კეფირი ყველაფერს უხდება: გამომცხვარი ცომი ფუმფულა გამოდის, იზილება სწრაფად. ამიტომ ბევრი ხშირად პურს ანაცვლებს კეფირზე დამზადებული ღვეზელით.
დღეს მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ გემრიელი ღვეზელი. ის ცხელით კარგად იჭმევა.
ინგრედიენტები
- 500 მლ კეფირი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 1 კვერცხი
- 5 ს.კ. ზეთი
- 500-600 გ ფქვილი
- 50 გ კარაქი
- მარილი, კამა
- 0,5 კგ კარტოფილი
მომზადება
1. მოხარშეთ კარტოფილი, ჩაჭყლიტეთ და აურიეთ კამა. დაამატეთ ზეთში მოშუშული ხახვი.
2. კეფირი შეურიეთ წყალს, კვერცხს და 2 ს.კ. ზეთს. ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი და რბილი ცომი მოზილეთ. მოაყარეთ ფქვილი ცომს და დააფარეთ ტილო. დატოვეთ 10 წუთი.
3. ცომი 8-9 ნაწილად გაყავით. თითოეული 1 სმ სისქის ფირფიტად გააბრტყელეთ, დაადეთ კარტოფილი, დაამაგრეთ ნაპირები, დაყოვეთ 2-3 წუთი დასასვენებლად.
4. გააცხელეთ დარჩენილი ზეთი ტაფაში, ღვეზელი შეწვით ორივე მხრიდან, თითო 5 წუთით.
5. ცხელ ღვეზელს წაუსვით დამდნარი კარაქი, დააფარეთ ტილო, დატოვეთ 10-15 წუთი. მზადაა.
გემრიელია კეფირის ღვეზელი არაჟანთან და მწვანილთან ერთად, მისი მირთმევა ბორშჩთანაც შეიძლება. შიგთავსის შეცვლა ნებისმიერით რამით შეიძლება: სოკო, ლორი, კვერცხი, ბრინჯი, ისპანახი.