მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ დაბეგვილი ხორცი ქათმის გულებისგან?

როგორ მოვამზადოთ დაბეგვილი ხორცი ქათმის გულებისგან?

by Keti

ქათმის გულები იაფი, მაგრამ სასარგებლო სუბპროდუქტია. ბევრი დიასახლისი მას აგდებს, მაგრამ ტყუილად. მისგან მრავალი კერძის გაკეთება შეიძლება. ერთ-ერთი მათგანია წვნიანი დაბეგვილები ,,გატეხილი გული”. საინტერესოა და ადვილად მოსამზადებელი, ერთი პრობლემაა: სწრაფად იჭმევა.

ქათმის გულების მომზადება

ჩვენ მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ ისინი გემრიელად და მარტივად. გულები ჩაალაგეთ პოლიეთილენის პაკეტში, ერთ ფენად და ერთად დაბეგვეთ.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ქათმის გული
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ. ხორცის სანელებლები
  • 4 კვერცხი
  • ფქვილი ან საფანელი
  • მარილი
  • ზეთი შესაწვავად

მომზადება

1. გულებს ცივი წყალი დაასხით და შედგით მაცივარში 1 საათით, ეს ზედმეტ სისხლს მოაცილებს.

2. გარეცხეთ გულები გამდინარე წყლით, მოაჭერით ზემოთა მილები. გაჩერით ისინი ორად, მაგრამ არა ბოლომდე. მსუბუქად დაბეგვეთ სპეციალური სამზარეულოს ჩაქუჩით.

3. აურიეთ ხორცი დაჭრილ ნიორთან, მარილთან და სანელებლებთან.

4. კვერცხი ჩანგლით ათქვიფეთ, ცოტა წყალთან ერთად და მარილი მოაყარეთ.

5. თითო გული ფქვილში ამოავლეთ და შემდეგ კვერცხში. შეწვით ზეთში 1 წუთით, ორივე მხრიდან. თუ დიდხანს შეწვავთ, მაგარი გამოვა. გემრიელად მიირთვით!

ქათმის გული მოხარშეთ ან მოთუშეთ და შეწვით. პიკნიკის ან მსუბუქი ვახშმის ვარიანტად შეგიძლიათ ისინი შამფურზე მოამზადოთ. მარინადის სახით გამოიყენეთ სოიოს სოუსი, მდოგვი, განსხვავებული სანელებელი ან კოკა კოლა.

იაფი სუბპროდუქტი გაურკვეველი მიზეზებით მივიწყებულია, მაგრამ დაბალი კალორიულობა და ადვილად შეთვისებადი ცილის შემცველობა, გულებს შეუცვლელ საკვებად აქცევს.

მოგეწონათ რეცეპტი? გაუზიარეთ ის მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: