მთავარი სილამაზე 11 პატარძლის ფოტო მაკიაჟის გაკეთებამდე და მისი გაკეთების შემდეგ

11 პატარძლის ფოტო მაკიაჟის გაკეთებამდე და მისი გაკეთების შემდეგ

by Keti

პატარძლის გარეგნობა ქორწილის სტუმრებისთვის ერთ-ერთი საყვარელი განხილვის საგანია, როგორც ამინდზე საუბარი და ზედმეტად დამთვრალი ბიძის ქცევების მიმოხილვა. შეფასების ერთ-ერთი კომპონენტი კი მაკიაჟია.

მაკიაჟის პროფესიონალმა არბერმა, რომელსაც ინსტაგრამზე 285 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, პატარძლების ნებართვით გამოაქვეყნა მათი ,,მანამდე-და-შემდეგ’’ ფოტოები.

ფოტოების ავტორი: arber_bytyqi_mua

ყველა პატარძალი საკუთარი სტილისა და პერსონალობისგან განსხვავდება. ზოგს ბუნებრივი მაკიაჟი უყვარს, ზოგს კი სრულყოფილი გლამური უნდა. ხოლო ზოგიერთი პატარძალი კი სხვა იშვიათ ალტერნატივებს ითხოვს.

,,მე მაკიაჟი ბავშვობიდან მიტაცებდა,’’ – ამბობს არბერი. ,,პირველად თვალებს ვხატავდი, გოგონებს ან კაბებს. დედაჩემის მაკიაჟით ვერთობოდი ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში და ვიცოდი რომ მალე მაკიაჟის ოსტატი გავხდებოდი’’

,,როცა სკოლა დავამთავრე, ჩემს მშობლებს არ სურდათ სილამაზის ინდუსტრიაში რომ მემუშავა, რადგან მამაკაცებისთვის ეს სფერო ერთგვარი ტაბუა. ასე რომ, მე უნივერსიტეტში ჯერ ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, და შემდეგ დავიწყე ჩემი ოცნების ასრულება და მაკიაჟის ოსტატად მუშაობა.”

,,როცა კლიენტს ვხვდები, პირველად ვეკითხები რის აღსანიშნად სურთ მაკიაჟის გაკეთება. ასევე ვეკითხები განსაკუთრებული მოთხოვნები თუ აქვთ. მაგალითად, ბუნებრივი ვიზუალი უნდათ თუ დრამატული. შემდეგ ვთხოვ, რომ მაჩვენონ კაბა, რომლის ჩაცმასაც აპირებენ. შემდეგ ვაანალიზებ მათი კოსმეტიკის მახასიათებლებს.’’

,,ჩვენ წელიწადში ათასობით პატარძალს ვემსახურებით. ზაფხული ყოველთვის გამოირჩევა მომართვიანობის სიხშირით. ამ პერიოდში დღეში 60ზე მეტ კლიენტს ვუკეთებთ მაკიაჟს.’’

,,მაკიაჟი სახის სამკაულია,’’ ასე ეუბნება ყველა კლიენტს არბერი. ,,ითამაშეთ ფერებითა და ფორმებით. არ შეგეშინდეთ საკუთარი თავის ტრანსფორმირების. დღის ბოლოს ხომ შეგიძლიათ ეს ყველაფერი მოიშოროთ.’’