მთავარი ჯანმრთელობა ხალხური საშუალებები პანკრეასის სამკურნალოდ

ხალხური საშუალებები პანკრეასის სამკურნალოდ

by Keti

პანკრეატიტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გავრცელებადი დაავადებაა. ეს ეხება ქრონიკულ და მწვავე ფორმებს. მედიცინაც ასევე სწრაფად ვითარდება, ამიტომ აღნიშნული პრობლემა რეგულირებადია. თუმცა, ექიმთან ვიზიტამდე გთავაზობთ მოამზადოთ პანკრეასისთვის სასარგებლო ხალხური საშუალებები.

ცხადია, ისინი დაავადებულს არ კურნავს, უბრალოდ დამხმარე საშუალებებია ჯანმრთელობისთვის.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით

კამა. ის ალაგმავს მჟავე რეფლუქსს, თრგუნავს ზედმეტი ნაღველის გამოყოფას და ამცირებს სპაზმებს.

1 ჩ.კ. კამის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით 1 საათი. გადაწურეთ. გაყავით 3 ნაწილად და გამოიყენეთ მთელი დღე. მისი გამოყენება არამწვავე სტადიაში შეიძლება.

შვრია. შვრიის ფანტელები მთელ კუჭ-ნაწლავის სისტემაზე დადებითად მოქმედებს. ის სწრაფად გადამუშავდება და სისხლში არ ტოვებს ,,მავნე” ქოლესტერინს. მოამზადეთ ფაფა წყალზე და მიირთვით დღეში 2-3ჯერ.

ოხრახუში და ლიმონი. ოხრახუში გამოიყენება ანტიოქსიდანტური ეფექტის გამო, ლიმონი კი ფერმენტების სინთეზირებას ეხმარება. თუ ამ პროდუქტებს აურევთ, სიღრმისეულად დაიწყებთ პანკრეასის მკურნალობას.

გაფცქვენით 1 კგ ლიმონი. 300 გ ოხრახუშთან გაატარეთ ხორცსაკეპში და გამოიყენეთ 1 ჩ.კ. დღეში 3ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

წიწიბურა და კეფირი. ეს ტანდემი კუჭ-ნაწლავის დადებითი დატვირთვაა. 1 ჭიქა წიწიბურას 0,5 ლ კეფირი დაასხით. დატოვეთ მთელი ღამე. მიირთვით ნახევარი დილით, მეორე ნახევარი საღამოს, ვახშამზე. სადილად მიირთვით ბოსტნეულის კერძები.

არ გამოიყენოთ ალკოჰოლი ჭარბად, დააბალანსეთ კვება და პანკრეატიტი არ შეგაწუხებთ. პირველივე სიმპტომებზე (ტკივილი, სისუსტე, ღებინება) მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ეს რეცეპტიც!