კეფირზე მომზადებული ოლადები

by Keti

ყველა ბავშვს უყვარს მურაბიანი ოლადები, მას არც უფროსები იწუნებენ. ოლადები ფუმფულა და რბილი რომ გამოვიდეს, საჭიროა კეფირი თბილი იყოს. დაამატეთ ძმარში გახსნილი სოდაც.

გთავაზობთ ფუმფულა ოლადების სწრაფ რეცეპტს.

ინგრედიენტები
  • 300 მლ კეფირი
  • 270 გ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 1,5 ს.კ. ძმარი
  • ზეთი
მომზადება

1. აურიეთ კვერცხი, შაქარი და მარილი.

2. კვერცხი ქაფის გაჩენამდე ათქვიფეთ.

3. გაათბეთ კეფირი დაბალ ცეცხლზე. ჩაასხით კვერცხთან. აურიეთ.

4. ჩაამატეთ ფქვილი და ათქვიფეთ სათქვეფით. თუ ცომი ნაკლებად მკვრივია, დაამატეთ ფქვილი (ცომი სქელი არაჟნის მსგავსი უნდა იყოს).

5. დაამატეთ ცომში სოდა ძმრით. აურიეთ. 2 წუთის შემდეგ გაფუვდება. დააყოვნეთ 10 წუთი, ეს მნიშვნელოვანია.

6. შემდეგ ცხელ ტაფაში ჩაასხით (1 სმ-ზე) ზეთი.

7. დადეთ ცომი არასავსე კოვზით. ზედაპირი რომ დაიხვრიტება, გადააბრუნეთ.

8. კვლავ 1-2 წუთი და მეორე ნაწილიც მზადაა.

9. მიიტანეთ სუფრასთან!

გამოვიდე დაბრაწული და ძალიან გემრიელი ოლადები. მიირთვით სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

ასევე დაგაინტერესებთ