მთავარი კულინარია ხახვის მარინადი

ხახვის მარინადი

by Keti

კავკასიის ქვეყნებში მწვადი ტრადიციული კერძია. ამჯერად გთავაზობთ ხორცის ამ უგემრიელესი კერძის  მარინადს სომხური წესით მომზადებულს. თითოეულ ქვეყანაში და თითოეულ ოჯახში ამ  მარინადს სხვადასხვაგვარად ამზადებენ.

ეს რეცეპტი კი უნიკალურია. მასში ხორცი 40 წუთში მარინადდება. უმაცივროდ კი 2-3 დღე ინახება. თუმცა, ხორცი უნდა იყოს ხარისხიანი და არ უნდა დავდოთ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ.

ინგრედიენტები

  • 200 მლ ზეთი
  • 1,5 კგ საქონლის ან ღორის ხორცი
  • 0,5 კგ ხახვი
  • კორიანდრი, ქინძი, შავი პილპილი, მარილი გემოვნებით

მომზადება

1. ღრმა თასში ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ მასში პილპილი, კორიანდრი, ქინძის ფოთლები და მარილი.დატოვეთ ცოტა ხნით.

2. თითოეული ხახვი გაჭერით 4-ად. ჩაყრეთ ზეთში. პატარა ხახვი დაჭერით წვრილად და დასრისეთ მარილთან ერთად. ისიც ზეთში მოათავსეთ.

3. ხორცი დაჭერით მსხვილად და ჩაალაგეთ ზეთიან თასში. აურიეთ. ზემოთ დარჩენილი ხახვის ნაჭრები განაკვეთი კიდით მიმართეთ ხორცისკენ.  დააყოვნეთ 40 წუთი და მოამზადეთ.

ასეთ მარინადში მწვადი გამოდის ძალიან გემრიელი! შეწვის დროს არ დაგავიწყდეთ ხორცის გადაბრუნება და ცეცხლის მოკლება.

გემრიელად მიირთვით!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: