მთავარი ფილმები ,,სამეფო კართა თამაშის” ფანების თეორიები, რომლებიც კიდევ უფრო აგაღელვებთ ფინალური სეზონის გამოსვლამდე

,,სამეფო კართა თამაშის” ფანების თეორიები, რომლებიც კიდევ უფრო აგაღელვებთ ფინალური სეზონის გამოსვლამდე

by Keti

,,სამეფო კართა თამაშის” მილიონობით ფანს მოთმინება აღარ ჰყოფნის ბოლო სეზონის ხილვამდე. ის 2019 წლის 14 აპრილს გამოდის. ფანები ძველ სერიებს უყურებენ, განიხილავენ ძველ ეპიზოდებს და უკვე შემუშავებული აქვთ სხვადასხვა თეორია სერილთან დაკავშირებით – ყოველი მომდევნო წინაზე უფრო გამაოგნებელია. სერიალის შემქმნელებისთვის ნამდვილი თავსატეხია ახალი და დიდებული ვერსიის შემოთავაზება – თუმცა უპირობოა, რომ მათ ეს არ გაუჭირდებათ.

ჩვენ შევაგროვეთ რამდენიმე საინტერესო თეორია, რომლებიც ფანებმა შექმნეს.

1. მკვდარი ნედ სტარკი ,,ვაით ვოლქერის” სახით დაბრუნდება

მერვე სეზონის ტრეილერში არია რაღაცას შეშინებული გაურბის. მაგრამ რას შეუძლია არიას შეშინება, რომელსაც უამრავი რამ აქვს ცხოვრებაში ნანახი? ვერავითარი ცოცხალი არსება მას ვერ შეაშინებდა ასე ძალიან, ასევე ის თეთრ მოსიარულეებთან შესახვედრადაც შემზადებულია.

ფანები ვარაუდობენ, რომ არია საკუთარი ოჯახის წევრს გაურბოდა, რომელიც ,,ვაით ვოლქერად” იქცა. სწორედ ამიტომ არის შეშინებული.

2. შეშლილი მეფე ბრანმა გააგიჟა – ისევე როგორც ჰოდორი

შეშლილი მეფე ცეცხლით იყო შეპყრობილი, მისი საყვარელი ფრაზაა ,,დაწვით ყველა!” მაგრამ რა არის მისი შეშლილობის მიზეზი? ფანებს ახსოვთ ჰოდორის ისტორია, მას ვილისი ერქვა და ის მენტალურად შეირყა, როცა ბრანი თავის ხილვაში მის ახალგაზრდობაში ,,ჩაერია”.

იქნებ ბრანმა შეშლილ მეფესაც გაუკეთა რამე? ბევრი ფანი ამაში დარწმუნებულია.

3. გენდრი სერსეისა და რობერტ ბარათეონის ვაჟია

გენდრის დაბადება კვლავ მისტიურია, ფანები კი ირწმუნებიან, რომ ის უკანონო შვილზე მეტია. აღნიშნული იყო, რომ სერსეისა და ბარათეონს საერთო შვილი დაბადებიდან მალე გარდაეცვალათ – მაგრამ ფანების ამისი არ სჯერათ. ცნობილია ისიც, რომ გენდრის დედას ყვითელი თმა ჰქონდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სერსეი მკვდარი შვილის სანახავად აკლდამაში არასდროს მისულა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი თავდადებული დედაა ის. ეს კი იმიტომ, რომ შვილი აკლდამაში არ ეგულება.

4. მიირა რიდი ჯონის ტყუპისცალი დაა

დიახ, სწორად წაიკითხეთ. ეს პოპულარული თეორიაა მირას შესახებ, რომელიც ბრანის გვერდით იდგა მისი თავგადასავლების პერიოდში. ის ჯონის ტყუპისცალია. სერიალში ჩანს, რა ემართება ბრანის ხილვას, როცა ჯონის დაბადებას ნახულობს. საქმე ისაა, რომ მის ხილვებში ნედ სტარკის გარდა კიდევ იყო ვიღაც.

ჰოულანდ რიდი, მირას მამა, მხიარულების კოშკში მასთან ერთად იყო. ლიანამ მშობიარობა ძალიან რთულად გადაიტანა და ფანების ვარაუდით, მან 2 შვილი გააჩინა. ნედის ვინტერფელში დაბრუნება კი 2 უკანონო შვილით მეტისმეტი იქნებოდა. მან ერთი ბავშვი წაიყვანა, მეორე კი ჰოულანდმა – ასე ფიქრობენ ფანები.

მეორე ფაქტი ისაა რომ მირა და ჯონი საოცრად გვანან ერთმანეთს. წიგნშიც მისი აღწერილობით მირა არია სტარკისა და ლიანას მსგავსია.

5. სირიო ფორელი იაქენ ჰაგარია

ორივე პერსონაჟი ბრაავოსიდანაა, ორივე სიკვდილის ღმერთს ემსახურება და ორივე კარგად ფლობს მახვილს. თანაც ორივე არიას ასწავლიდა. სერიალში სიტიოსის სიკვდილი არ გამოჩენილა, ფანებმა კი ისწავლეს, რომ თუკი ვინმეს სიკვდილს უშუალოდ ვერ ხედავ, მაშინ ეს საეჭვო ფაქტია.

მეორე მიზეზი იაქენის შოუში გამოჩენაა, ის თავიდან დატყვევებულია და არიას სთხოვს დახმარებას. ფანების აზრით, მან სპეციალურად ჩაიგდო თავი ტყვეობაში, რათა მეფის სამეფოში არიას უსაფრთხოებაზე ეზრუნა.

6. ჯონ სნოუ ბნელეთის მეფე გახდება

ბევრ ადამიანს სურს ჯონის რკინის ტახტზე ასვლა, მაგრამ შესაძლოა ასე არ მოხდეს. ის მაინც მნიშვნელოვან პერსონაჟად რჩება, ამიტომ რაღაც მნიშვნელოვანიც უნდა გააკეთოს.

მან დიდი დრო გაატარა თეთრი მოსიარულეების წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომ ფანების აზრით ის მათგან ყველას გადაარჩენს. იქნებ უფრო მეტიც გააკეთოს. ის საკუთარ თავს შესწირავს და ბნელეთის მეფე გახდება, მათ ვესტეროსიდან შორს წაიყვანს და ცოცხალი ადამიანები უსაფრთხოდ დარჩებიან.

7. რკინის ტახტზე ტირიონ ლანისტერი ავა

ზოგი ფანი ამბობს, რომ ტირიონი ტაივინის შვილი არ არის, არამედ ტაივინის მეუღლის – ჯოანას და შეშლილი მეფის ვაჟია. ცნობილია, რომ შეშლილ მეფეს ჯოანას მიმართ ინტერესი ჰქონდა და თუკი ეს სიმართლეა, და ტირიონი, მართლაც მეფის შვილია, ეს ახსნის ტაივინის სიძულვილს მის მიმართ. ამას ემატება ფაქტი, რომ ტირიონი ბავშვობიდან გატაცებული იყო დრაკონებით.

ეს მოვლენა სამეფო ტახტის ნამდვილ მემკვიდრეს გამოააშკარავებს. ბევრი ფანი თანხმდება, რომ ვერც ჯონს და ვერს დეინერესს ტახტზე ვერ ვიხილავთ, რადგან ,,სამეფო კარის თამაში” ასეთი პროგნოზირებადი სერიალი არ არის. ამისთვის შემოქმედ ჯგუფს მმართველი სჭირდება, ეს კი შესაძლოა, ტირიონი იყოს.

8. სერიალი სემის მოგონებებია, რომელიც ვესტეროსის ქრონიკებს წერს

არსებობს ვარაუდი, რომ ყველაფერი რასაც სერიალში ვხედავთ, ნარატორის მონაყოლია. და, რა თქმა უნდა, ესა მთხრობელი სემ ტარლია, რომელიც ვესტეროსის ქრონიკებს წერს და წარმოადგენს ჯორჯ მარტინის – ნაწარმოების ავტორის რეპრეზენტაციას.

ფანებს ეს თეორია მაშინ ჩაუჯდათ თავში, როცა სამუელი არქმეისტერ ებროსს ესაუბრებოდა 7-ე სეზონში. ერთ ეპიზოდში არქმეისტერი სემს ურჩევს, რომ დაწეროს ნაწარმოები სათაურით ,,მეფე რობერტის სიკვდილის შემდგომი ომების ქრონიკები.” სემი ამბობს, რომ თავად უფრო პოეტურ სათაურს შეარჩევდა. ,,სამეფო კართა თამაში” ან ,,ყინულისა და ცეცხლის სიმღერა” კი სწორედ ისეთი სათაურებია, რომლებსაც სემი მოიწონებდა.

რომელი თეორიის გჯერათ თქვენ? იქნებ თქვენი საკუთარიც გაქვთ? დაწერეთ კომენტარებში, სანამ ბოლო სეზონი ეკრანებზე გამოსულა.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: