მთავარი კულინარია როგორ გამოვაცხოთ ნამცხვარი ,,ბუშე”?

როგორ გამოვაცხოთ ნამცხვარი ,,ბუშე”?

by Keti

ეს მსუბუქი და ნაზი დესერტია, რომელიც 2 ნახევარსფეროსგან შედგება, აქვს გემრიელი ნაღების კრემი. ბისკვიტის ფუძე უცხიმოდ მზადდება, ამიტომ ნამცხვარს აქვს ძალიან ჰაეროვანი და რბილი ტექსტურა.

ტკბილეული კარგად რომ გაიჟღინთოს, გირჩევთ, კრემი 1 დღით ადრე მოამზადოთ. მინიატურული, მსუბუქი ნამცხვარი სუფრაზე ლამაზად გამოიყურება და წუთებში მზადდება. შედეგთან ერთად მომზადების პროცესიც მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 40 გ ფქვილი
  • 30 გ შაქარი
  • 20 გ სახამებელი
  • 4 გ ვანილის შაქარი
  • 1 ს.კ. გარგარის ჯემი
  • 80 გ რბილი ყველი
  • 30 მლ ნაღები
  • 2 ს.კ. შაქრის პუდრა

მომზადება

1. შეურიეთ ფქვილი და სახამებელი. გააცალკევეთ კვერცხის ცილები გულებისგან და ათქვიფეთ, სანამ ქაფს წარმოქმნის.

2. გულს დაამატეთ შაქარი და ვანილის შაქარი. ათქვიფეთ 1 წუთი. ფრთხილად შეურიეთ ეს 2 ნარევი ერთმანეთს. სათქვეფი ქვემოდან ზემოთ ამოძრავეთ. დაამატეთ სახამებლიანი ფქვილი და მოზილეთ ცომი.

3. ცომი ორ ტოლ ნაწილად გაყავით, ისინი საკონდიტრო ტომრებში მოათავსეთ. დასვით ცომი პერგამენტზე 5 სმ დიამეტრის წრეებად. ცომის 1 ნახევრისგან 15 ცალი გამოვა.

4. გამოაცხეთ ორცხობილა ღუმელში 10-15 წუთით. იგივე გააკეთეთ ცომის მეორე ნახევრით. საბოლოოდ 30 ცალი გამოვა.

5. 15 ცომის ნაწილს წაუსვით ცხელი გარგარის ჯემი. ათქვიფეთ რბილი ყველი ნაღებთან და შაქრის პუდრასთან ერთად, 2 წუთით.

6. ჩაასხით ნარევი ტომრებში და დასვით კრემი ჯემწასმულ ბისკვიტებზე. ზემოდან დაადეთ ბისკვიტის მეორე ნახევარი.

თუ პორცია ცოტა მოგეჩვენათ, ინგრედიენტები გააორმაგეთ. შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადი ან რაიმე მოაყაროთ. ნაღების შეცვლა მთლიანად ჯემით შეიძლება ან მოხარშული შედედებული რძით. თხელი შიგთავსი კბენისას არ გამოვა.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ მეგობრებს ამ ჰაეროვანი ნაცხვრის რეცეპტი!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: