

დღე მესამე

ამ დღეს არ დაკავდეთ მძიმე სამუშაოთი და სპორტით, არ აწიოთ 3 კგზე მეტი. სხვა გონებრივი და ფიზიკური მოქმედება შიმშილობისას დასაშვებია და აუცილებელიც არის მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად.

შიმშილიდან გამოსვლა

წმენდა ჩატარებულია, სისტემა გარდაქმნილია. დაუბრუნდით ჩვეულ რიტმს, ამაში წვენები დაგეხმარებათ: ქლიავის, ვაშლის და პომიდვრის. ყველაზე მეტად დაკონსერვებული და უმარილო ტომატის წვენი უხდება. გასტრიტისა და წყლულის დროს წვენი ჩაანაცვლეთ ქერის ნახარშით ან კურაგიანი წყლით.

დღე პირველი: დილით 50 მლ წვენი დალიეთ, 50 მლ წყალთან განზავებული. შემდეგ სვით განზავებული წვენი ყოველ საათში. წვენის რაოდენობა თანდათან გაზარდეთ 50 მლ-ით, წყლის იგივე დატოვეთ. წვენის ზრდა შეწყვიტეთ 200 მლ-ზე. საღამოსკენ შეიძლება 1 ჭიქა წვენის დალევა ყოველ საათში, განუზავებლად.

დღე მეორე: სადილამდე 200 მლ წვენი ყოველ საათში, სადილზე კი გახეხილი უმი ბოსტნეული (გარდა ნარინჯისფერებისა). წყლულისა და გასტრიტისას რეკომენდებულია თხელი შვრიის ფაფა ან ბანანი. სამხარზე მიირთვით ვაშლი ან წვენი, ვახშამზე – ბოსტნეულის რაგუ, სუფი, ფაფა, უმარილო კარტოფილი – აქედან რომელიმე.

დღე მესამე და მეოთხე: მსუბუქი დიეტა ცხოველური საკვების, ცხიმების, მარილისა და ტკბილეულის გარეშე.

დღე მეხუთე და მეექვსე: გამორიცხეთ ხორცი და საკონდიტრო ნაწარმი.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ შიმშილიდან გამოსვლა მორიგი დიეტაა, თუმცა ცდებით. ყოველ დღე კუჭს მეტი მუშაობა უწევს და შიმშილის შეგრძნებები ქრება. შედეგი: სპორტდარბაზში ერთი თვე სიარულის ტოლფასია.

სამკურნალო შიმშილს მას ტყუილად არ უწოდებენ. ხანმოკლე შიმშილის დროსაც კი ინკურნება ბრონქიტი, გრიპი, სუფთავდება კუჭი, ღვიძლი, თირკმლები. უბრალოდ, იპოვეთ ოქროს შუალედი.

სხეულს შეუძლია შიმშილს 40 დღე გაუძლოს, ამიტომ ეს დააფასეთ. 3 დღე მხოლოდ გენერალური დალაგებაა და არა ექსტრემალური.

ჯობს, თავიდან ერთდღიანი შიმშილი შეასრულოთ თვეში და არ დაგჭირდებათ არავითარი დიეტა. კარგი აღნაგობა რამდეიმე დღის საკითხია.