მთავარი საკითხავი 10 წიგნი, რომელიც ჭამასაც დაგავიწყებთ

10 წიგნი, რომელიც ჭამასაც დაგავიწყებთ

by guramus

გთავაზობთ 10 წიგნს, რომელთა წაკითხვაც აუცილებად უნდა დაიწყოთ. თუ დაიწყებთ, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ.

შტეფან ცვაიგი – „ქალის ცხოვრების 24 საათი“ – ავსტრიელი მწერლის შესანიშნავი ნაწარმოები, რომელიც ადამიანის ყველაზე ინტიმურ დეტალებსაც კი სიზუსტის მაქსიმალური დაცვით აღწერს. თავიდან თავბრუ დაგეხვევათ და დაიკარგებით დეტალების უმცირესი აღწერით, ხოლო საბოლოოდ დაინახავთ რეალურ პირებს, რომლებიც თითქოს თქვენს გვერდით ცხოვრობენ.


ჯოან ჰარისი – „ხუთი მეოთხედი ფორთოხალი“ – უმცროს ქალიშვილს დედისგან მხოლოდ კულინარიული წიგნი ერგება და საკუთარი კაფის გახსნას გადაწყვეტს. იგი ცდილობს შეისწავლოს თითოეული დეტალი. წიგნი საშინელ წარსულზეა, რომლის გახსენებაც არ ღირს.


უინსტონ გრუმი – „ფორესტ გამპი“ – ამავე სახელწოდების ფილმმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. ფილმის წარმატებას კი თავად ნაწარმოების წარმატება უძღვოდა წინ. წიგნი ერთდროულად ტრაგიკულ სასიყვარულო ისტორიაზე და ოცნების ასრულებაზეა. ტრაგი-კომედიური შინაარსი და პერსონაჟების გრძნობების დეტალური ასახვა ნაწარმოებს გენიალურს ხდის.


არტულ ჰეილი – „აეროპორტი“ – აეროპორტში ყველაფერი უცნაურად წარიმართება. ხუთშაბათ დღეს თანამშრომლებს უამრავი პრობლემა ექმნებათ. აეროპირტს ქარიშხალი მოიცავს და ერთერთი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვება.


ძმები სტრუგაცკები – „ორშაბათი იწყება შაბათს“ – გრძნეულებისა და ჯადოქრების ინსტიტუტი შესანიშნავი სამეცნიერო კვლევების დაწესებულებაა. იქ იმდენად უყვართ მუშაობა, რომ დღესასწაულებზეც კი არ ისვენებენ. წიგნის კითხვის პროცესში თავადაც მოირგებთ მეცნიერის სტატუსს და კვლევებში ჩაერთვებით.


სებასტიან ჟაპრიზო – „ქალი სათვალეებით და მანქანაში არსებული იარაღით“ – ნამდვილი მეს ძიებაში ქალი გაურკვევლობაში და სასოწარკვეთილებაში აღმოჩნდება. შესანიშნავი ფსიქოლოგიური დეტექტივი, რომელშიც ვერ ნახავთ მეორე ხარისხოვან პერსონაჟს.


გი დე მოპასანი – „ლამაზი მეგობარი“ – ტიპური მექალთანის ისტორია, რომელსაც ღირსების ნატამალი არ გააჩნია. ჯორჯი უპრინციპოდ მიაბიჯებს მაღალი სოციალური სტატუსის მოსაპოვებლად. მიუხედავად პერსონაჟის ამორალური ქცევებისა, მის ისტორიებს მაინც სუნთქვაშეკრული წაიკითხავთ.


იანუშ ვიშნევსკი – „მარტოობა ქსელში“ – რამდენიმე ხნიანი ონლაინ ურთიერთობის შემდეგ წყვილები ერთმანეთს პარიზში ხვდებიან. მთავარი სირთულე პირველი რეალური შეხვედრიდან იწყევა.


გაბრიელ გარსია მარკესი – „სიყვარული ჟამიანობის დროს“ – ახალგაზრდა შავგვრემანი ქალი ბავშვობის სიყვარულს უარყოფს და უპირატესოვას მეცნიერის ცოლობას ანიჭებს. წიგნი რეალური სიყვარულის შესახებ არის.


დევიდ მიტჩელი – „ღრუბლიანი ატლასი“ – მიტჩელის შესანიშნავი წიგნი სულის 6-ჯერ დაბადებაზე მოგვითხრობს. წიგნი, რომელიც ძალიან ნელა, ყურადღებით უნდა წაიკითხოთ, რათა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.