მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ უზბეკური კურნიკი?

როგორ მოვამზადოთ უზბეკური კურნიკი?

by Keti

კურნიკი დიდი ღვეზელია, რომელსაც სხვადასხვა შიგთავსით ამზადებენ. სახელწოდება უკავშირდება ქათმის ხორცს – ადრე მხოლოდ მას დებდნენ ღვეზელში.

მას ამზადებდნენ დიდ დღესასწაულებზე, სააღდგომოდ და ა.შ. გთავაზობთ რეცეპტს და გირჩევთ, მოამზადოთ დღესვე.

როგორ მოვამზადოთ კურნიკი

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 0,5 კგ ფქვილი
  • 100 გ მარგარინი
  • 100 გ არაჟანი
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 0,5 ჩ.კ. მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 300 გ კარტოფილი
  • 100 გ ხახვი
  • 250 გ ქათმის ფილე
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1/4 ჩ.კ. წიწაკა
  • 50 გ მწვანილი
  • 1 ს.კ. წყალი

მომზადება

1. ღრმა ჯამში დაარბილეთ მარგარინი, შემდეგ დაამატეთ არაჟანი და აურიეთ.

2. ათქვიფეთ კვერცხი და დაამატეთ არაჟნიან მასაში.

3. სოდას დაასხით 3-4 წვეთი სუფრის ძმარი, შემდეგ დაამატეთ მარილი და წყალი.

4. გაცერით ფქვილი და ნელ-ნელა დაამატეთ ცომში, თან ურიეთ.

5. მოზილეთ ცომი, დააფარეთ ხელსახოცი და დადგით 30 წუთით.

6. შიგთავსისთვის ქათმის ფილე დაჭერით.

7. გაფცქვენით ხახვი და კარტოფილი. ხახვი რგონებად დაჭერით, კარტოფილი – კუბებად. დაჭერით მწვანილიც.

8. შეურიეთ ხახვი, კარტოფილი, ქათამი და მწვანილი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

9. ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთი უფრო დიდი უნდა იყოს. დიდი ნაწილი გააბრტყელეთ და საცხობ ფორმაზე დადეთ. ცომის ნაპირები ამოწეული უნდა იყოს.

10. დაალაგეთ შიგთავსი ცომის ფირფიტაზე, დაასხით 1 ს.კ. წყალი. დაადეთ ცომის მეორე ფირფიტა და დაამაგრეთ ნაპირები. დაუტოვეთ ნაპრალი ორთქლის გამოსასვლელად. ღვეზელს კვერცხის გული წაუსვით და შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 1,5 საათით.

გაუზიარეთ ამ გემრიელი კერძის რეცეპტი თქვენს მეგობრებს!