მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ აზერბაიჯანული გოგალი?

როგორ მოვამზადოთ აზერბაიჯანული გოგალი?

by Keti

ფრანგული სამზარეული კრუასანთან ასოცირდება, აზერბაიჯანული კი – გოგალთან. ეს ორი ფენოვანი ცომისგან მზადდება, თუმცა გემოთი განსხვავდება.

ჩვენ მოგიყვებით რატომ არის ეს კერძი არაჩვეულებრივი. გთავაზობთ 2 მეთოდს: გოგალის შორი და გოგალის შირინი. ეს ბოლო ტკბილია.

აზერბაიჯანული ნამცხვარი

გოგალი მზადდებანოვრუს ბაირამის დროს, გაზაფხულზე. ნამცხვარი მზის სიმბოლოა.

ქვემოთ აზერბაიჯანული ნამცხვრების რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები

  • 700 გ ფქვილი
  • 150 მლ არაჟანი
  • 450 გ კარაქი
  • 15 გ ცოცხალი საფუარი
  • 2 კვერცხი
  • 1,5 ჩ.კ. მარილი
  • 60 გ შაქარი
  • 1 გ ვანილი
  • 0,3 ჩ.კ. კურკუმა
  • 2 ს.კ. თბილი წყალი
  • 1 ჩ.კ. ზირა
  • 1 ჩ.კ. ცერეცო
  • 0,5 ჩ.კ. კურკუმა
  • 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი
  • ყაყაჩოს, სეზამის, ქოქოსის ფანტელები

ეს 1 კგ ცომს და 2 სახის შიგთავს ეყოფა. ვამზადებთ ჯერ მარილიან გოგალს:

1. აურიეთ საფუარი 1 ჩ.კ. შაქარს. განაზავეთ წყლით და აურიეთ. დაამატეთ 1 ჩ.კ. წყალი და ააფუეთ. გაცერით 500 გ ფქვილი. გაადნეთ 100 გ კარაქი, შეურიეთ 1 კვერცხი და არაჟანი ცალკე.

2. შეურიეთ ფქვილი გამდნარ კარაქს, დაამატეთ კვერცხი, არაჟანი და საფუარი. მოზილეთ. მას დააფარეთ ცელოფანი, ჩაის ტილო და დადგით 2 საათი. ამოსული ცომი დარბილდება.

3. ტკბილი შიგთავსისთვის გაადნეთ 50 გ კარაქი ტაფაზე. მოშუშეთ 1/3 ჩ.კ. კურკუმა და ვანილი. ჩაყარეთ ფქვილი. აურიეთ. დაამატეთ 50 გ შაქარი. შუშეთ 3-4 წუთი.

4. მარილიანი შიგთავსისთვის ზირა, ცერეცო, 0,5 ჩ.კ. კურკუმა, შავი პილპილი აურიეთ, მოშუშეთ კარაქში. დაამატეთ 1 ჩ.კ. მარილი, ფქვილი, აურიეთ. შუშეთ 5 წუთი.

5. ცომი 16 ბურთად დაყავით. დაასვენეთ კვლავ 10 წუთი. ტკბილი გოგალებისთვის მოამზადეთ 200 გ გამდნარი კარაქი. გააბრტყელეთ ბურთები დიდი ბლინებივით. წაუსვით კარაქი. დაალაგეთ ერთმანეთზე. ნაპირები გაუსწორეთ.

6. როცა 8 ფენა გამზადდება, გადაახვიეთ დიდ რულეტად და დაჭერით 6 ნაწილად. ტკბილი შიგთავსიც 6ად გაყავით. დაიწყეთ შირინების მომზადება: ყოველი ნაჭერის 1 ნაპირი გადაგრიხეთ კანფეტის ქაღალდივით. მეორე გაჭიმეთ და ჩააღრმავეთ. გოგალი ტკბილი ფქვილით შეავსეთ. შემდეგ შეუკარით მეორე ნაპირიც.

7. დაალაგეთ პერგამენტიან საცხობზე, კუდებით ქვემოთ. ზემოდან დააწექით, რათა 1,5 სმ სისქის ცომი გამოვიდეს, წაუსვით კვერცხის გული, მოაყარეთ სეზამი, დატოვეთ 10 წუთი. შედგით 180 გრადუსიან ღუმელში 25 წუთი. შემდეგ 10 წუთი დაასვენეთ.

8. გოგალის შორის მომზადებისასაც გამოიყენეთ იგივე ტექნიკა.

9. თითო ნაჭერს ხელით დააწექით, რათა 1 სმ სისქის გახდეს. დაალაგეთ გოგალის შორები პერგამენტიან საცხობზე, წაუსვით კვერცხი, მოაყარეთ ყაყაჩო და სეზამი. გამოაცხეთ 25 წუთი 180 გრადუსზე.

თუ კანი ხრაშუნა გამოვიდა, ხოლო შიგთავსი დამატყვევებელი არომატისაა, ესე იგი, აზერბაიჯანული სამზარეულოს მარგალიტი წარმატებით გამოგივიდათ. ყაყაჩოთი და ქოქოსით ძირითადად შირინებს რთავენ, სეზამითა და კვლიავით – გოგოლის შორებს.