მთავარი რჩევები როგორ დავამზადოთ სახის შინაური ნიღბები?

როგორ დავამზადოთ სახის შინაური ნიღბები?

by Keti

მიუხედავად კოსმეტიკური ნიღბების დიდი არჩევანისა, მრავალი ქალი უპირატესობას შინაურ საშუალებებს ანიჭებს. ისინი ხშირად უფრო ეფექტურია, თან შეგიძლიათ ინგრედიენტების სიჯანსაღეში დარწმუნებული იყოთ.

სახის ნიღბების საუკეთესო რეცეპტები
გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

გაიკეთეთ ის კვირაში 2ჯერ.

თურქული გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

ეს დაგეხმარებათ კანის გაახალგაზრდავებაში. დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ.კ. ცაცხვის თაფლი
  • 2 კაფსულა აევიტა
  • 3 ჩ.კ. ცხიმიანი რძე
  • 2 ს.კ. სოდა
  • 1 მწიკვი დარიჩინი

გაადნეთ თაფლი წყლის აბაზანაზე, შეურიეთ ყველაფერი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნარევი უშუალოდ გამოყენებამდე მოამზადეთ.

ნიღაბი შეშუპების წინააღმდეგ

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ს.კ. სალბის ფოთლები
  • 100 მლ წყალი

დაასხით ბალახს მდუღარე, დადგით 10 წთ. ჩაალბეთ მასში 2 ბამბის დისკი და დაიწყეთ ქუთუთოებზე 5-10 წუთი. შემდეგ სახე გაიწმინდეთ დამატენიანებელი ტონიკით.

კვერცხის გულის ნიღაბი

  • 1 კვერცხის გული
  •  ს.კ. ვაშლის პიურე
  • მწიკვი დარიჩინი

შეურიეთ ყველაფერი და წაისვით 25-30 წუთით. შემდეგ წაისვით მკვებავი მალამო.

ვიტამინის ნიღაბი

სჯობს ეს ნიღაბი ზაფხულში გააკეთოთ, როცა კანი მშრალი იქნება.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 კაფსულა ვიტამინი A
  • 1 კაფსულა ვიტამინი E
  • 1 ჩ.კ. ხურმის რბილობი

აურიეთ ყველაფერი, წაისვით და გაიჩერეთ 30 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან გვირილას ნახარშით.

ნიღბები საუნისთვის

საუნის მონახულება კანისთვის სასარგებლოა. თუ ნატურალურ ნიღბებსაც დავამატებთ, მაქსიმალურ შედეგს მივიღებთ.

ნიღაბი შავი წერტილების მოსაშორებლად

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. ინა
  • 1 ჩ.კ. ალოე ვერას წვენი

ინა გახსენით 2 ს.კ. მინერალურ წყალში და დატოვეთ 5 წუთი. თაფლი წყლის აბაზანაზე გაადნეთ. შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთს. წაისვით პრობლემურ ადგილებზე და 10 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

დამატენიანებელი ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 1 ახალი კიტრი
  • 1 ს.კ. სახამებელი
  • 1 ს.კ. უცხიმო ნაღები
  • 2 წვეთი ევკალიპტის ზეთი

კიტრის რბილობისგან ფაფა გააკეთეთ, შეურიეთ მას ყველაფერი. წაისვით და გაიჩერეთ 10 წუთი. გამოიყენეთ თვეში 2ჯერ.

გამათეთრებელი ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. ოხრახუშის წვენი
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • 1 ს.კ. უცხიმო ხაჭო
  • 1 ს.კ. სელის ზეთი

შეურიეთ ყველაფერი. ოხრახუშის წვენი ბოლოს დაამატეთ. წაისვით და 10 წუთის შემდეგ მოიწმინდეთ ბამბით. გაიწმინდეთ სახე ტონიკით.

ნიღბები ნაოჭების წინააღმდეგ

ალოეს ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. ალოეს წვენი
  • 2 წვეთი ვიტამინი A
  • 2 წვეთი ვიტამინი E
  • 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი

შეურიეთ ყველაფერი, წაისვით სახეზე. დაიდეთ ზემოდან მკვრივი ქაღალდის ხელსახოცი. დატოვეთ 10-15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ.

ფქვილის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 30 გ ფქვილი
  • 2 ს.კ. მინერალური წყალი
  • 1 ცილა
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი

ფქვილი წყალს შეურიეთ, გაასქელეთ. დაამატეთ ყველაფერი. სქლად წაისვით სახეზე, ჩამოიბანეთ 30 წუთის შემდეგ. წაისვით კრემი

კლეოპატრას ,,ოქროს” ნიღაბი

მას აქვს ყვითელი ფერი კურკუმას შემცველობის გამო. ის ასუფთავებს ფორებს.

ინგრედიენტები:

  • 15 მლ რძე
  • 15 გ კურკუმა
  • 5 გ თაფლი
  • 5 მლ ლიმონის წვენი
  • 3 წვეთი ზეითუნის ზეთი

რძე შეათბეთ და შეურიეთ ყველაფერი. წაისვით პრობლემურ ადგილებში 15-20 წუთით. გაიწმინდეთ ბამბით.

გამაჯანსაღებელი ნიღაბი

ეს ნიღბები წყლის პროცედურებთან გამოიყენეთ.

მწვანე ჩაის ნიღაბი

  • 3 ს.კ. მწვანე ჩაის ფოთლები
  • 50 მლ წყალი
  • 1 კვერცხის გული
  • 2 ს.კ. ცხიმიანი არაჟანი

შეურიეთ ყველაფერი. წაისვით სახეზე სქელ ფენად და დაიტოვეთ 15 წუთი. თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ყინულის კუბით გაიწმინდეთ.

ხაჭოს ნიღაბი

ნიღაბი მშრალ კანს უხდება:

  • 1 ს.კ. ხაჭო
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • 2 ჩ.კ. თაფლი
  • 1 ჩ.კ. რძე

შეურიეთ ყველა რძის პროდუქტი. შედგით მიკროტალღურში 10-15 წამით. დაამატეთ თაფლი. წაისვით ნიღაბი ა დაიტოვეთ 20 წუთით. გაიკეთეთ თვეში 2ჯერ.

ნიღბები პრობლემური კანისთვის

ბანანის ნიღაბი

  • 1 ბანანი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ჩ.კ. იოგურტი

ბანანი პიურედ აქციეთ, შეურიეთ ყველაფერი. წაისვით სახეზე 10 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ნიღაბი იოგურტით

  • 2 ჩ.კ. იოგურტი
  • 1 ჩ.კ. კოსმეტიკური თიხა
  • 0,5 ჩ.კ. თაფლი

შეურიეთ. წაისვით 20 წუთით. ჩამოიბანეთ და გაიწმინდეთ სახე ტონიკით.

ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე შეამოწმეთ ალერგიულობა. მცირა რაოდენობის ნარევი მაჯაზე წაისვით და 10 წუთი დააკვირდით.

შეინახეთ სტატია და გაუზიარეთ ის მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: